,,კვერცხია რაა" – ჩაიბუტბუტა, როგორც იცის ხოლმე, ბამბის მაისური მუცლისკენ ჩაიქაჩა, ბალიში ძირს გადმოაგდო, გულაღმა დაწვა და თვალები დახუჭა.
მინდა, მუცელზე დავადო თავი და ისე დავიძინო.
მიყვარს, როცა ჩემი თავი მისი მუცლის შეკუმშვის რიტმზე ადი –ჩადის.
მიყვარს, როცა მარჯვენა ყურთან, მისი მუცლის შიგნითა ხმაური მიფხაჭუნებს. მარჯვენა ყურზე კი მას უდევს ხელი, რადგან ყურებზე თუ არაფერი მახურავს ვერ ვიძინებ.
ახლა კი მისგან შორს ვარ. ეს უბრალოდ წარმოვიდგინე თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები მის შემდეგ, როცა ტელეფონზე დაურეკე, აბდაუბდა ველაპარაკე და ბოლოს უეცრად გაუთიშე. ან, დაიწყეთ კითხვა ამ ბოლო აბზაციდან შემდეგ გადადით პირველ წინადადებაზე. ,,კვერცხი " მე ვარ ანუ:)))
4 комментария:
ვერაფერი გავიგე... :(
Анонимный - :) რას გაუგებ აბდაუბდას ან მთლად ყველაფრის გაგებაც რა საჭიროა:))
რავიცი მე კი გავიგე დაა:)))) ეტყობა მეც აბდაუბდა ვარ :))))
მე ვარ, ხო იცი?
,,მე ვარ ხომ იცი”, კი ვიცი:) გიცან:)
ჩემი ,,აბდაუბდა”:)))
Отправить комментарий