вторник, 19 января 2010 г.

აბდაუბდა

მომეხვიე მცივა,
ანწლის ჩაი მინდა.
ბუხარი და ქოხი,
იქ ცხოვრება მინდა.
ზაფხულობით ვკრეფდეთ სამურაბე მოცვს.
ან აღდგომის თვეში ენდროს ვაგროვებდეთ.
სექტემბერში შინდით კალთებს ავივსებდეთ.
ენით ვილოკავდეთ მურაბიან თითებს.
მინდა,
არაყს ვხდიდეთ ერთად.
თივას ვაგროვებდეთ.
ვიძინებდეთ იქვე თივის ბულულებზე.
დილით გაცილებდე თმებზე ჩაწნულ ბალახს.
დიდხანს აგვდიოდეს მზის და მიწის სუნი.
ნისლში დავეძებდეთ ჩვენს თეთრშუბლიან ხბოს.
ალიონზე მინდა ქაფქაფა რძეს სვამდე. მე სუნიც არ მიყვარს.
მინდა მხოლოდ რომ ეს ერთი რამე გვყოფდეს.

3 комментария:

ნინო комментирует...

მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ცვარი შლიდეს... აი, ეს გამახსენა და კიდევ ბევრი რამ.... გაიხარე

Lasharela комментирует...

აქ რა ამბები ყოფილა და მე სად ვიყავი? :)

matasi комментирует...
Этот комментарий был удален автором.