вторник, 19 января 2010 г.

მინდააა

თეთრ სილაზე ფეხშიშველა ნაკვალევი ამჩნევია.
ზღვა ღელავს და თოლიები დაბლა ფრენენ.
ეს პლიაჟი იმ ღამეებს მახსენებს და თან მაჟრჟოლებს.
ის სიშიშვლე ახლაც მინდა.
ახლაც მინდა რომ მკოცნიდე.
დამწვარ სხეულს მიგრილებდე მარაოთი.
მე კი შენს თმებს, ჩემი ხელით გიმშრალებდე.
ის დრო მინდა,
ვაგროვებდე კვლავ ნიჟარებს.
ვხარხარებდეთ,
მერე ხელით მიწმინდავდე თეთრი სილით დასვრილ ქუსლებს.
კვლავ გიყვარდე.
კონიაკით, ანდა კიდევ ერთმანეთით დამთვრალები
ვბარბაცებდეთ.
თეთრ სილაზე ფეხშიშველა ნაკვალევი ამჩნევია,
ოღონდ სხვისიიი,
აუუ მინდა ჩემთან იყო და გიყვარდეე.

1 комментарий:

Анонимный комментирует...

-გამაოცე გენაცვალე,
გამაოცე...
-მიდა კიდევ გაგაოცოს
ერთმა ღამემ.
ერთმა სითბომ, ერთმა რამემ...
-რამემო? და
გ ა მ ა ო ც ე.

ტიკო