четверг, 30 августа 2012 г.

ბრრ

დავარქვათ პაემანი და ან არც დავარქვათ. . . უბრალოდ შევხვდეთ, მინდა, რომ გნახო.
იქნებ მომინდეს გაკოცო ბევრი,
იქნებ მოგინდეს მაკოცო ხალზე,
იქნებ უბრალოდ ვიაროთ ბევრი.
ტყეში თუ ზღვაზე?
ბარში თუ მთაში?
კარავი ერთი ,,სპალნიმეშოკით", ბევრი წყალი და ბევრი ალერსი წავიღოთ საგზლად.
მოდი დავთქვათ და რამდენიმე დღით გადავიკარგოთ.
ვერ დაგპირდები რაღაც სასწაულს, თუმცა გპირდები მილიარდ კოცნას, უთვალავ ალერსს.
ა, რა ვქნათ? დავთქვათ?:)

среда, 15 августа 2012 г.

ზღვის ბოდვები

ვნება მუხლებთან დაყურსული, წყლისფერი თვალებით იხედება.
ლურჯად მოტორტმანე ზღვის ნაპირი ქაფიან თავგადასავალს მპირდება.
კოჭებმაც შეიგრძნეს ფერადი კენჭებიც.
და მეც ვნებდები მოვარდნილ ტალღას რბილს და მრისხანეს.
დაბლა დაცურავენ თეთრი თოლიები,
ქერა ქალების ბუმია პლიაჟზე,
ღამდება . . .
ლიფის სარტყელი ელვარებს კვლავ თეთრად, ვიწროდ და ხაზივით. ხვალ ესეც გაქრება . . .
წითელი ტაფა - მზე აღარ ჩანს ღრუბლებში, იძინებს ეტყობა.
სამაგიეროდ კვლავ ფხიზლობს პლიაჟი, სავსეა წყვილებით.
მოთენთილ სხეულებს დაღლა არ ეტყობათ.
წინ მთელი ღამეა ხმაურით აწყვეტით,
ვნებით და ნდომით სავსეა ჰაერი.
ქვიშა კვლავ ცხელია, ვერ ვაღწევ შენამდე
და იქნებ შენ შეძლო მოღწევა ჩემამდე?:)