понедельник, 30 июля 2012 г.

ბუხტარ -ბუხტარ

დავიწყოთ?
მომყევი!!!
ბუხტარ, ბუხტარ, ბუხტარ მე, ამერ, კამერ, კუმარე, ინკლი, ბინკლი, კამაცინკლი, ვიშლაძე, ვისი ხელი გინდა შენ ამოირჩიე.
მე შენი ხელი მინდა,გაშლილი ხელისგული ბალიშად დადებული.
მაცოფებს სიშორე, ჩვენს შორის გადებული.
რა უყო ამ ლტოლვას გაჩენილს შენდამი.
რა უყო ურცხვ ფიქრებს თავ-გზას, რომ მიბნევენ.
რა უყო ამ ვნებას, გაყურსულს ფეხებთან, ნელ-ნელა მოდის და მოიწევს მკერდისკენ.
არ მინდა სიშიშვლე იმ სხვასთან, მინდა რომ ამ შიშველს მხოლოდ შენ მხედავდე.
არ მინდა ჭრიალი საწოლის თუ შენ არ ამძიმებ.
არ მინდა გრძელი თმა შენ თუ არ დამიშლი.
არ მინდა ჩაის სმა, მარტოს და მოწყენილს.
მინდა, რომ შენ იყო ჩემი დღის პატრონი.

пятница, 20 июля 2012 г.

იწილო-ბიწილო

გუშინ უარი ვთქვი. ფუ! რა დაწყებაა!! ორწლიან ურთიერთობაზე უარი ვთქვი და უთხარი - მორჩა -თქო, არადა ეს შაბათ-კვირა ბორჯომში უნდა გავეტარებინა. ორი თვეა ვგეგმავთ. გუშინ საღამოს კი კარგად იყავი-მეთქი. ჯერ ხუმრობა ეგონა, მერე გაუკვირდა. არაა ისეთი რამე დამაძალოს, შენი ნებაოო, მაგრამ მაინც კარგა ხანს ჩამეძია მეთქვა ერთ დღეში რა შეიცვალა.

четверг, 12 июля 2012 г.

უბრალოდ

უბრალოდ,
მინდა, რომ მოხვიდე.
უბრალოდ, მინდა, რომ გინდოდე.
უბრალოდ,
მინდა, რომ გხედავდე დღისით და ღამით, მთაში და ბარში, ჩაცმულს და შიშველს, მძინარეს, მყვირალს, ვნებიანს და მშვიდს.
უბრალოდ,
მინდა მიმიღო ვინც ვარ.
უბრალოდ,
ზურგთან გვრძნობდე შენს სუნთქვას, ხმამაღალ ხვრინვას:)
უბრალოდ, მოდი!

среда, 11 июля 2012 г.

ეკაბენა

ჩემი მკერდი, შენი ენა.
ეკაბენა - ბავშვობაში ვთამაშობდით სილაზე და არ გვინდოდა დაძინება.
შენი თმა და ჩემი ხელი.
ყელი, ხალი - ყავისფერი.
გლუვი ზურგი, ხერხემალი.
აითქვიფა ერთმანეთში.
ითამაშე ჩემს მალებზე.
არ წახვიდე აქედან შორს.
აგისრულებ ყველა სურვილს.
შეგისრულებ რასაც კი მთხოვ.
არ აგიშლი დალაგებულ საწოლს.
არ ჩავიცმევ შენს ვარდისფერ პერანგს.
არ დაგილევ ჩაციებულ ლუდს და არ გამოვრთავ ფეხბურთის დროს დენსაც.
აგიშლი ვბენებს და არა ნერვებს.
დაგითვლი ხალებს.
დაგიცხობ ჭადებს, პატარებს, მრგვალებს, ან სულაც კეცზე კაკლის ფოთლიანს.
საღამოს ხის ქვეშ დავჯდებით ორნი, ბალიშად შენი მუცელიც მაწყობს.
ჩამოდი!!! გაწყობს?:)

вторник, 3 июля 2012 г.

ВИРТУАЛЬНО

მე და შენ შორიდან ვერთობით ერთურთით.
შორიდან ლოკავ და
იგრილებ შენს ვნებებს. მე კიდე არ მომწონს ეგ შენი მუცელი, თუმცა შენც არც ჩემი მუცელი გაგიჟებს.
არ არის ბრტყელი და მიკრული მთლად ძვლებზე, არც მთლად ფეხებია გრძელი და შხვართალა,
თუმცა კი მინდიხარ,
შენ კიდევ მიდიხარ,
მიდიხარ მკერდისკენ ჯიქურად, განცხრომით.
ურცხვად და მაგიჟებ.
მე და შენ შორიდან ვერთობით ერთურთით.
საკინძეს მიხსნი და არც ითვლი ჭრელ ღილებს.
შენი მაისური მუცელთან წარწერით ფეხთან მებლანდება,
დაწვდი და აიღე.
მოდი და გაგიღებ ამ კარებს ჩარაზულს, ჟანგიანს ურდულით.
ზღვა ისევ აქაფდა, იწვიმებს მე მგონი.
ტუჩები კვლავ გრძნობენ მომლაშო სისველეს.