вторник, 9 марта 2010 г.

ქუჩაში, ფურცლებიდან

ბნელა. მუსიკა გულისგამაწვრილებელი. ყავა უგემური, მოვსვი და დავდე. ჩაი არ აქვთ. წამოსვლა მინდა. რაღაც თეთრი ყვავივით ვარ. არც ვცეკვავ, არც ვსვამ. არც მუსიკაა არ ვარგა არაფრად და ყავა ხომ საერთოდ. ღამის სამი საათია. რატომ ვზივარ აქ და სახლში არ მივდივარ არ ვიცი. სკამზე ვარ მიკრული. იცეკვე რა, ყურზე ტუჩს მადებს ვიღაც და ხმამაღლა ჩამყვირის. მიდი და ეცეკვე ახლა ასეთს. ავიმრიზე, თუმცა მაინც ავდექი. ვცეკვავთ. მუსიკა დამთავრდა, მეორე დაიწყო, მესამეც, ისევ ვცეკვავთ. მიყვარს ცეკვა და რა ვქნა! პარტნიორი მოქნილია, ფეხებსაც კარგად ამოძრავებს და ხელებსაც ჩემს უკანალზე, არ უშლი. უფრო თამამობს. მაღალია, სახეს ვერ ვხედავ, გვარიანად ბნელა. არც მინდა სინათლე. რაღაცას მეუბნება და სახეს ისე ახლოს მოაქვს თავს გვერდზე ვაბრუნებ. ვჯდებით, ალაგ-ალაგ ნათურა აინთო. კონიაკს ვსვამთ, რაღაც კარგია, თან კარგად მიდის. ვიცეკვოთ, მესმის ისევ. ესეც ცეკვის გიჟი, ვფიქრობ და ვდგები, გზა და გზა ისევ კონიაკს ვწრუპავ, ვიღაცის მაგიდაზე ცარიელ ჭიქას ვტოვებ და ვცეკვავთ. გათამამებული კი არა უკვე ჩემს სხეულს მოშინაურებული პარტნიორი მთლიანად მეკვვრის. რაც მართალი, მართალი კარგად ცეკვავს. ვსვამთ და ვცეკვავთ. ვცეკვავთ და ვსვამთ. შემდეგ მახსოვს ჩურჩული –წავიდეთ. გარეთ გამოსვლა, გაუთავებელი კიბის საფეხურები. დედამიწის გამალებული ტრიალი. ჩემს ირგვლის უსწრაფესად მოძრავი საგნები და საწოლი, რომელსაც რამდენჯერად მიუახლოვდი, იმდენჯერ გამექცა. მოცეკვავე დამეხმარა, მახსოვს ჩექმის გახდა და მეტი არაფერი. დილაა – განძრევის მეშინია. თვალების გახელისაც. უკანა მხრიდან ფშვინვა მესმის და სულო ცოდვილო პირველი რასაც ვფიქრობ ესაა ნეტავ სიმპატიურია? თანაბრად ხვრინავს, ნელა ვდგები, ტანზე ვიცმევ, ბევრს არაფერს ჩექმა, კაბა (დანარჩენი ყველაფერი დაუტოვე სამახსოვროდ:) ) და გამოვდივარ. სახეზე არ შევხედე. ვაითუ საზიზღარი ვინმე იყო და თავი არ ავიტკიე.

8 комментариев:

ნინო комментирует...

ეეეე! უნდა დაგეხედა რა! როგორ მოითმინე?)) მე ვერ მოვითმენდი

matasi комментирует...
Этот комментарий был удален автором.
ნინო комментирует...

ეეეეეეე! უნდა დაგეხედააააააააააააააააააააააა

matasi комментирует...

აწი გავითვალისწინებ და დავხედავ, დეტალ-დეტალ შევისწავლი და მოგიყვები:))

Анонимный комментирует...

ar ginda rom gaimeoro igive?:)) me gpatijeb ....

Анонимный комментирует...

როგორც ყოველთვის მაგარიაააა......აუუ მაგრად მაინტერესებს რა დაუტოვე სამახსოვროდ????????????????

matasi комментирует...

კაბა ავიღე, ფეხსაცმელიც და რა დარჩა? ის დაუტოვე სამახსოვროდ:)

leliani комментирует...

კაბა და ფეხსაცმელი მაინც თუ გამოიყოლე, ეგეც რამეა;)
ეგ სამახსოვროდ დატოვებული და მითვისებული ნივთებია რომ გამინახევრა გარდერობი:))))