четверг, 4 марта 2010 г.

ორნახადი ჭაჭის არაყის ისტორია

კაპ -კაპ -კაპ წვეთავს მინის ბოცაში არაყი და ირგვლივ რაღაცნაირი სუნი დგას, მოხარშული ჭაჭის. ბაბუამ ადიელა გამომიტანა მსხლის ძირში გამიფინა და ვზივარ. არაყს ყოველთვის აქ ხდის, სახლის წინა მხარეს, ამიტომაც ყველა გამვლელ-გამომვლელი შემოდის და თბილ არაყს სვამს. ,,ოჯახს სიტკბო”, -იტყვიან და გადაკრავენ.,,მაგარ არაყს ხდი შოთა” -აქებენ ბაბუას და მხრებზე ხელებს უბარტყუნებენ. არაყს მეც ვსვამ. ბებიას და დედას ჩუმად. ,,წამალია ეს ბაბუ” - მითხრა ბაბუამ და მეც გადავკარი. ცეცხლი მომეკიდა მუცელში, ,,გაგივლის” - დამამშვიდა მაშინ ბაბუამ.

არყის სახდელ ჭურჭელს ახლა სარდაფში ვეღარ ვპოულობ,ვეძებ, რად მინდა , მაგრამ მაინც.
დიდმუცელა თავსახური, რომელშიც ორთქლი ტრიალებს და რაც უწყობს ხელს არაყის გამოხდას სპილენძის იყო. ,,გააყოლა ხელს ეტყობა ვინმემ”, - მითხრა მეზობელმა. ბაბუა ამაზე არაფერს იტყოდა, ხოდა მეც არაფერს ვამბობ. ახლა მისი შვილიშვილი კონიაკს ეტანება:)
თუმცა ბაბუას მიერ მსხლის ძირში, მიწაში ჩაფლული არაყის ბოცა მისივე გაკეთებული წარწერით - ,,გაიხსნას მართას ქორწილზე” ისევ იქაა.

მენატრება; ბაბუ, ეზოში დატრიალებული მოხარშული ჭაჭის სუნი, თბილი არაყი,ხმელი ტოტების ტკაცა-ტკუცი, იქაურობა მენატრებაააააა!

2 комментария:

Анонимный комментирует...

ნელ-ნელა გხედავ, შენს პროფილს წერ:)

Анонимный комментирует...

ბავშვობა მეც გამახსენდა, მატასი ჩაიდანი რომ დაშრება შენი ნოველლის კითხვაში ე. ი მაგარიააააააააააააააააააა