вторник, 23 августа 2011 г.

მთაში

წავედით. ავიკარით გუდანაბადი და აუყევით მთას. ნახევარი გზა მანქანით ვიარეთ, მერე ძალიან აღმართები, რომ დაიწყო და ძალიან მომინდა მარტოები ვყოფილიყავით, - ფეხით ვიაროთ - მეთქი და მანქანა ბარში გაუშვით.ზურგზე უზარმაზარი ჩანთებით მთას აუყევით. სადღაც ზემოთ ხის სახლი გველოდა. დაღამებამდე უნდა ავსულიყავით,თუმცა აზრი ღამე ხის ქვეშ გაგევთია ორივეს ძალიან მოგვწონდა, მაგრამ რახან ზემოთ სახლი იყო ხის, რომელიც რამდენიმე დღე ჩვენი იქნებოდა, ანუ საერთო ჭერი გვექნებოდა, გვხიბლავდა და სახლისკენ მივილტვოდით. სახლი არც ისე შორს ყოფილა, მალე გამოჩნდა, ყავისფერი ორი პატარა ფანჯრით.

ჩანთები დავყარეთ და ერთმანეთს ვეცით. დაღლილს სხვანაირი სუნი ქონდა, ძაან ჩემი იყო, ვკოცნიდი ყველგან. - აკი დავიღალეო - ხარხარებდა თავისებურად.

მერე მივაწყ-მოვაწყეთ ყველაფერი. სანთლები გვქონდა წამოღებული სულ თაფლის, როცა ჩამობნელდა ავანთეთ. ის სკამზე იჯდა მე ძირს ვიწექი თხელ ფარდაგზე, მის ფეხებზე მედო თავი. სანთლები ცეკვავდნენ და მე მოკუნტული ისეთი ბედნიერი ვიყავიი. სახლი ძაან ხმელი იყო, მეტი სიხმელიგან ხეები ერთნამეთს იყო დაშორებული და ჭრილში ვარსკვლავებიც ჩანდა ალაგ- ალაგ. მინდოდა არ გათენებულიყო.

ჩაი გვქონდა ბევრი და რამდენიმენაირი, სულ აქ დავრჩებოდი საცხოვრებლად.

დღე ხის კევებს ვაგროვებდით, მერე კბილებზე მეწებებოდა და ვერ ვიშორებდი, მერე მასწავლიდა როგორ უნდა დამეღეჭა,რომ კბილებზე არ ამკვროდა.

კარტოფილს ვწვადით ნაკვერჩხალზე. სუხარი გვქონდა ბევრი, უფრო ბევრი კოცნა. არ ვიღლებოდით.
წყალი იყო შორს, ჭურჭელი პატარა, ამიტომაც ხშირად გვიწევდა წყაროზე ჩასვლა. კარტს ვთამაშობდით და წაგებულს ამოჰქონდა ხოლმე წყალი, ძირითადად მე ვაგებდი, ამ დროს ორივე მივდიოით ხოლმე :)

ერთ ღამეს იწვიმა, ხის სახლშიც ისმოდა კაპ-კუ, კაპ კუპ. მერე ცეცხლი დავანთეთ, ბევრი ვიცეკვეთ. უფრო მეტი ვსვით. ჭაჭის არაყი, დაბლა ვიყიდეთ სოფელში. როგორც ბაბუამ იცოდა ნამდვილი ცეცხლი იყო, სამაგიეროდ სამჯერ დავსველდით და არ გავციებულვართ. ირგვლივ ხეებზე ჩვენი ტანსაცმელი იყო მიმოფენილი. ჩრდილში სულ ჩემები, მზეზე მისი. ჩემი ტანსაცმელი გვიან შრებოდა. მომწონს შიშველი, რომ დადიხარო, მეც მომწონდაა ასე. არც ბავშვობაში მყვარებია ტანსაცმელი, სადაც მოვიხელთებდი იქ ვიხდიდი თურმე. აქ გასაქანი მომეცა და . . .

მერე მუხლს ზემოთ რაღაცამ უკბინა, მთელი ღამე არაყის საფენებს ვადებდი, გაუსივდა. შემეშინდა, ალბათ იმიტომ რომ მის გარეშე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. ორი დღე კოჭლობდა, წყალზეც მე მიწევდა სიარული, ტოტების შეგროვებაც და საჭმელიც გაკეთებაც.

ათი დღე გავიდა. წამოვედით. გზაში ხმა არ ამოგვიღია. ბარს რომ მიუახლოვდით ისევ უხმოდ დავყარეთ ჩანთები და ერთმანეთს მივეწებეთ. ავბრუნდეთ რაა - თქვა და თვითონვე გაეცინა.
ხის ქოხი გაისადაც იქ იქნება - წავჩურჩულე და მუხლზე მოვეფერე.


четверг, 4 августа 2011 г.

რა მოვბოდე, რისთვის მოვბოდე არ ვიცი, მაგრამ მეწერებოდა და დავწერე:)

თავიდან იწყებ ა მართა+დათოს=შეყვარებულებს.


ეს წარწერა გხვდება სკამზე, მერხზე, ჭიშკარზე. ფხაჭნი, შლი, თუმცა . . .
მერე ღამით ხვდები ჩუმ-ჩუმად. ღამე რაღაც სხვანაირია თორემ, დღე ხომ ისედაც ასჯერ ნახულობთ ერთმანეთს. მერე მეორე ზაფხული მოდის და ვაა, ისევ დათოზე გეფიქრება.

,,ბრისილი მიაუს“ მხოლოდ მისი კოცნისთვის თამაშობ, ძმაკაცები ხომ კარგად აწყობენ შენთან მოახვედრონ კოცნისას დათო. შენც მეორე დილამდე გიხურს ლოყა.

ერთხელაც მიხვდები, რომ დათო აღარ გიყვარს. სწავლობ და სხვა არაფრისთვის არ გცალია.
სტუდენტი ხდები და ახლა კახა გამოჩნდება.
მერე გიორგი, გელა. . .

ვერცეთთან ვერ დაწექი, არ გაცდენია თქვენი ურთიერთობა ხელის ფათურსა და მუცლის ტკივილამდე მისული ვნების უკან ჩაბრუნებას.
ახლა ისევ მარტო ხარ.

(სახელებს ვცვლი)

დავიწყოთ - მაიკო,ლამაზიაა, გრძელი, მოცეკვავე, გათხოვილია კი, ორი შვილის დედააა, თუმცა ის გადარევა-გაფრენა რაც სულში უზის არასდროს არ ჰქონია. არც საწოლში გაუფრენია არასდროს, ან პიანინოზე, თოხის ტარზე ან რა მნიშვნელობა აქვს. ზედმეტად წესიერად ცხოვრობს, შაბათ-კვირას ეკლესიაში დადის და ყველა წინადადებას ,,ღვთის ნებაა“ აყოლებს. ერთი პოზის ერთგულია, ან თვლის რომ ესაა სავალდებულო და ცხოვრობს ასე.

ნინო - თხელი, ხორბლისფერი. თავისებური შარმი აქვს და ჭკვიანია. ალბათ ამიტომაც გაურბის ყველა. უნდა გადარევაა, თავაწყვეტილი ვნებაა, ბევრი თავგადასავალი, ბევრი სიგიჟეე, მაგარი ფოტოაპარატი და იმ ერთან ერთად მსოფლიოს შემოვლა. ორი ჭიქა კონიაკის შემდეგ პლასტელინივით ლღვება:) - არც ისე პატარაა და ქალიშვილია.

თამუნა - სიფრიფანა და როგორც ერთმა საერთო ნაცნობმა მითხრა მინიატურული, მგონი თვითონაც არ იცის რა უნდა. არც არავინ შეხვდა ჭკვიანი რომ მიახვედროს, აგრძნობინოს. უფრო ნარცისიაა და არც არავინ უმღვრევს წყალს ჯერ ჯერობით :) - ნინოს ტოლია და ქალიშვილია.

ეკა - კისკისა, მჩქეფარე, აი ისეთია უმალ, რომ ააფორიაქებს კაცს. ორი შვილი ყავს და ქმარსაა გაშორებული. ექვსი წელია მარტოა და სექსის გარეშე ცხოვრობს. არადა სულით პეპელააა.


მყავს კიდევ მეგობრები, მაგრამ თავს შევიკავებ მათზე საუბარისგან, რადგან ამ ბლოგს ერთის ქმარი და სხვების გარე-გარე მოსიარულე მამრებიც კითხულობენ , ხოდა
არ ავიტკივებ თავს და ამით მოვრჩები:)

რა მოვბოდე, რისთვის მოვბოდე არ ვიცი, მაგრამ მეწერებოდა და დავწერე:)