понедельник, 28 декабря 2009 г.

მომწონსსსსსს

,,დადიხარ ხვდები ადამიანებს, ამათგან შეიძლება ისეთებიც შეგხვდნენ რომელთაც შეიყვარებდი რომ იცნობდე, მაგრამ შენ მათ შემთხვევით არ იცნობ და გიყვარდება სხვა ვინც ასე შემთხევით ნახე და გაიცანი. ასე ჩვეულებრივი შემთხვევა ჩვენი ცხოვრების ბედისწერად იქცევა ხოლმე და ვინ იცის, გვერდზე ჩავლილი ადამიანი , გვერდზე ჩავლილი ბედნიერებაა, რომელსაც შემთხვევით გვერდი აუარეთ..."

ჩემი არაა, არც ისი ვიცი ვისია:(

четверг, 24 декабря 2009 г.

მკმ კმკ მკმ

მკიდია საყურე, საზოგადოების აზრი და რა მაცვია.
მენატრება ზღვა, ის, სიშიშვლე და საზამთრო.

მმმმ

მიყვარს
მკერდის დაბლა შენი დიდი ხალი,
ყავის წვეთს რომ ჰგავს, არადა ყავა არ მიყვარს. . .

среда, 23 декабря 2009 г.

მე და შენ

მე პატარა ხის ქვეშ ვდგებოდი ხოლმე. ის ხეს არხევდა, ბეჭს დაარტყამდა და მერე თოვლი თმებზე, მხრებზე, ტანზე მეყრებოდა და გამოვდიოდი სულ გაფიფქული. წამწამებზეც ფიფქები მეყარა.ახლაც მიყვარს თოვლიანი ტოტების ქვეშ სიარული. შენს მაგივრობას ქარი მიწევს. არ მინდა ქარიიიიიიიიიიი

вторник, 22 декабря 2009 г.

ჩურჩხელამდე . .

ზურგი მეტკინა, მთელი დღეა ვზივარ და ვწერ. გარეთ კარგი ამინდიაო, თბილაო, მიკიჟინებდნენ , მაგრამ ტრაკიც ვერ ავწიე სკამიდან.
საღამოს გავედი, თუმცა რატო საღამო. ზამთარია, თორემ ზაფხულზე ამ დროს ვიღვიძებ და მერე ვიწყებ ფართხალს.ხოდა, უკვე ქუჩაში ვარ. ქუჩაში გადასვლის ხომ მეშინია და (სკოლის მოსწავლესავით) გავიხედავ ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ და თუ ათ მეტრში მაინც არ არის მანქანა გადავრბივარ გზაზე. სად წავიდე? არავისთან მისვლა არ მინდა. ოთახში ისედაც კი ვიჯექი. ,,კურტკის” ქუდი წამოვიფარე. გზის მხრიდან პურის სუნი მოდიოდა. არა, პური არ უნდა ვჭამო, მერამდენედ ვდებ ამ პირობას აღარ მახსოვს. პირობა იმიტომ ქვია, რომ დაარღვიო, მერე ისევ დადო, მერე ისევ დაარღვიო და გადის რა ცხოვრებაც. თიკომ დამირეკა სალათები გავაკეთე და ამოდიო. თავადს წაყვა გოგო და ვეხუმრები ხოლმე გლეხის ქალი საჭმელების გასაკეთებლად მიგიყვანეს თქო:))
ხოდააა ჩემო ბატონო ( ასე ბაბუამ იცოდა:() იმას ვამბობდი რომ წეღან ქუჩაში ვიყავი ხალხი ნაძვის ხეებს ყიდულობდაა, გაფშეკილ ტოტებიან პლასტმასებს. თოვლი მინდა, ბაბუ გამომიგზავნე რა თოვლიი. ახალ წელს ბაბუას სახლში ვხვდებოდით ხოლმე. ბაბუა ყოველთვის 14 იანვარს ითენებდა (ესეც ბაბუსა სუტყვაა) ახალ წელს. ბუხარზე წვავდა გოჭს, მე და ჩემს ძმებს გაწამაწია გვქონდა თუ ვინ დაატრიალებდა ჯოხზე აცმულ გოჭს. მე პატივი მქონდა გოჭზე მარილიანი წყალი წამესვა. ოღონდ გოჭი არავითარ შემთხვევაში ჩვენი არ უნდა ყოფილიყო. ვყიდულობო გვატყებდა მაშინ ბაბუა. ჩურჩხელებსაც ამ დროს აცვამდა ხოლმე ბებია, ,,თქვენ ახლა ხართ აქ და ადრე რატომ გავაკეთებდიო’’, - გვიხსნიდა. ამოავლებდა ბებია ჩურჩხელას, დაკიდებდა ჯოხზე, ჯოხები სკამებზე იყო დამაგრებული. მერე ჩვენ იატაკზე ვწვებოდით და ჩურჩხელის ჩამონაწვეთი თათარას პირს ვახვედრებდით. აუუუუუუ.

ბრრრრ

მამრი - მდედრი, კაცი - ქალი
კონიაკი, სიბნელე და ჰალი-გალი

понедельник, 21 декабря 2009 г.

დამალობანა

ვეწევი სიგარეტს, ვეხვევი ნაცრისფერ ბოლში.
ვეხვევი შენს მკლავებს, ამავ დროს ვიწვები დროში.
მაგვიანდება როგორც ყოველთვის. წასვლა კი არ მინდა.

მოხდება ისე რომ შენ არსად გარბოდე?
ან კიდევ მე მქონდეს დრო თავზე საყრელი?
ან კიდევ
ქუჩაში გამოსული კედელს არ ავეკრა.
თვალით არ დავზვერო ფანჯრიდან მიდამო.
ოდან ხმაურზეც კი არ გვქონდეს შიშები.
რა გვქვია ახლა ჩვენ? ნამდვილი გიჟები! ! !

. . .

მომბეზრდი!
ალბათ წუთნახევრის შემდეგ ისევ მომენატრები:)

воскресенье, 20 декабря 2009 г.

” ” ” ”

,,თუ მეტყვიან, რომ ხვალ სამყაროს დასასრული იქნნება, დღეს მაინც დავრგავ ხეს” (მარტინ ლუთერი; 1483-1546)

суббота, 19 декабря 2009 г.

ერთაოზა სკივრშია, სკივრი კი. . .

თავი პირველი
ერთაოზა მყავს სკივრში დამალული, არავის ვანახებ.
ყველანი რომ წავლენ, ან დაიძინებენ სკივრს მაშინ გავაღებ.
ხოდა, დაელოდე ალიონს ჩემსავით, არ გინდა რომ ნახო?

თავი მეორე
ერთაოზა კეთილია, არა ბილწი, მაღალია, ხმელ -ხმელია ჩემი ბიჭი.
სკივრი ბნელ ოთახში მიდგას, ნაფტალინის სუნით სავსე.
ერთაოზა იქ ფეხს ვერ შლის მოკუზული დადის ხოლმე.
მაინც მიყვარს ერთაოზა, ჩემი სკივრის ბინადარი.
დამალული, უხილავი...

თავი მესამე
რაღას ელით? ერთაოზა გინდათ ნახოთ? ვერ მოგართვით.
ერთაოზა ჩემს სკივრშია, ჩემი სულის ერთ ოთახში.
ახლა ძინავს, ჩუუუუუუუუუუუ ახლა არ გამიღვიძოთ.

ძველიიი, ძალიან ძველი:((

ახლა სოფელში კარგია, დაანთებ ღუმელს. მერე კვამლზე მეზობლები შემოვლენ. ,,ამოხვედი?!, კარგი გოგო ხარ აქაურობას , რომ არ ტოვებ”, - მეტყვის ვარდიკო ბებია. მე ამეტირება. მერე ჩამოყრილ მსხალს ავკრიფავ, უკვე ნახევრად დამპალს. მწვანილს, რომელიც ეზოში ჯერ მთლად გადაშენებული არ არის დავკრეფ. გავიხსენებ როგორც ბებია ინახავდა და მეც ისე დავამარილებ. ისევ ვიქალებ რა:)
ყვითელ ყვავილებსაც დავკრეფ და ლარნაკში ჩავაწყობ, რომლებიც მეორედ ამოსვლაზე სულ გამხმარები მხვდება:(
მეორე დღეს კი ნერვებმოშლილი დავტოვებ იქაურობას. მინდა სოფელში ვცხოვრობდეეეეეეეეეეეე. ამ წუთს მართლა მინდა, მერე გადამდის და . . .

მოვედი

. . . წამოვედი, ჯერ მოსვლა არ მინდოდა, მერე ვიფიქრე და მეთქი მივალ ვნახავ რ ხდება, ვინ რას ამბობს (თუმცა ამას სანამ მოვიდოდი, მანამდეც კი ვკითხულობდი:))უფრო ვინ რას მეტყვის მეთქი ამ ფიქრმა მომიყვანა. თორემ მე კი აქამდეც ვამბობიდი თქვენზე, გიცნობდით, ზოგი მომწონხართ კიდეც, ზოგზე მეცინება, ახლა თვენ იცინეთ ჩემზე, მე დამიწუნეთ ( აუუუუ, რა გვემა ამიტყდა:)) მოკლედ რააა! ! ! მინდოდა თქვენთან და ახლა აქ ვარ. ნიკოლოზობას გესტუმრეთ, მაგრამ მატასი მქვია:)) მიმიღებთ? მ ო ვ ე დ ი :)