შემო - დაანებე ამ ხეტიალს თავი.
შემო - ხეტი - ალდი.
ვერ ხედავ მარტო ყოფნით
სულ რომ გატიალდი.
ხის ქოხის კარები ღიაა, ურდული არ ადევს, არც დაკაკუნება უნდა.
შემო და ეს ფარაღალა ხის კარები დაამაგრე, ყველა გამვლელ-გამომვლელმა რომ ვერ შეძლოს შემოხეტება. ცეცხლიც აანთე და ფიჩხიც მოზიდე, ნაკვერჩხლის გაღვივებისას რომ დაყარო.
შემო, წელიწადზე მეტია ძარღვებზე მკიდია მონატრება.
2 комментария:
”წელიწადზე მეტია ძარღვებზე მკიდია მონატრება” ............ მაგარია
შემოხეტიალდი...
მომეწონა
Отправить комментарий