среда, 27 января 2010 г.

ადრე . . .

კელიაში თაფლის სანთელი ანთია, ძირს ფერადი ხელით ნაქსოვი ნოხი აფენია.
კედლები ნაცრისფერია და აღმოსავლეთით პატარა ფანჯარა აქვს.
აქ დროებით ვცხოვრობ.
კარებთან წკრიალა ზარის ხმა მესმის, უკვე დილის ექვსი საათია.
მნათემ ჩემი ძილისგუდობის ამბავი იცის კარებთან დგას, ხელში პატარა ოქროსფერი ზარი უჭირავს და აწკრიალებს.
მანამდე იქნება სანამ არ გავიღვიძებ და ავდგები. ტაძარში მივდივარ.
ჯერ ისევ ბნელა. სუსხია, მგონი ათი ჯემპრი მაცვია. ყველა შავი, არ ვიცი რატომ.  აქ ჭრელი ჯემპრები არ წამოვიღე, ხასხასა ფერები. 
ტაძარში მნთეს ღუმელი უკვე აუნთია, ყველანი აქ არიან. ეკლესიაში შუქი არ ანთია, სანთლის შუქზე მონაზვნების მოძრაობა, კედლებზე, მოფარფატე ანგელოზებივით ჩანს. დავაგვიანე, უკვე ,,მამა ჩვენოს “ კითხულობენ. ვერ ვეზიარე.
დღეს მეტრაპეზე ვარ, ჭურჭლის დარეცხვა მიწევს.
კურთხევა მაქვს როცა მინდა მაშინ დავლიო ჩაი.
შემოვკარი აივანზე დაკიდებულ ზარს და ვაცნობე მონასტერს ტრაპეზის დაწყების დრო.
პურია გამოსაცხობი  დაბლა მცხოვრები ბერებისთვის. ფქვილი ამომაქვს, მთლად თეთრი ვარ. სხვა ზილავს, მე ტაფის ტრიალი მევალება.
შუადღით ზემოთა ტაძარში წავედით, შორს იყო დავიღალე. მერე შეშა ავზიდე სამზარეულოში და ვეღარ გავსწორდი, მუცელი მეტკინა.
მატყლის შალი შემომახვიეს, ფეხები ცხელ წყალში ჩამაყოფინეს. ჩაიც მომიტანეს.
თავის საქმე არ ეყოფათ მეც დავემატე, თუმცა ისე მივლიდნენ . . .
ყველა სათითაოდ მიხსენიებს ლოცვებში, ჩემი მოსახსენიებელიც მივეცი და . . .
მოსახსენიებელში შენ მიწერიხარ.  დედაოს, ერში ჩემს მეგობარს ამაზე გაეცინა. რა ვეღარ მოეშვიო, მხოლოდ ეს მითხრა.
ფსკვნილის გაკეთებას მასწავლიან, ვერ ვსწავლობ, ვცდილობ კი.
ფხალი უნდა მოძებნონ მინდორში, მივყვები. ჭინჭარს ბლომად ვკრიფავ.
ძაღლებიც დამიმეგობრდნენ, ორი დიდი თეთრი ნაგაზი. საჭმელს როცა ვუდგამ ხელებს მილოკავენ.
მარხვა დაიწყო, უმრავლესობა წყალზეა, ზოგიც ჩაიზე და სუხარზე. მე არცეთზე.
გადარეული ამოვედი და ახლა ვგრძნობ დავმშვიდდი. მობილური აქ გამორთული მაქვს.
საღამოს, დაბლა ხელსაქმის დიდ ოთახში ვიკრიბებით და ვქარგავთ, ყველა ჩუმად არის ჩემს გარდა. ირაკლი ჩარკვიანი მოკვდა, ძალიან მეტკინა და არ შემეძლო, უფრო სწორად ვერ მოვითმინე ეს მათთვის არ მეთქვა. არ იცოდნენ, უფრო მეტიც ზოგმა ისიც არ იცოდა ვინ იყო ირაკლი ჩარკვიანი. რაღაცნაირად შემშურდა მათი. მე იქაც ვერ მოვითმინე, ამბები ავიტანე.
გრძელი შავი კაბა ფეხებში მეხლართება, მომწონს. სარკეში შავ თავსაფარს ვიხდენ, ესეც მომწონს.
ძველი ქართული ასოების სწავლა დავიწყე, ნამეტანი ვცდილობ.
ცისკრის ლოცვაზე ღუმელთან ვიდექი, მერე კუთხეში ჩამოვჯექი. დედაოს ხმა ჩამესმა ბავშვები გააღვიძეთო. ჩამძინებია.
მალე წამოვედი დაბლა, საგიჟეში, ხოდა ახლა აქ ვარ.
იქ აბრუნებას რაღაც უნდა, ეს რაღაც კი . . . ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ

შენ მე საძებარი გყავარ, ანდა პირიქით

მე ვიცი შენ რაც გჭირს, რადგან ეგრე ვარ მეც, არაფერი არ მტკივა, არაფერი არ მაწუხებდს, ამ დროს ყველაფერიც მტკივა და ყველა და ყველაფერიც მაწუხებს. ოღონდ ეგაა ამ ავადმყოფობას სახელი ვერ დავარქვი. ეგ დეპრესიააო მეუბნებიან, არა ბატონო არ არის ეს დეპრესია. დეპრესია ყოველწამიერია, აი როცა არავინ, არაფერი გინდა. მე კი კარგად ვიცი რაც მინდა და ვინც მინდა.
ერთმა მითხრა გუშინ ჰარმონიულად უნდა ცხოვრობდე საკუთარ თავთანო. დავფიქრდი, ჯერ სიტყვები რაღაც სასაცილოდ მეჩვენა. ახლაც მეცინება, შენც გაგეღიმა? აი! ! დეპრესიონიკები კი ასე ადვილად არ იღიმებიან, ხომ გითხარი შენ ჩემი გჭირს-თქო.
რა არის ჰარმონია საკუთარ თავთან?
ან საერთოდ რა არის ჰარმონია?
გუშინ ანანო წავიყვანე ბაღში, გზაში ვფიქრობდი, რომ იმ წუთებში გულის და გონების ჰარმონია მქონდა.
მე არ ვცხოვრობ ჰარმონიულად საკუთარ თავთან, თუნდაც იმით, რომ ბევრს ვმუშაობ და დაღლილს საჭმელი შუაღამით მახსენდება, ღამე ჭამა კი . . .
მე არ ვცხოვრობ ჰარმონიულად საყვარელ ადამიანებთანაც კი.
მე არ ვამბობ იმას რისი თქმაც მინდა. (არ ვიცი, რატომ, უფრო ალბათ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს)
არ ვარ იმასათან ვისთანაც მინდა. (აქ არ დავაკონკრეტებ)
მე ბევრ რამეზე ვამბობ უარს. (სხვადასხვა მიზეზების გამო)
მე ვიმალები.
შენ ეძებ. მეც, თუმცა კი შენც იცი და მეც ვინ გვინდა, როგორი გვინდა და რა გვინდა.
მე შენ მგავხარ, ამიტომაც ეძებ არა ჩვეულებრივს, არამედ სხვანაირს. ხანდახან ფიქრობ, რომ იპოვე, მაგრამ ისიც ერთ-ერთი ჩვეულებრივ თაგანი აღმოჩენილა. გინდა რომ ის ყველაფერი იყოს შენი, ჯერ პასუხისმგებლობას გაურბიხარ და გინდა რომ ასეთი მიგიღოს, იგიჟოს, გამოგვეყს, ტყე- ღრე დადიოდეთ კარავითა და დიდი ზურგჩანთით, საგზლად ჭადი, ყველი და ლექსები გქონდეთ. კოცნიდე მუცელზე ( ან პირიქით) და არ გბეზრდებოდეს, ცეკვავდეთ კოცონის ცეცხლთან და არ იღლებოდეთ. ეცალოს მუდამ როცა კი ეს შენ გინდა, დაურეკო და გამორბოდეს. გინდა, რომ ბუხართან ერთად ისხდეთ, შიშვლები ბანაობდეთ ტბაში. სიყვარულის გარდა არაფერი გქონდეთ თავში. გინდა რომ ასე ჰარმონიულად ცხოვრობდე მასთან, რომლის სახელიც არ იცი ჯერ, გონებაში კი ვინ იცი რას ეძახი.
შენც ამ ჰარმონიულობას დაეძებ ალბათ.
შენ მე საძებარი გყავარ, ისე როგორც მე შენ. მე სანთლით დაგეძებ.

:))

მე მინდა ვიყო შენი მონაპოვარი.
არა მონა და არა ,,პოვარი”
არამედ შენი მონაპოვარი.

вторник, 26 января 2010 г.

ლოდინი

დამეკარგე . . .
ორი დღეა არ გამოჩნდი.
გელოდები . . .
ავანთე ბუხარი, სანთელი თაფლის.
შეშის ტაცა-ტკუცში ვშიშობ შენი ფეხის ხმა არ გამომეპაროს.
შალი მოვიხვიე ბებიის თეთრი მატყლის, ფანჯარასთან ვგდავარ და . ..
ჭადიც გამოვაცხე, თხელი, თითები ამჩნევია ზედ.
მეშინია, არა გარეთ სიბნელის და კედლებზე მოსიარულე აჩრდილების,არამედ . . .
ჩაი უკვე რახანია დუღს, მინა დაიორთქლა, მინაზე ჩემს სახელს ვწერ, მიყვარს მეორე დღეს შენს მინაწერს რომ ვპოულობ მის გვერდით.
ჩუმი ნაბიჯებით შემოდიხარ.
ჩანთა ჩვეულებრივ დერეფანში დააგდე, დილით ვპოულობ ყოველთვის.
ვერ ვდიასახლისობ, ისე დაღლილი ვარ შენი მოლოდინით.
ცეცხლის ალს უყურებთ, ბების დროინდელი ეს ტახტი ისე მაგარი აღარ მეჩვენება.
მ ე ძ ი ნ ე ბ ა.

საქანელა

ახლა
- საქანელა.
გოგო მაღალკანჭა.
ბიჭი აწოწილი.
თვალის გაპარება აფრიალებულ კაბაზე.
მანამდე
- აიწონა დაიწონა.
გოგო და ბიჭი ხმამაღლა კისკისებენ,
კაბის აფრიალებას ბიჭი ვერ ამჩნევს.
მერე მინდორში ერთად კოტრიალობენ . . .
ეს იყო ბავშვობაში.
საქანელა მაღლა ადის, მაღალკანჭა ტკრციალებს.
საქანელას თოკი გრძნობს აწოწილის ფიქრს, ისე ჟინით უჭერს ბიჭი თითებს.
გოგო ციდან ფეხებს ასხმარტალებს, წამებში დაბლა ჩამოდის და ისევ მიწიერი ხდება.
აფრიალდება საქანელა ჰაერში და თეთრი კოჭებიც ცის ცისფერიდან სხვანაირი ჩანს.
აიწონად დაიწონა ჯობდა, ფიქრობს ბიჭი დანანებით და ცდილობს ცას აღარ ახედოს.

понедельник, 25 января 2010 г.

სოფელში . . .

სოფელში ვარ. აქ თოვლია. ვარდიკო ბებიასთან ჩავედი, ცუდად ყოფილა და მაინც პურს აცხობდა. დამჭკნარი,გრძელი თითებით გემრიელად აბრტყელებდა ცომს. მომიარა, ფქვილიან ხელებზე ვაკოცე, აეტირა. მეც ამეტირა, ჩემს სოფელში ვარდიკო ბებია მგონი ყველაზე მოხუცია. ბებიას დაქალი, მის ახალგაზრდობის ფოტოებს რომ ვნახულობ ულმაზესია, უკან გადაწეული თმებითა და მარგალიტა კბილებით. ორი შვილი ყავს მკვდარი, მათი ფოტოები საწოლთან უდევს პატარა მაგიდაზე. დალოცვა იცის, რაღაც თბილი და ასატირებელი. ახალ რამეს რომ შემამჩნევს მზით გაცვითეო მეუბნება. ახლაც მაგიდასთან დამსვა, თან ბეჭებზე მეფერება თან საჭმელს მაძალებს. წამოსვლისას კვახი გამომატანა, დიდი, ყვითელი. აივანზე, როგორც თვითონ იცის თქმა ,,ჩულქში” ჩაყრილი კაკალი, ხახვი და ნიორი უკიდია. კედლის მარჯვენა მხარეს ათიოდე სანტიმეტრზე ცემენტის კედელი მინითაა დაფარული ,,ნოდარი” იკითხება იქ ვარდიკო ბებიას შვილის სახელი, თვითონ დაუწერია და მერე ასე შემოინახა დედამ. ზაფხულზე როცა კი ვარდიკო ბებიასთან გადავალ ხოლმე ის ამ წარწერასთან სულ ახლოს ზის. აქ აჩევს ლობიოს, აქ ნაყავს ქვასანაყით სუნელებს და სტუმრებსაც აქ იღებს. ხილს საერთოდ არ ჭამს სულთმოფენობამდე, შვილებს არ მიუვათ საკურთხზე წადგმული საჭმელიო აბობს. საკურთხზე კოკრებს აკეთებს, პატარა ყველიან მრგვალ ხაჩაპურებს, მარხვაში გულში კაკალს უდებს.

მეფარეეეეეეეე

შენი ხელისგული წვრილი ხაზებით, ჩემს სახეს ისევ ახსოვს.
კარავი მწვანე, თეთრი თოკებით, გონებას შემორჩა.
ისევ თვალწინ მიდგას კოცონის ანთება ქვებით, ასანთი გახსოვს? დაგვეკარგა ქვევით.
შავი თუჯის ქვაბი, დაბლა გამოვართვით ერთ მოსახლეს.
ქვაბიც მოგვცეს და გახსოვს? მეორე დღეს ღვინოც რომ მოგვართვეს?
იმ საღამოს წვიმა ჩამოვიდა კარავში, ჭერად შენ მეფარე.
მერე კი მეფერე, მეფერე, მეფარევ.
ოოოოოოო დიდიხანს იყავი შენ ჩემი მეფარე.
ახლა დაუცველი ვდგავარ, შენად შემიფარეეეეე.

:((

გვირილები ჩამიწენი თმებში.
ყვითელგულა ყვავილები.
ყვითელი ხომ სიძულვილის ნიშანია .
შევცბი.
შენ კი არც კი გინანია, მიმატოვე თქეშში.
მერე არც მე მინანია, მიტოვება შენი,
გვირილები კვლავ აყვავდა, მეც თმა შევიჭერი.
დალალები როგორც გაქრა, ისე გაქრა გრძნობა.
არდა ჩვენს ერთდა ყოფნას არაფერი სჯობდა.

გიტან:)

თითებს აკაკუნებ მაგიდაზე, იცი, არ მიყვარს მაგრამ მაინც.
ლამბაქზე ჩაის ასხამ და ისე ხვრეპ, იცი, არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
ღამით ბამბის პიჟამოებს იცმევ, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
საბანს კუთხიდან შენსკენ ქაჩავ, იცი არ მიყვარს მაგრამ მაინც.
და იზმორებიი გაუთავებლად, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
მკოცნი კისერზე, მალებზე, მხრებზე, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
საბნის ქვეშ ძვრები და იქიდან მაშინებ, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
დილით ვარდისფერ პერანგს იცმევ, იცი, არ მიყვარს, მაგრამ მაინც
მიყვარხარ და გიტან რააააააა

წწწწწწ

ვეწევი სიგარეტს, ცხოვრების მძიმე ჭაპანს და ძირს გადავარდნილ საბანს ზემოთ.
ვეცემი ყინულზე და შენზე:)

აჰა

თუ ცოლ-ქმარი ერთ სულ და ერთ ხორცად იქცევა, მაშინ საქორწილო ხელშეკრულება რაღა საჭიროა. სად გავიგონე არ მახსოვს. ფრაზა კი ჩამეჭედა. სამჯერ მაქვს საქორწილო ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი. აქედან ერთხელ ვიქეცი ერთ სულ ერთხორც. ანუ ჯვარი ერთხელ დავიწერე.
ხელშეკრულება პირველი.
– პირველი იყო და ვნერვიულობდი. ორი ადვოკატი ავიყვანე და ორი ღამე არ მეძინა, რამე არ გამომჩენოდა. მეორე ნახევარი და სარეცელი ვიღას ახსოვდა. საწოლამდე უკვე ნახევრად მძინარე მივდიოდი.მერე გამოვცოცხლდი ხელშეკრულებაში პუნქტი – ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაც შედიოდა. თან ნომერ პირველი ადგილი ეკავა.

მერე კი გადავიტანე ეს პუნქტი მეცხრე ადგილზე, (ახლა არ დაიწყოთ აბა რას თხოვდებოდიო და მორალის კითხვები), მაგრამ ახლა ამ საკითხში დილეტანტი ვიყავი და. რატომღაც ვერ შევეგუე. არადა ის, ისე წესიერად იქცეოდა, არცეთ მუხლს არ არღვევდა. როცა შევეკამათებოდი არასწორად მოიქეცი - მეთქი იღლიაში ამოჩრილ ხელშეკრულებას გადაშლიდა და მაჩუმებდა. მაინც მივაღწიე ჩემსას. ერთ დღესაც დატოვა ჯაგრისი გაურეცხავი და ასე დამრჩა აგარაკი, მისი სამი მანქანა და ყოველწლიურად მისი ბიზნესიდან 65 პროცენტი შემოსავალი.
ხელშეკრულება მეორე
– უკვე გამოცდილი ვიყავი. ისე ჩავაწიკწიკე მუხლები და ჩამოვთვალე ჩემი მოთხოვნები, რომ ადვოკატსაც და მეორე ნახევარს მგონი ახლაც პირები აქვთ ღია დარჩენილი.
მეორე მესარეცლის ადვოკატი ,,კრუტოი” ვიღაც აღმოჩნდა. გამაწამა რა. ყოველ მუხლზე მიკირკიტა. არც მე დავთმე. ჩემი ათივე ძაღლის მოვლა-პატრონობაც ჩავაკვეხე. შაბათ –კვირა დასვენების დღედ ავიღე. შვილის ყოლის შემთხვევაში და შემდგომ გაცილებაში შვილი დედას უნდა დარჩეს. არ იყოს აკრძალვა ჩაცმაზე. ნუ წვრილმანებიც არ გამომრჩა რა. ვინც პირველი მოითხოვდა განქორწინებას უძრავ-მოძრავი ქონების 80 პროცენტი მას რჩებოდა. ბოლოს აქაც გამიმართლა. ნებისყოფა აღმომაჩნდა ურყევი. ერთხელ გაცეცხლდა და პოლიციაც თავზე დავაყენე.
ხელშეკრულება მესამე
- ,,უჟე’’ პროფესიონალ"! ვფიქრობ ჩემთვის და თავი მომაქვს. პირველ დღესვე ვხვდები, რომ ეს სხვაა. არც ხელშეკრულება მაინტერესებს და არც ადვოკატის ჩიჩინი შემდის ყურში, ეს ასე არ ვარგა, შეცვალე, ეს ამოიღე, ეს გადავაკეთოთ. ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. არც აგარაკი მაინტერესებს, არც მისი უძრავ-მოძრავი ქონება. არაფერიიიიიი. შეყვარებული ვარ ყურებამდე. გამოდებილებამდე შეყვარებული. და ეს ,,უჟე პროფესიონალი” ახლა ვზივარ სოფელში, ვზრდი ოთხ შვილს. ვათუხთუხებ ,,ბორშს”, ვზილავ ცომს, ვაცხობ პურს, ვამუშავებ მიწას, უვლი საქონელს. ხელშეკრულებას არც დავხედე და აიიიიიიიიიი. იესეც შენი სიყვარულიიიიიიიი.

пятница, 22 января 2010 г.

ძილო მოდი!

ისევ მეტკინა ზურგი. დღე იყო უაზრო. ჩვეულებრივი და მსგავსი სხვა დღეების.
თეთრი ღამეები დამეწყო, ვერ ვიძინებ.
არც მინდა წამლებს მივეჩვიო.აბებს ისე ვერც ვყლაპავ და:) წყალში ერთი კოვზი თაფლი გახსენი და დალიე, უძილობას შველისო, მირჩიეს და ვსვამ, არ გეტკინა არაფერი. სადაა ძილი:)
თეთრი ღამეები პეტერბურგში:)
თეთრი ღამეები აქ:) არ ვაზუსტებ სად:) მართლა კუ ვარ, ვიმალები ჯავშანში.
,,ასამდე დაითვალე და ჩაგეძინებაო” -მეუბნებოდა ხოლბე ბებია, მაშინ სამადეც ვერ ვაღწევდი:)ახლა ალბათ მილიონ, მილიარდ . . . რაღაცამდე ავალ:)))))))))))

ამშალე ;)

მომინდი . . .
შემახე ხელები.
ამიჩეჩე თმა და გრძნობები.
გავიტრუნე . . .
ლეკვივით ვარ გასუსული, მუცელზე რომ ხელს გაუსმევ და წკმუტუნებს.
ამშალე . . .
წიგნივით კითხვამოწყურებული კაცი, რომ შევარდება ბიბლიოთეკაში ისე.
ამშალე . . .
საწოლივით, გასამზიურებლად რომ გააქვს ბებოს აგვისტოს თვეში გარეთ ისე.
გელოდები, დამალაგეეეეეეეეეეეე!

კუდ ყოფნის მეორე დღე

დღესაც კუ ვარ, ოღონდ კუზში მარტო სევდა მაქვს.
შავი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი.
შავი სევდა ჩემია, რატომ შემხვდა ან სად ვიპოვე , ანდა კიდევ რატომ ვიტვირთე არ ვიცი.
არც ის ვიცი ასე როდის გაშავდა და მოიქუფრა.
ნაცრისფერი სევდა თიკოსია,აი ცოტა თეთრი რომ შერევია და მალე დაუბრუნდება სითეთრეს.
ლურჯი სევდა ყველა სხვა დანარჩენისაა; ობლების, უშვილოების, მიტოვებულების, უსახლკაროების, უგულოების, სიყვარულგამქრალებისა.

четверг, 21 января 2010 г.

ბორჯომი, გაწბილდებით, მაგრამ მაინც:)

ესეც აბასთუმანია

აბა ფოტოებიიიიი

აბა ფოტოებიიიიი

დაპირებულ ფოტოებს ვდებ, ბევრი არაფერია, ბევრი კი არა საერთოდ არაფერია, მაგრამ რახან ვთქვი დავდებ აბასთუმნის შობის ღამისა და ბორჯომის ძველით ახალი წლის ფოტოებს თქო. ხოდა ვდებ!

კუ

მგონია კუ ვარ.
კუზში მაქვს წყალი, პური, სევდა და ვნება.
წყალი, იმისთვის რომ არ გამოვშრე, ცოცვა შევძლო.
პური, არსობისააო და მეც ვიარსებო მინდა, თუმცა არსებობის არსი რაა ვერ მიმხვდარვარ.
სევდა, გამომატანეს, ყველამ თავისი დამაწია გზადაგზა, თუმცა რა დაწევა მინდოდა, ისე ნელა დავბობღავ.
ადგნენ და სევდა შემომტენეს ნაძალადევად. ერთმა; უღმერთოდ დავრჩიო,მეორემ გამრიყესო, მესამემ წყალში შევდიოდიო და დაშრაო. მეოთხემ შვილს ვერ ვიყოლიებო, მეხუთემ ქალებს არ მოვწონვარო, აუუუუუ ახლა თქვენ გტენით არა ამ სევდებს?
ვნება? ქალი ვარ რაღა, დედალი კუ და მინდა რომ მწვავდეს.

среда, 20 января 2010 г.

ჩაი

ცხელი ჩაი, ლამბაქი იისფერი, ლიმონი ლიმნისფერი.
თვალები ყავისფერი, მხარზე სარტყელი მომწვანო.
კოვზი ვერცხლის აუცილებლად, ბებიისეული.
სუფრის საფარი მთლად თეთრი ქათქათა.
შაქარი არ მინდა,
ტკბილი კი მიყვარს, თუმცა ტუჩები, სულ ოდნავ მომლაშო.

ჭადზე მომაგონდა:)

კეცის ჭადი, ჭადზე ჯვარი, გუდის ყველი, ნახშირი და თეთრი ქალი.
ქოხი ხის, კეცი თიხის, ღვინო ქვევრის, შეშა მუხის, იქვე კაცი.
ბევრი კეცი, ნაკვერჩხალი, ბუხარს შეშა ნაღვერდალი.
კაცი ღვინოს ეტანება, ქალი არა, ესღა უნდა! ნასვამია ოღონდ ვნებით.
დაწრწის ქარი, ვნება ფრინავს. კაცსაც გაკრა დიდი ტორი.
კაცი თეთრ ქალს, ქალი ბუხარს, ცეცხლი კანჭებს ეხვევა და ეტმასნება.
ქოხში დამწვრის სუნი დგება. ჭადი კაკლის ფოთოლს იკრავს.
ქალი ფოთლის აცლას ლამობს. კაცი ქალის გახდას ნატრობს.
გუდის ყველი ყვითელია, ქალის მკერდი მთლად ქათქათა,
გადახრისას მთლად ფეთქდება.
ღვინო დოქში ყეყელაობს არვინ არ სვამს.
სწრაფ სიხშირით ფეთქავს გული დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ.

თიკოს ფიქრები

გუშინ შვილი გამომფხიკეს.
დღეს ცარიელი დავდივარ.
გუშინწინ მუცელზე ვერ ვწვებოდი და
ახლა კი ყირაზე გავდივარ.
შიგნით არ ფართხალებს პატარა.
აღარა მახარებს აღარა,
მინდება ტირილი ხმამაღლა, თუმცა კი ჩუმად ვარ.

вторник, 19 января 2010 г.

მპუა

გაკოცე,
მაგარი კოცნა გცოდნიაო გაიოცე.
ამით გამაოცე.
წიწიბურა მოვხარშე და
საჭმელის გაკეთებაც გცოდნიაო?! გაიოცე.
ისევ გამაოცე.
ღამე ვარსკვლავებს ვითვლიდი და მაგის დროაო?! გაიოცე.
ხოდა გამაოცე.
ვგრძნობ, რომ შემიყვარდი, ნეტა როგორ????
ახლა კიიიი, ახლა კიიიიიიი მაგრა გამაოცეეეეე! ! !

შენ

ჩემს ოთახს შენი სუნი ისევ შემორჩენია.
მე კი უშენობა ისევ მკლავს.
აბაზანაში ჯაგრისი დაგრჩენია და
და კიდევ თითქოს შენი საპარსი ქაფის სუნიც დგას.
პერანგიც დაგრჩენია ვარდისფერი, უჯრაში იყო მიკუჭული.
მე კი ჩემი საძინებლის ბნელ კუთხეში ვარ მიყუჟული.
არ მინდა დილა უშენოდ.
და გათენებაც არ მინდა.
ძილიც არ მინდა უშენოდ.
უშენოდ სუნთქვაც არ მინდააა.

აბდაუბდა

მომეხვიე მცივა,
ანწლის ჩაი მინდა.
ბუხარი და ქოხი,
იქ ცხოვრება მინდა.
ზაფხულობით ვკრეფდეთ სამურაბე მოცვს.
ან აღდგომის თვეში ენდროს ვაგროვებდეთ.
სექტემბერში შინდით კალთებს ავივსებდეთ.
ენით ვილოკავდეთ მურაბიან თითებს.
მინდა,
არაყს ვხდიდეთ ერთად.
თივას ვაგროვებდეთ.
ვიძინებდეთ იქვე თივის ბულულებზე.
დილით გაცილებდე თმებზე ჩაწნულ ბალახს.
დიდხანს აგვდიოდეს მზის და მიწის სუნი.
ნისლში დავეძებდეთ ჩვენს თეთრშუბლიან ხბოს.
ალიონზე მინდა ქაფქაფა რძეს სვამდე. მე სუნიც არ მიყვარს.
მინდა მხოლოდ რომ ეს ერთი რამე გვყოფდეს.

მინდააა

თეთრ სილაზე ფეხშიშველა ნაკვალევი ამჩნევია.
ზღვა ღელავს და თოლიები დაბლა ფრენენ.
ეს პლიაჟი იმ ღამეებს მახსენებს და თან მაჟრჟოლებს.
ის სიშიშვლე ახლაც მინდა.
ახლაც მინდა რომ მკოცნიდე.
დამწვარ სხეულს მიგრილებდე მარაოთი.
მე კი შენს თმებს, ჩემი ხელით გიმშრალებდე.
ის დრო მინდა,
ვაგროვებდე კვლავ ნიჟარებს.
ვხარხარებდეთ,
მერე ხელით მიწმინდავდე თეთრი სილით დასვრილ ქუსლებს.
კვლავ გიყვარდე.
კონიაკით, ანდა კიდევ ერთმანეთით დამთვრალები
ვბარბაცებდეთ.
თეთრ სილაზე ფეხშიშველა ნაკვალევი ამჩნევია,
ოღონდ სხვისიიი,
აუუ მინდა ჩემთან იყო და გიყვარდეე.

კამათი

კამათი . . .
კარი გაიკეტა. წავიდა ასეა ყოველთვის,
ყოველთვის ის გარბის.
აღმართზე აირბენს, სულსაც არ მოითქვამს.
ქარი თმას გაუშლის.
ორი დღის შემდეგ კი ნაცნობი აღმართი,
ფიქრი ცინიკური, ანდა კი რას გარბის?

ვერრრრრრრრრ

ჩემთვის მიყვარხარ, არც ისე დიდსულოვანი ვარ რომ გითხრა გაპატიე.

სწპ

საწოლი პატრაა, მაგრამ დიდი ამბიციებს აღვიძებს:)

среда, 13 января 2010 г.

ბორჯომი

ბორჯომში ვარ. წვიმისგან სველი ასფალტიც ამშრალია, სადაა თოვლი:(
,,შარშან კარგი იყო" –ამბობენ გოგოები. შარშან თოვლი იყო მუხებამდე და ამიტომ –ვფიქრობ ჩემთვის.

ქალაქი მკვდარია, ქუჩაში კაცისშვიის ჭაჭანებაა არაა. დაცვის პოლიცია დგას, ისიც ბანკებთან.

ეგრეთწოდებული ,,ნაბერეჟნის '' ტერიტორაც მკვდარია.

მაშხალები და სასროლებიც ვერსად ვიყიდეთ, ყველაფერი დაკეტილია, ნეტავ წამოგვეღოოოოოოოოოო.
12–ზე ზემოთ პარკში ვიქნებით, მომწონს იქ.

,,გამოვა ეს საღამო ყველაზე მაგარი'' –ისმის მუსიკა. კარგი განწყობა მაქვს.

გამგეობა და ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია საახალწლოდაა მორთული. საპირისპირო მხარეს ჩაიკოვსკი გაყინული დგას:)))))))))

თერთმეტს ათი წუთი აკლია. ძველით ახალი წელი უფრო მიყვარს, ალბათ ბავშვობიდან გამომყვა. ბაბუა ხომ ძველით ახალ წელს ითენებდა მუდამ.

მიყვარსსსსს, ახალი წელი და . . .

ბორჯომში მინდოდა ძალიან, ჩამოვედი და:(( ახლა სხვაგან მინდა. იქ. . .
ეეეეეეეეეეე.

დამენძრა მგონი:(( რაღაც დეპრესიის ნიშნები მაქვს.

გავკარი დეპრესიას! ! ! !
თოვლი მინდა, თოვლი დაააააა . . . .

აბასთუმანი ხაბაზთუმანი . . .

გაციებული ვარ, ცხვირშიც მიჭერს და ყელშიც.
ბევრი ვიარე, უფრო სწორად როგორც ბებიაჩემი იტყოდა ვიწანწალე, ხოდა გავცივდი.
ბორჯომში მაინც მივდივარ დღეს, ძველით ახალ წელს იქ უნდა შევხვდე. შარშანაც იქ შევხვვდი. თოვლი არ ყოფილა, მაგრამ მაინც იქ მინდა.აი თოვლი შარშან კი იყო.

თოვლი აბასთუმანშია,დიდი კი არა ისე კოჭებს მაღლა, მაგრამ მაინც თოვლია და და თან შობას უხდება. შობას აბასთუმანში ვიყავი, ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. კარგი იყო, გარეთ ყინავდა, ,,ლურჯად ბრწყინავდა იანვრის ყინვა მთვარეულ შუქზე’’. ეკლესიაში ბიჭების მგალობელთა გუნდმა ,,ალილო’’ სხვადდასხვანაირად იგალობა. კარგი იყო. მე იმდენი მეცვა მეტანიას ძლივს ვაკეთებდი:)) არადა შილიფად ჩაცმა მიყვარს. შარვლის შიგნით კალგოტკას 40 გრადუს ყინვაშივ ვერ ვიცმევ:)) აბასთუმნის სივიცემ როგორ შემაშინა ნეტავ?:)) კურორტი მორთული იყოოოოო, იტირებ:(( დენის ბოძებზე საცოდავად ეკიდა ვერცხლისფერი წვიმები. დაბლა აუზებთან სასტუმროს ეზო ასე თუ ისე რაღაცას გავდა. ბევრი ფული, რომ მქონდეს აქაურობას რას უზამდიიიი. ,,როშა’’ ჩამკვდარია. აქაურობას სეზონზე ჰაი-ჰაი ძლივს ცოცხლობს და ახლა რა იქნება აბა. მაინც მიყვარს აქაურობა. ახლა საბაგიროც უნდა მუშაობდეს, აქ კი ერთი რესტორანი ან კაფეე არა რომ დაჯდე.
აუუუ ცხვირში მაგრამ მიჭერს. წავედი, ჩავიცვა, კამერის სატენი ავიღო და ბორჯომისკენ ჰერი -ჰერიიიიიიიიი. აბასთუმნის და ბორჯომის ფოტოებს დავდებ , ალბათ ხვალ.