Показаны сообщения с ярлыком გიჟმაჟობანი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком გიჟმაჟობანი. Показать все сообщения

вторник, 7 июня 2011 г.

საყურე+ბოტასი=კარგ განწყობას

სახლი - დილით წესიერად ვერ მოვემზადე, ჩაიც ვერ დავლიე, არდა რამდენიმენაირი ჩაი მაქვს აზერბაიჯანში ვიყიდე თავის დასაყენებელი ჭიქით. დამაგვიანდა და გამოვარდი სამსახურში.
სამსახური - უფროსმა სამუშაოს გრძელვადიანი გეგმა წარმოადგინეო და გამწარებული ვეცი კომპიუტერს. ზურგი, რომ მეტკინა მივხვდი უნდა ავმდგარიყავი. გეგმაც გავაკეთე და მიუტანე ,,შეფს", სტატიაც გავსწორე და დავდე, ფოტოებიც ავარჩიე და ეგეც დავდე. ვალმოხდილი ავდექი და სამი საათისთვის დაღლილ-გასავათებულ -უხასიათოდ ქალაქში გავედი.
ქალაქი - ცხელა აუტანლად, შავები მაცვია, არადა მგონი ერთ-ერთი ჭრელად ჩამცმელი ვარ ამ ქალაქში. ხელფასი ახალი აღებული მაქვს, ხოდაა თავს უფლება მივეცი და მინანქრის მაღაზიაში შევიარეე, ვერცხლის საყურე მომეწონა ფასიც ნორმალური ქონდა და ვიყიდე. ყვითელი, ოთკუთხედი თეფშებიც მომეწონაა ძაან, მაგრამ არ მიქალია. ბოტასებიც ვიყიდე, ცოტა არანორმალურ ფასად, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძელი. ,,ბარამბოს" არც თუ გემრიელი ძაან მარგარინიანი ნაყინიც ავლოკე და გონებაც გამომიკეთდა.


четверг, 24 июня 2010 г.

! ! ! კი?:!

შევძლებ?! გამომივა?! გულწრფელი ვიქნები?! არ მოვიტყუები?! თხემით ტერფიდან აღმომხდება?! გაჩუმებას ვეღარ შევძლებ?! ვიტყვი კი?! ამოვთქვამ როდესმე? !

შენ ყველა კაცი გადამავიწყე!! ! !

среда, 2 июня 2010 г.

ფუუუ!
დამპალი კომბოსტოს სუნი მცემს, აქაურობას უნდა გავასწრო.
გიტოვებთ ამ ლექსს.

вторник, 9 марта 2010 г.

გაზაფხულია მაშინ, როცა გაიხდის კაბას
ტუჩალეწილი ალუბალი
და მიხვდი აბა -
ცაცხვის ყვავილთან
რატომ ცეკვავს მთვრალი ფუტკარი
აბა მიდი და - გიჟი ხარო, აბა უთხარი.
გაზაფხულია,
თუ გიყვავის ხმაში იები
გზას არ გითმობენ ნაგიჟარი აკაციები.
გაზაფხულია, თუკი მკერდზე გასკდება კაბა
თუ შენს ტუჩებზე ნექტრად ჟონავს ველური ხსენი.
გაზაფხულია, აპრილია, რა არი აბა,
ალუბალივით ბოლო ღილი თუ შეიხსენი

ეს ლექსი აქ ვიპოვე

ქუჩაში, ფურცლებიდან

ბნელა. მუსიკა გულისგამაწვრილებელი. ყავა უგემური, მოვსვი და დავდე. ჩაი არ აქვთ. წამოსვლა მინდა. რაღაც თეთრი ყვავივით ვარ. არც ვცეკვავ, არც ვსვამ. არც მუსიკაა არ ვარგა არაფრად და ყავა ხომ საერთოდ. ღამის სამი საათია. რატომ ვზივარ აქ და სახლში არ მივდივარ არ ვიცი. სკამზე ვარ მიკრული. იცეკვე რა, ყურზე ტუჩს მადებს ვიღაც და ხმამაღლა ჩამყვირის. მიდი და ეცეკვე ახლა ასეთს. ავიმრიზე, თუმცა მაინც ავდექი. ვცეკვავთ. მუსიკა დამთავრდა, მეორე დაიწყო, მესამეც, ისევ ვცეკვავთ. მიყვარს ცეკვა და რა ვქნა! პარტნიორი მოქნილია, ფეხებსაც კარგად ამოძრავებს და ხელებსაც ჩემს უკანალზე, არ უშლი. უფრო თამამობს. მაღალია, სახეს ვერ ვხედავ, გვარიანად ბნელა. არც მინდა სინათლე. რაღაცას მეუბნება და სახეს ისე ახლოს მოაქვს თავს გვერდზე ვაბრუნებ. ვჯდებით, ალაგ-ალაგ ნათურა აინთო. კონიაკს ვსვამთ, რაღაც კარგია, თან კარგად მიდის. ვიცეკვოთ, მესმის ისევ. ესეც ცეკვის გიჟი, ვფიქრობ და ვდგები, გზა და გზა ისევ კონიაკს ვწრუპავ, ვიღაცის მაგიდაზე ცარიელ ჭიქას ვტოვებ და ვცეკვავთ. გათამამებული კი არა უკვე ჩემს სხეულს მოშინაურებული პარტნიორი მთლიანად მეკვვრის. რაც მართალი, მართალი კარგად ცეკვავს. ვსვამთ და ვცეკვავთ. ვცეკვავთ და ვსვამთ. შემდეგ მახსოვს ჩურჩული –წავიდეთ. გარეთ გამოსვლა, გაუთავებელი კიბის საფეხურები. დედამიწის გამალებული ტრიალი. ჩემს ირგვლის უსწრაფესად მოძრავი საგნები და საწოლი, რომელსაც რამდენჯერად მიუახლოვდი, იმდენჯერ გამექცა. მოცეკვავე დამეხმარა, მახსოვს ჩექმის გახდა და მეტი არაფერი. დილაა – განძრევის მეშინია. თვალების გახელისაც. უკანა მხრიდან ფშვინვა მესმის და სულო ცოდვილო პირველი რასაც ვფიქრობ ესაა ნეტავ სიმპატიურია? თანაბრად ხვრინავს, ნელა ვდგები, ტანზე ვიცმევ, ბევრს არაფერს ჩექმა, კაბა (დანარჩენი ყველაფერი დაუტოვე სამახსოვროდ:) ) და გამოვდივარ. სახეზე არ შევხედე. ვაითუ საზიზღარი ვინმე იყო და თავი არ ავიტკიე.

вторник, 19 января 2010 г.

მპუა

გაკოცე,
მაგარი კოცნა გცოდნიაო გაიოცე.
ამით გამაოცე.
წიწიბურა მოვხარშე და
საჭმელის გაკეთებაც გცოდნიაო?! გაიოცე.
ისევ გამაოცე.
ღამე ვარსკვლავებს ვითვლიდი და მაგის დროაო?! გაიოცე.
ხოდა გამაოცე.
ვგრძნობ, რომ შემიყვარდი, ნეტა როგორ????
ახლა კიიიი, ახლა კიიიიიიი მაგრა გამაოცეეეეე! ! !

შენ

ჩემს ოთახს შენი სუნი ისევ შემორჩენია.
მე კი უშენობა ისევ მკლავს.
აბაზანაში ჯაგრისი დაგრჩენია და
და კიდევ თითქოს შენი საპარსი ქაფის სუნიც დგას.
პერანგიც დაგრჩენია ვარდისფერი, უჯრაში იყო მიკუჭული.
მე კი ჩემი საძინებლის ბნელ კუთხეში ვარ მიყუჟული.
არ მინდა დილა უშენოდ.
და გათენებაც არ მინდა.
ძილიც არ მინდა უშენოდ.
უშენოდ სუნთქვაც არ მინდააა.

აბდაუბდა

მომეხვიე მცივა,
ანწლის ჩაი მინდა.
ბუხარი და ქოხი,
იქ ცხოვრება მინდა.
ზაფხულობით ვკრეფდეთ სამურაბე მოცვს.
ან აღდგომის თვეში ენდროს ვაგროვებდეთ.
სექტემბერში შინდით კალთებს ავივსებდეთ.
ენით ვილოკავდეთ მურაბიან თითებს.
მინდა,
არაყს ვხდიდეთ ერთად.
თივას ვაგროვებდეთ.
ვიძინებდეთ იქვე თივის ბულულებზე.
დილით გაცილებდე თმებზე ჩაწნულ ბალახს.
დიდხანს აგვდიოდეს მზის და მიწის სუნი.
ნისლში დავეძებდეთ ჩვენს თეთრშუბლიან ხბოს.
ალიონზე მინდა ქაფქაფა რძეს სვამდე. მე სუნიც არ მიყვარს.
მინდა მხოლოდ რომ ეს ერთი რამე გვყოფდეს.

მინდააა

თეთრ სილაზე ფეხშიშველა ნაკვალევი ამჩნევია.
ზღვა ღელავს და თოლიები დაბლა ფრენენ.
ეს პლიაჟი იმ ღამეებს მახსენებს და თან მაჟრჟოლებს.
ის სიშიშვლე ახლაც მინდა.
ახლაც მინდა რომ მკოცნიდე.
დამწვარ სხეულს მიგრილებდე მარაოთი.
მე კი შენს თმებს, ჩემი ხელით გიმშრალებდე.
ის დრო მინდა,
ვაგროვებდე კვლავ ნიჟარებს.
ვხარხარებდეთ,
მერე ხელით მიწმინდავდე თეთრი სილით დასვრილ ქუსლებს.
კვლავ გიყვარდე.
კონიაკით, ანდა კიდევ ერთმანეთით დამთვრალები
ვბარბაცებდეთ.
თეთრ სილაზე ფეხშიშველა ნაკვალევი ამჩნევია,
ოღონდ სხვისიიი,
აუუ მინდა ჩემთან იყო და გიყვარდეე.