вторник, 20 декабря 2011 г.

შენს გამო ( მეორე ნაწილი)

დიდი გოგო ხარ უკვე - წლის და რვა თვის, პამპერსი გადავაგდეთ:)
სალონს მივაკითხე მთელი ოცი თვე, რომ დავიწყებული მქონდა.
სამაგიეროდ სარკის წინ ნივთები გავაქრე, ალბათ ბალერინა გამოხვალ ისე დგები პაწაწუნა თითის წვერებზე.
შენს გამო პატარა კაბებს გვერდს ვეღარ უქცევ მაღაზიაში, ჩემი ჯინსი კი გაიცრიცა და გაიცრიცაა.
შენს გამო გადამალული მაქვს ყველა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
შენს გამო დანებს წვრილი ცხვირი აღარ აქვთ სახლში.
შენს გამო უტამოტო საჭმელი შემიყვარდა.
,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა", ,,კონკია", ,,კომბლე" ,,წითელქუდა" ჩემი უსაყვარლესი ზღაპრებია:)
ახალი ლექსიკონი შევადგინე - ზღაპრის წიგნი - კაბიაბი, სათამაშოები - ალაპუ, ვაიმე - მონატრებაა, გაუსაძლისი მონატრება - როცა ცხვირზე დამუშტულ თითებს მიიდებს და იძახის ვაიმე, ვაიმეე.
შენს გამო აღარაფერი აღარ მტკივა.
შენს გამო ახლა გრძელ, ფართხუნა, ცხოველებით მოხატულ პიჟამოებს ვიცმევ -მიყურებ და ხიხითებ ბედნიერი.