შენს გამო ცალი ხელით ვშლი საწოლს.
შენს გამო ცალი ხელით ვხეხავ სტაფილოს, ვაშლს, კომბოსტოს,
მეორე ხელში შენ ფართხალებ და ჰაერში ფეხებს ასხმარტალებ.
შენს გამო ღამის ოთხ საათზეც მუსიკას ვუსმენთ და თმებს საერთოდ ვეღარ ვივარცხნი.
შენს გამო გულაღმა წოლას მივეჩვიე, რადგან მხოლოდ მუცელზე ყუჩდები. მკერდზე თავს მადებ და იძინებ.
შენს გამო გაზზე მუდამ გადმომდის საჭმელი, მერე ორივე ერთად ვწმინდავთ, შენ ჩემს თეძოზე მოკალათებული პირღია და მე ლაქასთან მებრძოლი.
შენს გამო ერთია უკვე დღეც და ღამეც, ხან როდის იძინებ ხან როდის.
შენს გამო აღარ მაქვს მობილური, იმდენჯერ დააგდე, გაფუჭდა.
შენს გამო მაცვია წითელი საღამური, გიჟდები ამ ფერზე. თვალებს აფაფხულებ და ჭყლოპინებ მთელი წუთი.
შენს გამო ვისწავლე იდაყვით წყლის ტემპერატურის გასინჯვა, თერმომეტრის ერთი ჩამოქნევით 36 გრადუსზე დაყვანა.
შენს გამო დიდი, გრძელი ნაკერი მაქვს მუცელზე,
მერე მოგიყვები, როცა გაიზრდები ამას.
შენს გამო სტრიები გამიჩნდა თეძოზე, ძუძუზე.
შენს გამო ვერ ვიკრავ პიჯაკებს, ვერ ვიცმევ ,,მაიკებს”.
შენს გამო დღეში ორ ლიტრამდე რძიანი ჩაის დალევა მიწევს.
ჯერ შვიდი თვის ხარ, წინ კიდევ ბევრი ,,შენს გამო” გველოდება მე და შენ.
ოღონდ ახლა დამაძინე რაა.
8 комментариев:
umagresi shegrdznebaa dedoba:))))))yvela ghirseuli qali gamxdariyos deda:))))dzaan kargad gamoxate matasi deda-shviloba am vitom chveulebrivi faqtebit:* kargia:)))))))))
გაიხარე მატასი,
ძლივს რაღაცამ ნამდვილად გამათბო და გამაღიმა.
ვკითხულობ და ვკითხულობ...
დამიარა მუცელში რაღაცამ )))) უთბილესი, უკარგესი, უმაგრესია!
მინდა ეს შეგრძნება ((
როგორ მინდა მეც მყავდეს ახლა პატარა :)თუმცა ხომ იცი?:)
უმაგრესიაააა...)უთბილესიააა.....) მეც ძალიან მინდა ეს შეგრძნება, მინდა ბასასოს სუნი სულ თან დამყვებოდეს:)
Анонимный - მადლობა :)
ქეთი - იკითხე და იკითხეე:)
ნინო - ჩაგთბა?:)
თაკო - ხო გყავს მარიამო?:)
Анонимный - ბასასოს სუნის აყოლიებას გისურვებ
და ბოლოს გათხოვდით გოგოებოოოოოოოოოოოოოოოოოოო:)
მატასიმ მატასის მადლობაო :*
Анонимный - გაკოცა მატასიმოოო, ბევრი, ბევრიო პატარა ცხვირზეოო, მგონი მივხვდი ვინც ხარ:))
Отправить комментарий