სამოთხიდან გამომაძევეს.
ნაწნავი მოვიჭერი და თმა ნულზე გადავიპარსე.
კონიაკის წრუპვას მივყე ხელი და სიგარეტიც მოვქაჩე.
ერთი ეგაა კაბა არ დამიმოკლებია.
აქამდე თუ მარტო თვალით დაცემა მჭირდა და გონებით ვცოდავდი, სხეულიც გავეცი.
ნებით და სურვილით, ვნებით და გაგიჟებით მივეცი სიყვარულს.
მე ღმერთი ვიპოვე.
2 комментария:
უცნაურად წერ მატასი, უცნაურად და საინტერესოდ.
მინდა ვიცოდე ვინ ხარ:) ამის უფლება მაქვს:)
Отправить комментарий