среда, 20 января 2010 г.

ჭადზე მომაგონდა:)

კეცის ჭადი, ჭადზე ჯვარი, გუდის ყველი, ნახშირი და თეთრი ქალი.
ქოხი ხის, კეცი თიხის, ღვინო ქვევრის, შეშა მუხის, იქვე კაცი.
ბევრი კეცი, ნაკვერჩხალი, ბუხარს შეშა ნაღვერდალი.
კაცი ღვინოს ეტანება, ქალი არა, ესღა უნდა! ნასვამია ოღონდ ვნებით.
დაწრწის ქარი, ვნება ფრინავს. კაცსაც გაკრა დიდი ტორი.
კაცი თეთრ ქალს, ქალი ბუხარს, ცეცხლი კანჭებს ეხვევა და ეტმასნება.
ქოხში დამწვრის სუნი დგება. ჭადი კაკლის ფოთოლს იკრავს.
ქალი ფოთლის აცლას ლამობს. კაცი ქალის გახდას ნატრობს.
გუდის ყველი ყვითელია, ქალის მკერდი მთლად ქათქათა,
გადახრისას მთლად ფეთქდება.
ღვინო დოქში ყეყელაობს არვინ არ სვამს.
სწრაფ სიხშირით ფეთქავს გული დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ-დგაფ.

Комментариев нет: