ან კი ან არა.
ან ხო ან არა.
ანა ბანა და
გამექცა ნოტები.
გამიტყდა ფირფიტა შავი პრიალა და
წამოწვიმა კიდეც.
კაბის ბოლოებით მოვწმინდე ასფალტი.
ბოშა ქალივით მოვიქნევ თეძოებს.
საყურეს კაკ-კუკი, ბრასლენტებს გააქვს ჟღრიალი.
წვიმას წკა-წკუპით მოვყვები.
ხის ტოტზე დავკიდე ჭრელი ქოლგა და წვეთები მოუშვი ჩემამდე.
ოო რა თავხედები ყოფილან წვეთები, მრუშები, ჩაცურდნენ მკერდამდე.
ანა ბანა და
მიტევენ ავხორცი წვეთები.
ანა ბანა და
დამძიმდა კაბა.
სველ კვალს ვტოვებ მშრალ იატაკზე.
მოვედი!
8 комментариев:
მარტო ,,ავხორცი წვეთები” გიტევენ?:)
”...მოვედი!
ბოშა ქალივით მოვიქნევ თეძოებს.
სველ კვალს ვტოვებ და მინდა, რომ გამომყვე”....
მმმმმმააააგაააარრრრიიია!
ნინო, გამომყვება სად წავა:))))))
Анонимный - დიახთ! მარტო ,,ავხორცი წვეთები ” მიტევენ:)
''ოო რა თავხედები ყოფილან წვეთები, მრუშები, ჩაცურდნენ მკერდამდე''
მიყვარს სითავხედე) ოღონდ ზომიერი.... არ მიკვირს წვეთების
მშურს ქარის,უფრო ვეჭვიანობ და იცი რატომ???..სახეზე თმები რომ გიალერსება
სახელები მიაწერეთ რა:)
Отправить комментарий