понедельник, 20 декабря 2010 г.

ბასასოს

შენს გამო ცალი ხელით ვშლი საწოლს.
შენს გამო ცალი ხელით ვხეხავ სტაფილოს, ვაშლს, კომბოსტოს,
მეორე ხელში შენ ფართხალებ და ჰაერში ფეხებს ასხმარტალებ.
შენს გამო ღამის ოთხ საათზეც მუსიკას ვუსმენთ და თმებს საერთოდ ვეღარ ვივარცხნი.
შენს გამო გულაღმა წოლას მივეჩვიე, რადგან მხოლოდ მუცელზე ყუჩდები. მკერდზე თავს მადებ და იძინებ.
შენს გამო გაზზე მუდამ გადმომდის საჭმელი, მერე ორივე ერთად ვწმინდავთ, შენ ჩემს თეძოზე მოკალათებული პირღია და მე ლაქასთან მებრძოლი.

შენს გამო ერთია უკვე დღეც და ღამეც, ხან როდის იძინებ ხან როდის.
შენს გამო აღარ მაქვს მობილური, იმდენჯერ დააგდე, გაფუჭდა.
შენს გამო მაცვია წითელი საღამური, გიჟდები ამ ფერზე. თვალებს აფაფხულებ და ჭყლოპინებ მთელი წუთი.
შენს გამო ვისწავლე იდაყვით წყლის ტემპერატურის გასინჯვა, თერმომეტრის ერთი ჩამოქნევით 36 გრადუსზე დაყვანა.

შენს გამო დიდი, გრძელი ნაკერი მაქვს მუცელზე,
მერე მოგიყვები, როცა გაიზრდები ამას.
შენს გამო სტრიები გამიჩნდა თეძოზე, ძუძუზე.
შენს გამო ვერ ვიკრავ პიჯაკებს, ვერ ვიცმევ ,,მაიკებს”.
შენს გამო დღეში ორ ლიტრამდე რძიანი ჩაის დალევა მიწევს.

ჯერ შვიდი თვის ხარ, წინ კიდევ ბევრი ,,შენს გამო” გველოდება მე და შენ.

ოღონდ ახლა დამაძინე რაა.

четверг, 11 ноября 2010 г.

აბლაალბა

ვიგრძენი,
ჭიპს დაბლა ჩვენი ბლანტი სითხის ნაყოფი მწიფდებოდა.
ფეხებგაშლილი ვწევარ. ერთ-ერთი ფეხებისგაშლის დროს მიღებულ სიამოვნებას საშოდან მგლეჯენ.
არ ვიცი ვინ არის, გოგოა? ან იქნებ შენსავით შუბლზე თმა ალოკილი ბიჭი.
არ ვფიქრობ ამაზე.
რკინა გაწკრიალდა ალუმინის ჭურჭელზე. დამთავრდა.
ფეხები გამეყინა, კალგოტკა გამხადეს შემოსვლისას და ნასკები არ გაქვს, ვერ წამოიღეო დამტუქსა ექთანმა.
ბებოს, სიკვდილის ბოლო დღეებში ჩემი შალის წინდები ხელიდან არ გაუშვია, სამშობიაროში შენს დაბადებას ორი დღე ველოდით და მაშინ მოვქსოვე ნერვიულობისასო, გნახე თუ არა ჩაგაცვიო, მითხრა მერე.
ახლა წელს ქვემოთ შიშველი ვწვარ. 15 წუთი არ ადგეო მითხრა ექიმმა. ფეხები რაღაც გაყინულ რკინაზე მიდევს და სილურჯეში წასულ ჩემს ფეხის თითებს ვუყურებ.
გაგიტკბა რაღაც, ადექი! მესმის ექთნის ხმა და ვდგები. აწი იცოდე, რომ ,,ნასკები"  უნდას წამოიღო დამაწია უკნიდან.

среда, 27 октября 2010 г.

კვერცხობანა

,,კვერცხია რაა" – ჩაიბუტბუტა, როგორც იცის ხოლმე, ბამბის მაისური მუცლისკენ ჩაიქაჩა, ბალიში ძირს გადმოაგდო, გულაღმა დაწვა და თვალები დახუჭა.

მინდა, მუცელზე დავადო თავი და ისე დავიძინო.

მიყვარს, როცა ჩემი თავი მისი მუცლის შეკუმშვის რიტმზე ადი –ჩადის.

მიყვარს, როცა მარჯვენა ყურთან, მისი მუცლის შიგნითა ხმაური მიფხაჭუნებს. მარჯვენა ყურზე კი მას უდევს ხელი, რადგან ყურებზე თუ არაფერი მახურავს ვერ ვიძინებ.

ახლა კი მისგან შორს ვარ. ეს უბრალოდ წარმოვიდგინე თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები მის შემდეგ, როცა ტელეფონზე დაურეკე, აბდაუბდა ველაპარაკე და ბოლოს უეცრად გაუთიშე. ან, დაიწყეთ კითხვა ამ ბოლო აბზაციდან შემდეგ გადადით პირველ წინადადებაზე. ,,კვერცხი " მე ვარ ანუ:)))

среда, 20 октября 2010 г.

მთვარეეეეეეე

შიშველი ვიწექი, მთვარე თავზე მადგა და მიყურებდა. ცაზე დაგლეჯილი ბამბასავით ეყარა თეთრი ღრუბლები. სილა თბილი იყო. ჩამთვლიმა, ამიტომაც წამოვდექი და შევცურე. ტალღებმა უკან გამომაგდეს, ისევ შევედი.ზემოდან ავტივტივდი.

მთვარის არ მცხვენოდა, საერთოდ, არც არასდროს შემრცხვენია სიშიშვლის. ასეთი დავიბადე, არა! ურცხვი კი არა, შ ი შ ვ ე ლ ი:)

მთვარე მერე და მერე უფრო გათამამდა, მთლად თავზე წამომადგა. ზღვა შავი იყო, სულ შავი. შავი და ლივლივა, მშვიდი ჩემგან განსხვავებით. დიდთავა მთვარე უკვე ჩემს მუცელზე დაცოცავდა.

ნაპირიდან ხმა მომესმა. შორს ვიყავი, არ ვჩანდი. ბიჭები იყვნენ. დასხდნენ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს. სანამ არ წავიდოდნენ ვერ გამოვიდოდი, ხოდა ტივტივი განვაგრძე. მათ ხმამაღალი ლაპარაკი.
წასვლას არ აპირებდნენ. მერე ერთმანეთისკენ მიიწიეს და ერთმანეთს მოეფერნენ. აღარ ლაპარაკობდნენ. ნაპირისკენ გამოვცურე. წყლის ხმაზე სილიდან ორივემ ერთდროულად ასწია თავი. გაუღიმე და მათ შორიახლო დაყრილ ჩემს ტანსაცმელს დავწვდი. გზადაგზა გადავიცვი. მთვარე უკვე ზურგზე ამაბობღდა:)

пятница, 1 октября 2010 г.

ანაბეჭდი

მდუღარე წყალი ხელებზე გადავისხი, მერე თეთრ სუფრაზე დავაწყე დამწვარი ხელები, თითებმა მაგიდაზე უცნაური ანაბეჭდი დატოვა. ავდექი და წამოვედი.
არც ფეხზე ჩამიცვამს, არც თმები შემიკრავს,გარეთ ხეს გამოვედე. ბღუჯა თმა შევატოვე ტოტებს.
გამოვრბოდი.
მერე ფერადი სიზმრები ვნახე, ხის ძირში ჩაძინებულმა.ბეჭზე ხის ღრმა ანაბეჭდი დამრჩა. დამწვარი თითები მოვისვი.
გამოვრბოდი.
აღმართი იყო, შიშველი ფეხი სრიალებდა. ქუსლებიდან სისხლი წამომივიდა, თითებიდან ტალახი. შავი მიწა სისხლმა უფრო გაამუქა.უკან სისხლიან ანაბეჭდს ვტოვებდი.
შენ გგავდი.

понедельник, 20 сентября 2010 г.

გამოუშვით


ხომ გქონიათ მომენტები როცა გაფრენა გინდათ.
როცა სამსახურში ზიხარ, უფროსი ყურში რაღაცას ჩაგყვირის, შენ კი ამ დროს, სხვაგან ხარ, ცას ეხები. ღიმილიანი სახე გაქვს და ხარ შენს ნაჭუჭში გემრიელად. რატომ ვიმალებით ადამიანები? რატომ არ ვყვირივართ როცა გვინდა, ასკინკილით რატომ არ ჩავირბენთ ქუჩებს და გუბეს რატომ არ ვახტებით. ბევრი რატომ მაქვს კიდევ და ამოვთქვამ ნელ-ნელა.

пятница, 17 сентября 2010 г.

Rachmaninoff plays Rachmaninoff - Elegie . ენკი... ბენკი... სიკლი... სა…


კოტე კაკიტაძე გარდაიცვალა! ჩემი ბლოგის მკითხველი, ჩემი ლექსების წუნმდებელი. მუდმივად შენიშვნებს მაძლევდა. მავსებდა. ბევრი თბილი საუბრები მახსენდება ახლა.

ენკი... ბენკი... სიკლი... სა…

სანამ მოგისაკლისე

შენი გრძელი ნაწნავი,

უკვე სხვამ მიითვისა,

სხვა ეხვია მკლავზე....

დედო ქვასთან ისევ წუხს

შენი ბაფთის ნახევი...

სხვა სამალი იპოვნე,

სხვის შეძახილს აჰყევი.

ნეტავ როდის დავითვლი,

საბოლოოდ, უთვალავს,

თითებშუა მომზირალს

ვინმეს გადაუთვალავს

გაქცეული სიყრმე და

ცასმიკრული თვალები,

შავხუჭუჭა ქოჩორი,

სხვისას ნანაცვალები?

ყურში ისევ ჩამესმის

ენკი... ბენკი... სიკლი... სა...

ამ ფოტოზე არ ჩანხარ,

მზერამ მოგისაკლისა.

შეშინება დაეტყო

დაწვრილებულ კვირისთავს...

მე არ მჯერა, რაც ჭორმა

ჩუმად ჩააგვირისტა.

ენკი... ბენკი... სიკლი... სა...

ენკი... ბენკი... სიკლი... სა!

კოტე კაკიტაძე

Reisenberg plays Rachmaninoff Prelude op.3 no.2

вторник, 14 сентября 2010 г.

понедельник, 13 сентября 2010 г.

ლივლივი, ,,ჩემი სახლები” და სურვილი მეწერებოდეს:)

კარგა ხანია უკვე აღარ მეწერება და არ ვიცი რატომ, ამიტომაც, ფოტოებით მაინც მოგიტყუებთ:) აი, ასეთი სახლი მინდა მქონდეს, რამდენიმე ვარიანტი ამოვარჩიე და თქვენც ნახეთ.

ჩემი მუზი, როცა მოვა, მერე იქნება და დავწერო რამე.
ხოდა, ვიყოთ ახლა, მე მუზის, სხვა, კაი ბლოგერების პოსტების, აუზიანი სახლისა და ლივლივის მოლოდინში. ცუდია, სიცივეები მოდის, არა ჩემი სეზონი, ჩაცმა-დახურვისა და ქუდ-ქურთუკების დრო:( თბილ ქვეყნებში უნდა გავფრინდე!







четверг, 2 сентября 2010 г.

ქეთის საჩუქარი


ეს ფოტო ქეთიმ ( გვარი წაშალეო და) გამომიგზავნა - მართა, ნახე მართლა მატასისნაირიაოო.

среда, 1 сентября 2010 г.

! ! !


მეგობრის და ფეხმძიმედაა, მეორე შვილზე.
გუშინ ბასასოს ბევრი ვეფერე და შვილზე გამეფიქრა, აქამდე არა.
დღეს შემთხვევით რაღაც ბლოგზე გადავედი და სულ ბავშვების ფოტოები დამხვდა.
ქუჩაში მატყუარა ( ,,სოსკა”) ვიპოვე ცისფერი.
მუცელზე გაშლილი ხელისგული მივიდე და გავყუჩდი.
სამსახურში, მაისურზე წყალი დამესხა მკერდთან. რძე გამოგივიდაო? - მეხუმრა მაჩუტო.

вторник, 31 августа 2010 г.

არც არაფერი:)

ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ასჯერ დატრიალდა ფირფიტა, ბავშვობაში ,,პლასტინკა”.
გაიზარდა გოგო და გაეზარდა მკერდი, თმა.
კოჭებშევარდნილი ფეხი თვალებს იტაცებდა.
მას კი კარგა ხანს ფეხბურთი და ომობანა იტაცებდა.

суббота, 14 августа 2010 г.

ამიჩეჩე თმა და ამოიცვი კეტი.
მხარზეც დაიკიდე სანადირო თოფი.
ლაშქრობის დროც დადგა.
ბულულების დადგმის.

понедельник, 2 августа 2010 г.

წერილობანა

შვებულება დამეწყო, რაღაც ისე დავიწყე წერა. აი, დაქალებთან, რომ წაიჭორავებ მენსტრუაცია დამეწყო და ტკივილები მაქვსოო ისეე.

ხოდა, შვებულება მაქვს და ჯერ რაჭაო, მერე ყაზბეგიო, ფშავიო, ხევსურეთიო. შორენამ ისე დავიღალე არსად წასვლა არ მინდა, გადაბმულად დავიძინებ ერთი კვირაოო. მანჩოს კიდევ ზღვა უნდა ჩემი არ იყოს.თეთეც ზღვაზე აბოდებს. ჯერ სოფელში ვარ. ბალახზე წამოწოლილი ,,ვიზაგრები” , არ მომწონს ეს ბატივით სითეთრე და შენ რაც გინდა ის იფიქრე:) ღამე ისე გრილა, ამაღამ მატყლის საბანის ამოღება მომიწევს.

ხოდა , კი ვთქვი აქაურობას არ გავეკარები მეთქი, მაგრამ იდეა მომივიდა და ...

ამას შენთვის ვწერ, მინდა რომ წაიკითხო. შენ ხომ თითქმის ყოველ დღე შემოდიხარ ჩემთან, გაინტერესებს რა დავდე ახალი. მეც ყოველდღე გელოდები. მესმის როგორ ჯდები კომპიუტერთან, ან კიდევ წინ როგორ იდებ ლეპტოპს და აწკაპუნებ მაუსს. არ მოგწონს ჩემი ნაბოდვარი, ზოგიც კი ისე ახლოსაა შენთან რომ, ამიტომაც მსტუმრობ ხშირ-ხშირად.
მინდა, რომ წერილი მომწეროო, დიახ, ნუ ჩაგეცინა, ნუ დამანჭე ტუჩები. მე, დაახლოებით ორი კვირა აქაურობას მართლა არ გავეკარები,ხოდა ამ დროის მანძილზე მომწერე. როცა ძალიან, ძალიან კარგად, ან როცა ძალიან, ძალიან ცუდად იქნები დაჯექი და დაწერე. (სტილი, სასვენი ნიშნები და შანიძე გაჭედვები არ იქნება გპირდები:))
მე გელოდები:)

понедельник, 26 июля 2010 г.

რამდენჯერაც გაიქეცი, იმდენჯერვე მე მოგაბრუნე.
გადე ხიდი

пятница, 23 июля 2010 г.


მოეშვი თამბაქოს, დალიე

вторник, 20 июля 2010 г.

მდაა:(

ვაიმე! ! !

ისევ ხელახლა დაიწყო. ისევ უნდა გადავხარშოოოოოოო.
ისევ არაფერი არ უნდა შევიმჩნიოოო.
ისევ უნდა გავიცინოოოოოოოო.
ისევ უნდა ვითვალთმაქცოოოოოოოოოო.
ისევ უნდა გავაგრძელო ,,მკიდიას” როლი.

მეორედ!

არადა ყველაფერი რა დაწყობილ - დაკეცილი მეგონა.

вторник, 13 июля 2010 г.

მომნატრებიხარ

მონატრებიხარ ფიქრებს.
მონატრებიხარ სულს.
მონატრებიხარ სხეულს.

დაითვალე ათამდე და წამოდი.

მონატრებიხარ თითებს.
მონატრებიხარ თმას.
მონატრებიხარ კისრის მალებს და

ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი .

მონატრებიხარ ზეწარს.
მონატრებიხარ კაქტუსებს.
მონატრებიხარ სახლს.

ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი.

მომნატრებიხარ!

четверг, 24 июня 2010 г.

! ! ! კი?:!

შევძლებ?! გამომივა?! გულწრფელი ვიქნები?! არ მოვიტყუები?! თხემით ტერფიდან აღმომხდება?! გაჩუმებას ვეღარ შევძლებ?! ვიტყვი კი?! ამოვთქვამ როდესმე? !

შენ ყველა კაცი გადამავიწყე!! ! !

среда, 23 июня 2010 г.

ბიეთი . . .






ცა ხელისგაწვდენაზე იყო და ბამბის ნაკუწებად ეყარა ღრუბლები.

ბაყაყები ყიყინებდნენ და ციცინათელები ციდან გადმოცვენილი ვარსკვლავებივით ეშვებოდნენ ძირს. ( მინდა რა მხატვრულად დავწეროო, რაც ვიგრძენი და ვნახე, თუმცა არ გამომდის)

მინდორზე ვიწექი და ვერ ვიძინებდი.

უგუმბათო ეკლესია, ჩამოშლილი კედლები, საკურთხეველი მოშლილი, ფრესკები ნახევრად შემორჩენილი, მოჩუქურთმებული ჯვარი, ირგვლივ კი დაბურული ტყე. ბიეთს ვიყავ.

пятница, 18 июня 2010 г.

საცერი

ფანჯარას ეხეთქება უშენობა.
სიჩუმე მარტოობის საათებს ითვლის.
ფარდა სახეზე ლამუნისგან გაცრეცილა.
მაგიდაზე გადაბრუნებული ლარნაკის გასწორებასაც არ დაადგა საშველი.
ფოჩებიანი სუფრა პურის ნამცეცებს უდრტდტვინველად იტანს.
უშენობას ვეღარ ვიტან!

среда, 16 июня 2010 г.

ამოირჩიეეეეე

,,ინკლი, ბინკლი , კა-მა -ცინ -კლი, ვიშ -ლა-ძე, ვისი ხელი გინდა შენ ამო-ირჩი -ეეეეეეეე."

თოვდა. . .
ჭრ -ჭრ -ჭრ ხმა მოდიოდა ჩემი ჯარისკაცული ჩექმებიდან.
ჩემს ფეხდადგმულ თოვლზე კვადრატები რჩებოდა.
მდევარი, რომ მყოლოდა ადვილად მომაგნებდა.
მდევარი არ მყავდა.

,,ინკლი, ბინკლი , კა-მა -ცინ -კლი, ვიშ -ლა-ძე, ვისი ხელი გინდა შენ ამო-ირჩი -ეეეეეეეე."

სველ ქვებზე ფეხი მისხლტებოდა.
გვირილების გვირგვინი ძალით , რომ დამაკოსეს თავზე თვალებში მეფხატებოდა და სიარულს მიშლიდა. მომძვრა, არ ამიღია.
ბუჩქებში შევხოხდი და გავიტრუნე, მგონი არც ვსუნთქავდი.
გვირგვინი დავარდნია, ასე წამოსულა - მომესმა ხმა.
როცა გეტყვი ი - ი - ი, მაშინ გამოდიიიიი - მიყვირიან დაბლიდან.
,,სტუკ!”, ,,სტუკ!” მიპოვეს . . .

,,ინკლი, ბინკლი , კა-მა -ცინ -კლი, ვიშ -ლა-ძე, ვისი ხელი გინდა შენ ამო-ირჩი -ეეეეეეეე.”

ფანჯრის რაფაზე ვზივარ, სქელი ფარდა მფარავს.
ოთახში ბოლთას ცემს, რაფიდან ჩამოსვლას ვაპირებ და ყურებში ჩამესმის; ,,არ გამოხვიდეეე”, ფეხებს რაფაზე ვაწყობ და ვიტრუნები.
გავიგონე . . . ,,დავასტუკე” ...

вторник, 8 июня 2010 г.

მწვანეე

მივედე -მოვედე,
კაბის ბოლო თითებზე დავიხვიე პატარა გოგოსავით, მაგრამ სათქმელი ვერ ამოვთქვი.
არადა მინდოდა კი.
კივილი მინდოდა, დაგუბებულის ამოხეთქვა.
გამოშვება . . .
ამოუვსების ამოვსება.
ნაცრისფერის გამწვანება.
კაკლის მწვანე კანს, ჯერ დაუმწიფებელს ხელებზე ვისმევდი, ტუჩებზეც, კი მწვავდა, მაგრამ რაღაც ფერს აძლევდა, მწვანეს უცნაურს.
იმფერი მინდა ახლა სამყარო, ბავშვობის ფერი.
ის სუნი მინდა, მზეზე გაფენილ საბნებში რომ გავივლიდი და ავიყოლებდი.
მივედე - მოვედე.
თუმცა კი ვერ ვთქვი.
კვლავ დამრჩა სათქმელი
და თითებით დაჭმუჭნული კაბის ბოლო მიწაზე მოფორთხიალე.

среда, 2 июня 2010 г.

ფუუუ!
დამპალი კომბოსტოს სუნი მცემს, აქაურობას უნდა გავასწრო.
გიტოვებთ ამ ლექსს.

среда, 19 мая 2010 г.

Бессонница

ისე ცხელა უკვე აღარ მელიფება.
თეთრი კაბა მინდა, გრძელი, გამჭირვალე.
ისევ ისე მინდა მთებში წოწიალი და
ხერთვისის ციხეზე შენ, ჩემზე მოტრფიალე.
ხელის გაწვდენაზე ცა მინდა მქონდეს და
შიშველ ფეხისგულებს ვერ გრძნობდეს ბალახი.
ის ჟრჟჟჟოლვა მინდაა, ცივი, საამო
დააააააააააააააა

,,ჟალ”, ,,ჟალ” ,,ჟალ” ვეღარ დავამთავრე.

понедельник, 3 мая 2010 г.

ერთხელაც

გვინდოდა და წავედით, თუმცა კი არ მინდოდა, მაგრამ აგყევი.
მალე დავიღალე, წყაროსთთან ჩამოვჯქი და იქვე დავრჩი.
მერე ხის ტოტებისგან ქოხი გავაკეთე და შენს დაბრუნებას დაველოდე.
ზემოდან ირმები მოდიოდნენ და რძე მუდმივად მქონდა. წყალიც და ბაღიც გავაშენე.
ცეცხლს არასდროს ვაქრობდი, კვამლზე ადვილად მომაგნებს-თქო გულს ვეუბნებოდი.
ხრჩოლავდა ფიჩხი, გელოდი შენ.
მერე, თიხა მიწას მივაგენი და ძერწვაც ვისწავლე.
გამომყავდა და გამომყავდა ნაირ-ნაირი ფიგურები.
ქოხი ჩვენი თიხის შვილებით აივსო.
ხრჩოლავდა ფიჩხი, გელოდი შენ.
თევზის დაჭერაც ვისწავლე ხელით.
ქამანდიც დავწენი და ველური ცხენებიც მოვიშინაურე.
და ერთხელაც აღარ მომინდა ფიჩხისთვის სული შემებერა.

вторник, 27 апреля 2010 г.

გაწყვიტე ეს მძივიც


არ აყვე ჭორებს! - შეგონება მას.

არ აყვე ფიქრებს ცაში! - შეგონება მე.

გაყევი დინებას და მოგიყვანს იქ, საიდანაც დაიწყე! - შეგონება ორივეს.

გაგრძელება - დაკიდე ფარდები, დააბნელე ოთახი და დაზეთე კარები, ჭრიალი გაუდის.
საათი გაგააგდე, მუდმივად წიკწიკებს.(უფრო სწორად კი შენთან დრო
სწრაფად გარბის)
ნუ ქექავ ამ წარსულს. მე აღარც კი მახსოვს. წარსულში შენ არ ხარ და ალბათ
ამიტომ:)
მაკოცე! მაკოცე ასი და ათასი. გაწყვიტე ეს მძივიც, ეს ღილიც ფერადი,
მიფუჭებს განწყობას.

დასასრული - ჰამაკში ჩასძინებია და თავზე წყალი გადავასხი.
თანაცხოვრების 50-ე წლისთავზე თივის ზვინიდან ამოკრეფილი ყვავილები მომიტანა.
მაკოცეეეეეე

четверг, 15 апреля 2010 г.

ქუჩაში ფურცლებიდან 2

ჯერ იყო და შემოსვლისთანავე მომეწონა. მერე შორიდანვე რატომ გამიღიმა მე უცნობს ვერ გავიგე, ან მე რატომ გავეკრიჭე საპასუხოდ ესეც ვერ ამოვხსენი, თუმცა არც მიფიქრია. მოუნდა გამიღიმა, მომინდა გაუღიმე. ყველაფერი მწვანე ეცვა, ბოტასიც კი, რომ აფანატებდა ამ ფერზე მასთან რომ ,,აღმოვჩნდი” სახლში მერე მივხვდი, თუმცა მანამდე ... ანუ სად ვიყავით? შემოვიდა, მერე დავკარგე თვალთხედვიდან, უფრო სწორად არ დამიწყია თვალის დევნება. გოგოები , რომ აკივლდნენ რაღაც მომენტში და კივილის ობიექტს შევხედე წელამდე თმაგაშლილ ნიმფას, რომელსაც გვერდზე ,,მწვანე” უდგა ხასიათი წამიხდა. ერთად იყვნენ. მე რატომღაც მინისკენ გამექცა თვალი ჩემი გადაპარსული თავის გამო.
მერე სასმელის წრუპვა დავიწყე როგორც ყოველთვის და ცეკვა მომინდა. ყველანი მიკუჭულ-მიმოფანტულ - ჩაყუჭულ-ჩახვეულები იყვნენ კუთხე-კუნჭულსა თუ იატაკზე, არავინ ადგა. მარტომ ვიცეკვე კარგა ხანს.ისედაც თვალდახუჭული ვცეკვავ და რა მნიშვნელობა აქვს მეცეკვება თუ არა ვინმე.
დავჯექი და ,,მწვანე” დავინახე, ნიმფას ელაპარაკებოდა. მომწონს რაა. გავხედე, გრძელი ცხვირი აქვს და თმები ჩემზე ოდნავ დიდი.
მერე ნიმფა სადღაც წავიდა. მე და ,,მწვანემ” ვიცეკვეთ. დავშაქრდი და მწვანე მაისურზე თავმიდებულმა,სხვები, რომ ცეკვას და მე ლასლას ვეძახი ვილასლასეთ.
ხვალ მთაში მივდივარ და წამოდიო - მითხრა.
ხვალ რა ხასიათზე ვიქნები არ ვიცი. ამიტომ არაფერს ვპასუხობ. ,,მწვანე”-სთან ერთად ხვალე რომ არ იქნება ეგ ვიცი.
საწოლიც მთლიანად მწვანე აქვს. ერთი მომენტი მეგონა ჭაობში ვიწექი. თვითონ რაღაცნაირი იყო, აქაც მწვანე მუდამ ანთებული. უფრო მომეწონა. ცხვირის ნესტოები ცხენივით უთრთის. უთხარი და ახარხარდა. შენ საპონივით ხარო, თეთრი და პრიალაო.თავზე მაკოცაა. აუუ, როგორ არ მიყვარს თავზე, რომ მკოცნიან! ეს სხვისია, ის სხვა კი! გავბრაზდი და მოვბოდე თეთრი იმიტომ , რომ მონასტრიდან ახალი წამოსული ვარ -თქო. კელიიდან არ გამოვდიოდი-თქო ვიცრუე და შეცბა. მწვანე გადასაფარებელი კისრამდე აიტანა და გვერდზე გაიწია. მერე მწყურიაო და ადგა. შეგრძნება გამიჩნდა მეტანიებს გააკეთებას დაიწყებდა რატომღაც. გავყევი. მართლა წყალს სვამდა ბოთლიდან. მოხვეული მწვანე ადიელა ფეხებში გამებლანდა, კინაღამ დავეცი. საძინებელში დავბრუნდი. როცა შემოვიდა ჩაცმული დავხვდი. გაუღიმე და წამოვედი. კარებამდე მომყვა, ნესტოები ძლიერ უთრთოდა, თავზე მაკოცაა. ეეე ვერ ვიტან ამ თავზე კოცნას. არ მიმიხედავს ისე დავეშვი კიბეებზე. რა გაამართლა ტყუილმაა, თორემ მის რომანტიზმასა და მთაზე ბოდვებს რა გაუძლებდაა. დილის ნიავი ჭინჭარივით მომხვდა სახეში.

среда, 14 апреля 2010 г.

გამოფხიზლდი!
ეგ შენი ჩაფერფვლა არ მომწონს.
აანთე ციმციმა სანთელი.



вторник, 6 апреля 2010 г.

ასე ვარ

უკვე მეორედ!

უნდა წავიდე! სად ჯერ არ ვიცი, ეგ კი ვიცი აქაურობას უნდა გავცილდე.
როგორც ფოთოლი ან გამხმარი კანი სცილდება ხეს.
როგორც გველი იცვლის ტყავს ისე უნდა შევიცვალო.
უნდა წავიდე! უკვე ვიგუდები!
უკვე მეორედ! პირველად წასვლა ვერ მოვახერხე, დავრჩი გამოშრალი.
უკვე მეორედ! რას მერჩით?! რა გინდათ?! რა გთხოვეთ?! ასე რომ გამიმეტეთ?!!!
დავიღალე! მართლა წავალ სოფელში, მოუვლი ეზოს, არ გავალ გარეთ. ვიქნები მარტო.
ჩემს სოფელში ცა იქვეა ხელის გაწვდენაზე, აქ კი მეშორება.
სოფლიდან უფრო მალე ავალ ცაში, თუნდაც ასკინკილით ვეცადო.
დღეს ჩემთვის ცამ პირი გადაიხსნა, მეორედ იქუხა და მეორედ თავზე ჩამომექცა.
მეტს ვეღარ გაუძლებ!

воскресенье, 4 апреля 2010 г.

დღევანდელი დღეც გაილია და
ყვითელი ბურთი სახელად მთვარე დაგორდა ცაზე, ჩემი ფანჯრის წინ გაჩერდა და ავხდე, ფუუ იმის თვალები ჰქონდა ცივი და ბილწი. ოდნავ მოჭუტული და ჭროღა.
ხელი ავწიე და მთვარეს მოუქნიე.
სასაცილო ვიყავი ახლაც და მაშინაც.
ბნელი ღამე

четверг, 1 апреля 2010 г.

დიდი ხუთშაბათი მიილია

დღეა უბედური.
შავი და უსახო.
ხალხსაც ცხვირ-პირი ჩამოსტირით.
ეკლესიიდან მოდიან, დაღლილები, ნაზიარებლები და მაინც უბედურები.
იმიჯია ასეთი.
,,საკურნებლად სულისა და ხორცისა”, - ქუჩაში შეხვდა ნაცნობი ნაცნობს.
მაინც ჩაჟამულები არიან, არა ბედნიერნნი. ყიდულობენ პურს და სახლში გარბიან.
შიათ, არადა უზეთოზე არიან და პურით და ჩაით უნდა დანაყრდნენ მხოლოდ.
თავსაფრები ეკლესიის კარებთან გროვად ყრია.
ქუჩებს შეეფინა უმანდილო მანდილოსნები.
ზოგმაც შარვალს მოხვეული თავშლები მოიცილა.
დღე საიდუმლო სერობის ხსენებისა.
ვის დავბან მე ფეხებს? ან მე ვინ დამბანს ფეხებს?
დიდი ხუთშაბათი მიილია.

пятница, 26 марта 2010 г.

ვიპოვე

სამოთხიდან გამომაძევეს.

ნაწნავი მოვიჭერი და თმა ნულზე გადავიპარსე.
კონიაკის წრუპვას მივყე ხელი და სიგარეტიც მოვქაჩე.
ერთი ეგაა კაბა არ დამიმოკლებია.
აქამდე თუ მარტო თვალით დაცემა მჭირდა და გონებით ვცოდავდი, სხეულიც გავეცი.
ნებით და სურვილით, ვნებით და გაგიჟებით მივეცი სიყვარულს.

მე ღმერთი ვიპოვე.

იყოოო

სახლი ყორედ ქცეულა.
ქალი გადედაკაცებულა.
კაცები გადაშენებულა.
მორიელები მომრავლებულა და კუთხე-კუნჭული აბლაბუდას დაუფარავს.
ნისლია.
ბანზე ვიღაცას მატყლი დარჩენია გასაწეწი. ან კი საბანი რაღად უნდა, ანდა ლეიბი. წამოიხურებს ცოდვებს და მიიძინებს. მე შენ გეტყვი და სიცივე შეაწუხებს ანდა სიზმრები.
კვერცხი გალაყებულა.
მდინარე აღმა მიდის.
ჩვილებს რძის სუნი დაჰკარგვიათ.
ბინდია.
ტანაბრუზგნული ხეები წვიმას ელოდებიან.
დაგვალულ მიწაში უკუნი ჩანს.
აჩონჩხილი სასაფლაო ღამ-ღამობით გოდებს.
სამოთხედან გამომაძევეს.

вторник, 16 марта 2010 г.

შემოძვრა სხივი უკუნი ოთახში.
ჯერ პარვით, მერე გათამამდა და საწოლზეც ამოძვრა.
კედლებსაც გაჰყვა და წინაპრების შავ-თეთრ ფოტოებს სულ ლაპლაპი გაადენინა.
მძინარე გოგო საღამურიდან გამოაძვრინა და ქუჩაში გამოაგდო თმადაუვარცხნელი.
იქით სხვებიც გადაურევია.
გათენდა! ! !

понедельник, 15 марта 2010 г.



ბათურა ერთი თვის იყო, როცა ეს ფოტო გადაუღეთ. ახლა რვა თვისაა, ახლაც უყვარს მუცელზე მოფერება, გაწვება, წკმუტუნებს და ქუდს აქიცინებს.

пятница, 12 марта 2010 г.

 

ან კი ან არა.

ან ხო ან არა.

ანა  ბანა და

გამექცა ნოტები.

გამიტყდა ფირფიტა შავი პრიალა და

წამოწვიმა კიდეც.

კაბის ბოლოებით მოვწმინდე ასფალტი.

ბოშა ქალივით მოვიქნევ თეძოებს.

საყურეს კაკ-კუკი, ბრასლენტებს გააქვს ჟღრიალი.

წვიმას წკა-წკუპით მოვყვები.

ხის ტოტზე დავკიდე ჭრელი ქოლგა და წვეთები მოუშვი ჩემამდე.

ოო რა თავხედები ყოფილან წვეთები, მრუშები, ჩაცურდნენ მკერდამდე.

ანა ბანა და 

მიტევენ ავხორცი წვეთები.

ანა ბანა და

დამძიმდა კაბა.

სველ კვალს ვტოვებ მშრალ იატაკზე.

მოვედი!

вторник, 9 марта 2010 г.

გაზაფხულია მაშინ, როცა გაიხდის კაბას
ტუჩალეწილი ალუბალი
და მიხვდი აბა -
ცაცხვის ყვავილთან
რატომ ცეკვავს მთვრალი ფუტკარი
აბა მიდი და - გიჟი ხარო, აბა უთხარი.
გაზაფხულია,
თუ გიყვავის ხმაში იები
გზას არ გითმობენ ნაგიჟარი აკაციები.
გაზაფხულია, თუკი მკერდზე გასკდება კაბა
თუ შენს ტუჩებზე ნექტრად ჟონავს ველური ხსენი.
გაზაფხულია, აპრილია, რა არი აბა,
ალუბალივით ბოლო ღილი თუ შეიხსენი

ეს ლექსი აქ ვიპოვე

ქუჩაში, ფურცლებიდან

ბნელა. მუსიკა გულისგამაწვრილებელი. ყავა უგემური, მოვსვი და დავდე. ჩაი არ აქვთ. წამოსვლა მინდა. რაღაც თეთრი ყვავივით ვარ. არც ვცეკვავ, არც ვსვამ. არც მუსიკაა არ ვარგა არაფრად და ყავა ხომ საერთოდ. ღამის სამი საათია. რატომ ვზივარ აქ და სახლში არ მივდივარ არ ვიცი. სკამზე ვარ მიკრული. იცეკვე რა, ყურზე ტუჩს მადებს ვიღაც და ხმამაღლა ჩამყვირის. მიდი და ეცეკვე ახლა ასეთს. ავიმრიზე, თუმცა მაინც ავდექი. ვცეკვავთ. მუსიკა დამთავრდა, მეორე დაიწყო, მესამეც, ისევ ვცეკვავთ. მიყვარს ცეკვა და რა ვქნა! პარტნიორი მოქნილია, ფეხებსაც კარგად ამოძრავებს და ხელებსაც ჩემს უკანალზე, არ უშლი. უფრო თამამობს. მაღალია, სახეს ვერ ვხედავ, გვარიანად ბნელა. არც მინდა სინათლე. რაღაცას მეუბნება და სახეს ისე ახლოს მოაქვს თავს გვერდზე ვაბრუნებ. ვჯდებით, ალაგ-ალაგ ნათურა აინთო. კონიაკს ვსვამთ, რაღაც კარგია, თან კარგად მიდის. ვიცეკვოთ, მესმის ისევ. ესეც ცეკვის გიჟი, ვფიქრობ და ვდგები, გზა და გზა ისევ კონიაკს ვწრუპავ, ვიღაცის მაგიდაზე ცარიელ ჭიქას ვტოვებ და ვცეკვავთ. გათამამებული კი არა უკვე ჩემს სხეულს მოშინაურებული პარტნიორი მთლიანად მეკვვრის. რაც მართალი, მართალი კარგად ცეკვავს. ვსვამთ და ვცეკვავთ. ვცეკვავთ და ვსვამთ. შემდეგ მახსოვს ჩურჩული –წავიდეთ. გარეთ გამოსვლა, გაუთავებელი კიბის საფეხურები. დედამიწის გამალებული ტრიალი. ჩემს ირგვლის უსწრაფესად მოძრავი საგნები და საწოლი, რომელსაც რამდენჯერად მიუახლოვდი, იმდენჯერ გამექცა. მოცეკვავე დამეხმარა, მახსოვს ჩექმის გახდა და მეტი არაფერი. დილაა – განძრევის მეშინია. თვალების გახელისაც. უკანა მხრიდან ფშვინვა მესმის და სულო ცოდვილო პირველი რასაც ვფიქრობ ესაა ნეტავ სიმპატიურია? თანაბრად ხვრინავს, ნელა ვდგები, ტანზე ვიცმევ, ბევრს არაფერს ჩექმა, კაბა (დანარჩენი ყველაფერი დაუტოვე სამახსოვროდ:) ) და გამოვდივარ. სახეზე არ შევხედე. ვაითუ საზიზღარი ვინმე იყო და თავი არ ავიტკიე.

четверг, 4 марта 2010 г.

ორნახადი ჭაჭის არაყის ისტორია

კაპ -კაპ -კაპ წვეთავს მინის ბოცაში არაყი და ირგვლივ რაღაცნაირი სუნი დგას, მოხარშული ჭაჭის. ბაბუამ ადიელა გამომიტანა მსხლის ძირში გამიფინა და ვზივარ. არაყს ყოველთვის აქ ხდის, სახლის წინა მხარეს, ამიტომაც ყველა გამვლელ-გამომვლელი შემოდის და თბილ არაყს სვამს. ,,ოჯახს სიტკბო”, -იტყვიან და გადაკრავენ.,,მაგარ არაყს ხდი შოთა” -აქებენ ბაბუას და მხრებზე ხელებს უბარტყუნებენ. არაყს მეც ვსვამ. ბებიას და დედას ჩუმად. ,,წამალია ეს ბაბუ” - მითხრა ბაბუამ და მეც გადავკარი. ცეცხლი მომეკიდა მუცელში, ,,გაგივლის” - დამამშვიდა მაშინ ბაბუამ.

არყის სახდელ ჭურჭელს ახლა სარდაფში ვეღარ ვპოულობ,ვეძებ, რად მინდა , მაგრამ მაინც.
დიდმუცელა თავსახური, რომელშიც ორთქლი ტრიალებს და რაც უწყობს ხელს არაყის გამოხდას სპილენძის იყო. ,,გააყოლა ხელს ეტყობა ვინმემ”, - მითხრა მეზობელმა. ბაბუა ამაზე არაფერს იტყოდა, ხოდა მეც არაფერს ვამბობ. ახლა მისი შვილიშვილი კონიაკს ეტანება:)
თუმცა ბაბუას მიერ მსხლის ძირში, მიწაში ჩაფლული არაყის ბოცა მისივე გაკეთებული წარწერით - ,,გაიხსნას მართას ქორწილზე” ისევ იქაა.

მენატრება; ბაბუ, ეზოში დატრიალებული მოხარშული ჭაჭის სუნი, თბილი არაყი,ხმელი ტოტების ტკაცა-ტკუცი, იქაურობა მენატრებაააააა!

среда, 3 марта 2010 г.

სულისწასვლამდე მენატრები.

ჭაჭის არაყს უკვე კაკლის გულებისგან ფერი შეეცვალა, კონიაკისფერი გახდა.

შენს ჯემპრს მე რომ მოგიქსოვე გულის მხარეს თვალი წასვლია და ირღვევა.

ეზოში მუხლებამდე ფოთოლი ყრია და ბათურა დანავარდობს გულიანად.

აივნის რიკულებს საღებავი აცლია და მერცხლის ბუდეც ჩამოშლილა ნახევრად.

მეზობლებს საჭორაო საბაბი მიცემიათ და ქირქილს მადევნებენ გავლისას.

მიწასთან მასწორებენ ვინ იცის და რისთვის ვნებისთვის?

სულისწასვლამდე მენატრები.

ვგჟ

ეს ღამე ჩვენია კალენდარს წავართვი,
ვიგიჟოთ!
თვალი არ მოვხუჭოთ წამითაც,
ვიყვიროთ!
ამიტომ მინდა, რომ ვცხოვრობდეთ კუნძულზე
მუდმივად!
ვიძინოთ სილაზე, ქვიშაზე, ბალახზე.
გუბეში მოსხმარტალე თევზს ხელით იჭერდე.
არ გვინდა სამოსი. შიშველი მიზიდავ! ჩაცმულიც:) ეს ისე ვთქვი, სტროფს მოუხდა და:))
ააუუუ გადავარდი!
კუნძული არა გვაქვს. ღამე კი ჩვენია კალენდარს წავართვი.

вторник, 2 марта 2010 г.

მდა ...

დღეს არაფრის დაწერას აღარ ვფიქრობდი.
მაინც ვწერ. ჩემი ნაცნობი გოგო ლესბოსელია. დღეს ვნახე. მასთან ღიმილიანი შეხვედრის შემდეგ გავიგე რომ ოჯახიდან წამოსულა და ნაქირავებ ბინაში მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობს. ის მეორეც ჩემი ახლო ნაცნობია. სულ ამაზე მეფიქრება უკვე სამი საათია, ჩაის ვსვამდი მათზე ვფიქრობდი.ახლა მათზე ვწერ და ბუნებრივია მათზე ვფიქრობ -  ,,მათ საზოგადოება არ ღებულობს”, ,,ისინი უფლებაშელახულები არიან ” - წერენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე. ამ შემთხვევაში კი მდგომარეობა კარგადაა, ორივე დასაქმებულია, თან კარგ თანამდებობებზე. საზოგადოებიდანაც არავითარი შეურაცხყოფა და მაგისთანები. მიხარია:) 

! ! !

ერთი სული მაქვს გაზზე გადმოსული რძის ქაფი ავწმინდო, გავაქრო, შენსავით!

ამო -გამო -მაჯობე!

თუკი ჩემამდე მანძილი გედიდება
ამოთქვი!
ვგრძნობ უკვე, რომ მეტს ვეღარ გაუძლებ
გამოჩნდი!
მაჯობე!

თოვს:)

თოვს.
მურაბას ჩაის ვამატებ და ფანტელებს უყურებ.
ედება სითეთრე მთა-გორებს.
კოხტა გორიდან დაშვება ძნელდება,
სველი ფიფქები აფუჭებს ყველაფერს.
სითეთრე თვალებს ჭრის.
ღამეა.
ცა აქვეა ხელის გაწვდენაზე.
სიცივეს ვეღარ ვგრძნობ.
დაბლა სიბნელეა, მკრთალი ნათურებით.
ვეშვებით.
ქუდს ვკარგავ, სადღაც უკუნეთში.
სუსხი ყელიდან მუცლისკენ მიძვრება.
ვაკეზე ვჩერდებით.
დილაა თოვს ისევ,
დაშვებისას გადაყვლეფილ მუხლზე არაყიან ბამბას გადებ.
თოვს.
მურაბას ჩაის ვამატებ და ფანტელებს უყურებ.
ეს ძველი კადრებიც ფილმივით თვალწინ მიტივტივებს.
თოვს.

მართა - მაშკო -მატასი

ბნელ კუთხეში ალბათ თაგვია, წრიპინი ისმის.
აბლაბუდას ისეთი ქსელი გაუბია, რომ ძნელია დაშალო.
ბავშვობის ეტლი მტვრითაა დაფარული.
დაჩუტული ბურთი ისევ საწოლქვეშაა შეგორებული.
ჭადრაკის ფიგურები ცალთვალა თოჯინებთან, ჟირაფთან და დათვთან, რომელსაც გამჭირვალე პლასტმასის თვალები აქვს შავი გუგებით, კალათშია ჩაყრილი.
ძირგაცრეცილი, დაღლილი, თეთრი პუანტები რატომღაც წიგნების თაროზე დევს სულ მაღლა. სულ მიმალავდნენ და სულ მაღლა დებდნენ, რომ არ ჩამეცვა, რადგან ,,რეიტუზსაც” ვიხდიდი როცა პუანტებს ვიცმევდი და ადვილად ვცივდებოდი.
შემდეგ ცხელი რძე უნდა დამელია, მე და რძე? ვკვდებოდი და ვერ ვსვამდი. მერე და მერე აღარც მაძალებდნენ.
ჩემი ძმები რძის ქაფს, რომ ხვრეპდნენ მაჟრჟოლებდა.
ტყემლის ხე ნახევრად გამხმარია, ბაბუას მსხლის ხეზე დაუმყნია სამი წლის როცა ვიყავი, ხოდა დაბერებულა ახლა ხე.
კიბეებთან ბალახი ამოსულა. დავგლიჯე გამალებით.
ძაღლის ბუნაგის წინ ისევ აგდია რკინის პატარა ჯამი.
საქანელა უძრავადაა თათრულა მსხლის ტოტზე.
იასამანს იმდენი პატარა ყლორტები ამოუყრია, თუ არ გაისხიპა გადაუვლის ეზოს. მიყვარს იასამანი. ხელს არ ვახლებ, გამრავლდეს.
ბოსტანი სად იყო ვეღარ მიხვდები.
ბებიას ალბომი გამომაქვს კიბეებზე ვჯდები და ვათვალიერებ. ბებია დიდი ქალია, მაღალი, შევსებული, შუაზე გაყოფილი გრძელი თმებით, ბაბუა სუსტი ბიჭია, მოხეტიალე მონადირე. შავ-თეთრი ფოტოები ყველაფერს მავიწყებს.
გალიფე, ჩექმაში ჩატანიებული შარვლები, მკაცრი ყელამდე შეკრული კაბები და ჩეკისტის მსგავსი ,,პლაშები”. ფოტოები უნიკალურია.
ზემოდან ზარების ხმა მესმის, ბავშვები ავიდნენ ეტყობა. მეც სულ ასე ვაკეთებდი, ავიდოდი გორაზე და სოფლის სამრეკლოდან ზარების რეკვას ვიწყებდი. ზარის ქვეშ, რომ დგახარ მაშინ ზარს სულ სხვა ხმა აქვს.
მართაააააა მესმის დაბლიდან, ვარდიკო ბებიაა. ეტყობა კარები დაინახა ღია და იძახის. უნდა ჩავიდე, აქედან ვერ გავაგონებ, ყურს დააკლდა.
დაბლიდან მივდივარ, მარაკანას სტადიონიდან. ბაბუამ გამოგვიყო ყანის ეს ნაწილი ფეხბურთის სათამაშოდ. მამა კარებები გააკეთა, ბადეც დაკიდა, ნახერხით დახაზა და ჩვენ მარაკანას სტადიონი დავარქვით.
ოოო რამდენი მაისური დაფხრეწილა თამაშის დროს.
ჩვენი ,,მანეჟიც” აქ დევს, ბებიამ მერე ხორცისფერი ტომარა გადააფრა და წიწილები დააბუდა შიგ, კაჭკაჭი ვეღარ წამართევსო.
თომას ქოხის ნაწილებიცაა შემორჩენილი. ჩვენი შეჭედილი ხის სკამებითა და კაპრონის ბაწრისგან წვალებით გაკეთებული ხელბორკილებით. ამ ქოხში ხომ ბატონს გამოქცეული, მეამბოხე მონები ვცხოვრობდით.
ხის თოფების კოლექცია გვქონდა, ბაბუა კარგად თლიდა ხისგან ორლულიან თოფებს.
ამ დროს ,,კუკლები’’ ნაკლებად მაინტერესებდა.
მაშკოოოოოოოო მესმის დაბლიდან. ეს მამიდაჩემია. ადრე მაშიკოს მეძახდა, გრძელ ფართხუნა კაბებს ვიცმევდი მუდამ და ნამდვილი მაშიკო ხარო მეუბნებოდა, მერე და მერე მაშიკო მაშკოდ გადააკეთა. ახლაც ასე მეძახის.

ვგრძნობ, რომ აქედან ვეღარსად წავალ, არც მინდა წასვლა.

вторник, 23 февраля 2010 г.

ამერია

ამეშალა გუშინ საგანგებოდ დავარცხნილი დალალები.
ამიცეტდა გონება ორი ჭიქა კონიაკის შემდეგ.
ამეხილა თვალები ბევრ რამეზე და ვინმეზე.
ამერია დღე და ღამე, ციკლი.
,,ამ ბოლო დროს ყველაფერი ამერია”.

ქურდი

ღამის ოთხის ნახევარია, არ მძინავს. ფანჯარაზე კაკუნია, ჯერ ნელა, მერე მოუხშირა, ბრახუნშიც გადავიდა. მინა აზანზარდა. საძინებლის ფანჯარაში ვიღაცას შემოღწევა უნდა. საბანი ნიკაპამდე მაქვს აფარებული და ფანჯარას უყურებ. ლანდი წამოვა, ბრახ ! მოასკდება ჩემს მინას, მერე უკან გადადის ისევ უკან ბრუნდება. არც მინა ტყდება და არც შუაღამის სტუმარი, ორივე ჯიუტობს. მოურიდებლად, ავხორცი მამრივით ოთახში შემოჭრას ლამობს ქარი. გარეთ გრიგალია!

понедельник, 22 февраля 2010 г.

ახლა არც ლექსს ვწერ და არც დღიურს, უბრალოდ . . .
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები

მუხლი 3. პრინციპები
ა.
ბ.

ე. უწყვეტობა - ანუ უწყვეტი კავშირი მოქალაქესა და მოსამართლე, მანდატურს . . . შორის?!

მუხლი 4. კომუნიკაციის დაწყება

მოქალაქის მიღებისას მოხელე ვალდებულია;

ა. დაამყაროს მასთან თვალებით კონტაქტი და გაუღიმოს ( აუუ ეს მომეწონა, გამოდის, რომ მანდატურ -მოსამართლე თვალების ენასაც უნდა ფლობდნენ. კაპას ქალებთან თვალები არ მოჭუტოთ, ვაითუ სხვანაირად გაიგონ! ქალი მოხელემ თვალები სითბოთი უნდა აივსონ, ოღონდ რაღაც დოზით ვაითუ მამაკაცებმა ესეც სხვანაირად გაიგონ!

ე. აგრძნობინოს მას კეთილგანწყობა (ესეც კარგია, მერე მიიღებენ სარჩელებს მოსამართლე წარბშეჭმუხნული დამხვდა და ვერ ვიგრძენი მისი სითბო, ხელი მკაცრად ჩამომართვა და თან გაყინული ჰქონდა)

მუხლი 18. ტანსაცმელი

6. როგორც ქალი, ისე კაცი მოხელეებისთვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.(დადიან ეტყობა და)

7. კაბა, რომელსაც ქალი მოხელე ატარებს,( მინიშნებაც კარგია! ! ! ) არ უნდა იყოს ღრმად ჩაჭრილი და არ უნდა სცდებოდეს მის მუხლებს.( თუ აცდააააა, მტრისას! არც დაჯდომისას არ უნდა გამოჩნდეს მუხლისთავი ეტყობა, ბაბუაჩემმა დაწერა მგონი ეს მუხლი, თუმცა თვითონ ოფიციალურად სამი ცოლი ყავდა და არაოფიციალურს მე არავინ მეუბნებოდა)

8. ქალი მოხელეებისათვის დაუშვებელია ღრმად ჩაჭრილი ზედატანის ტარება. ( ეტყობა ვიღაცას მეტის მოთმენა აღარ შეუძლია, ხოდა აკრძალა, არადა რას გიშლის როგორც ბაბუაჩემი იტყოდა ,,თვალს ახარებს ჩემო ბატონო”)

суббота, 20 февраля 2010 г.

აუუუ გაუტიეეეეეეეეე

უყვარს ზღვა, მზე, ტალღები და შარი - შური.
არ უყვარს სიცივე და ვერ გაუგია რაა თეთრი შური.
ეძებს ნისლიან ამინდში მზეს და ელოდება როდის გამორიყავს ზღვა ბოთლიან წერილს.
უკანკალებს ხმა სიმღერისას და მუცელს კუმშავს წელზე მოფერებისას.
ტუჩის საცხს არ ხმარობს, ჟარგონებს იცოცხლე!
იგუდება კორპუსში, თუმცა კი იქ უწევს ცხოვრება.
ხუმრობს ზოგჯერ მწარედ, მაინც კი არ იშლის.
თმას ნულზეც იპარსავს,ეკლესიაშიც დადის.
იმოსება ათასფრად, ჩანთა წითელია, ბოტასი სტაფილოსფერი, შარვალი ნაცრისფერი და ქურთუკი ყვითელი, ხანაც შავი და ნაცრისფერიც.
კითხულობს ყველაფერს და წერს ყველაფერზე, ,,სალფეტკზეც” კი.
ბევრს არ უყვარს, არც თვითონ გიჟდება ყველაზე.
სიტყვა ყველაზე -ს შემდეგ ადვილია გადასვლა ყველზე, რძეს არ სვამს ყველზე კი აბოდებს.
საშინლად ზარმაცია. სანამ კვერცხი არ მოადგება, მანამდე არ აკაკანდება.
ვერ ერკვევა ტექნიკაში და ვერაფერი გაუგო ჩინურ დამწერლობას.
ბავშვობაში ძმებთან ერთად თამაშობდა ომობანას, სულ პარტიზანი იყო.
პეპლების სასაფლაო ჰქონდა და ნათურის სითბოზე ჩამოცვენილ პეპლებს იქ მარხავდა.
21 ზომა სტაფილოსფერი ,,ვალინკები” ახლაც შენახული აქვს.
უამრავი ფოტო აქვს ბავშვობის, თვლის, რომ მაშინ ლამაზი იყო.
გრძელი ცხვირი აქვს, ოპერაციის გაკეთებას გულშიც კი არ ივლებს.
თმაზე ბებიის ნასწავლ მეთოდს ხმარობს და ხშირად ძმარს ივლებს.
ვერ სვამს ღვინოს და სვამს ერთი გადაკვრით არაყს.
აუუ გაუტიეეეეეეეე

четверг, 18 февраля 2010 г.

კმაყოფილება - თავი პირველი

ნიძლავი წავაგე - ქუჩაში რიგითი შემხვედრებისთვის დამესვა კითხვა.

ქუჩა - თქვენ გაკმაყოფილებთ თქვენი ქმარი? ისმის წივილი რა მკითხეეეეე! ! ! დეგენერატო.ფუუ! ვინ ხარ? რა აზრი გაწუხებს! ! ! ვეცლები სწრაფად.
ქალი დაუკმაყოფილებელია, უფრო სწორად მოუფერებელი, თორემ ასე რამ გადარია? ვფიქრობ ჩემთვის და გამვლელ კაცს ვაჩერებ - თქვენ გაკმაყოფილებთ თქვენი ცოლი? კაცმა ერთი ამათვალიერა და მეუბნება ცოლს კი და არ გინდა ეს კმაყოფილება შენც გამოსცადო? ოოოოოო რას მკადრებთ! ! ! ვუწივივარ მე, ფუუუუუუუ ზიზღით ვუყურებ და სწრაფადვე ვშორდები.

ახალგაზრდა გოგოები მოდიან - იგივე კითხვას ვუსვამ. მე გათხოვილი ვარ, ანუ რას მეკითხები! -ისმის მის ხმაში.ხოდა გაკმაყოფილებთ თქვენი ქმარი? -ვაგრძელებ დაჟინებით, კიი, კიი იბნევა გოგო. კი მაკმაყოფილებს, დილით ფულს მიტოვებს საჭმელისთვის. მერე? დამაინტერესა მე და ვეკითხები. გოგო მშვიდად მპასუხობს - საღამოს მოდის სამსახურიდან დაღლილი და ყველაფერს მზად ვახვედრებ, მერე ვგრძნობ, რომ უკვე ვთავხედობ და გოგოს ვაქეზებ,ისიც აგრძელებს. გურამი არ სვამს, მუშაობს, ფულს მაძლევს, სახლში მოდის ჭამს და იძინებს, ასეთი ქმრის კმაყოფილი რატომ არ უნდა ვიყო? ახლა აქეთ მისვამს კითხვას. თვალები აქვს დიდი, ლურჯი და მიყურებს რას უპასუხებ. ოოო თქვენ ნამდვილად კმაყოფილი უნდა იყოთ, ვუღიმივარ და სწრაფად ვშორდები ირონია არ შემამჩნიოს. ისე მეც რამ გადამრია, ვფიქრობ და კითხვის დასმის სურვილიც მიქრება.

რა ნიძლავი აგვიტყდა და საერთოდაც ვინ მოიგონა ეს კითხვა? გავბრაზდი უცებ.
გოგოებმა ათი კაცისთვის უნდა დაგესვა ეგ კითხვაო ამიქოთქოთდნენ.
დავიკიდე. ახლა სახლში ვზივარ და ვფიქრობ - ეს კითხვა ჩემთვის რომ დაესვათ რას უპასუხებდი? ან საერთოდ როგორ მოვიქცეოდი?

გაგრძელება ,,სლედუეტ”

среда, 17 февраля 2010 г.

ისევ დამეწყო თეთრი ღამეები . . .

ისევ ოდნავი გაფაჩუნებისა და მეზობლების ღამეული საწოლების ღამეული ჭრიჭინის, კვნესისა და კუჭში გასვლის მსმენელი ვარ.

აჰა მორჩა, პირდაპირ გადაბრუნდა, ისეთი მძიმე ხმა იყო რომ, დიდ ღიპა მეზობელი მყავს და .

აჰა მორჩა, ჩარეცხა. ჩხხხხხხხ, ჩაიგრიალა მილში წყალმა.

ვააა ფშვინვაც მესმის? ხვრინვაც კი.

დ ა მ ა ძ ი ნ ე თ! ! !

вторник, 16 февраля 2010 г.

მოდი!

არ მინდა დღეები გადიოდეს ასე.
ბალიშს შენი სუნი არ ასდიოდეს და საღებავიან თითს ცხვირზე არ მისმევდე.
განწყობა აღარ მაქვს, თუნდაც გავიდე გარეთ.
თმა დავივარცხნო, ის კაბა ჩავიცვა ასე, რომ გიყვარს და ახლა რომ არ გახსოვს.
ანდა არ იხსენებ, ხოდა ჯინაზე შარვლები მაცვია.ან რა ჯინი ამიტყდა?
არ მინდა უშენოდ მუსიკას უსმენდე, ან წიგნი ვიკითხო. ვისთან დავიცალო??
ჯინსიან მუხლებზე მინდა მოგეფერო და თავი დაგადო.
გრძელი თმა რად მინდა თუ არ მომეფერე:(
ჩაიც გამითავდა. ძველი მაცივრის კარებს შენი ძლიერი ხელი მოენატრა, მე კიდე ძლივს ვაღებ:(
ბუხარი არ ამინთია უკვე რა ხანია.
მოდი! ! ! როცა უკვე საკვამურიდან კვამლი ამოვა გვიან იქნება . . .

суббота, 13 февраля 2010 г.

დილა მშვიდობისაოოოოოოო

გათენდა,
აუუ რა ღამე იყოოო.
მეც გავიტანჯე და საწოლიც.
საბანი დღეს შეიძლება გაქცეული დამხვდეს და დავრჩე ისევ ბავშვობისდროინდელი სტაფილოსფერი ადიელის ამარა:)
ახლა ბალიში?! ჩემთან ერთად ასჯერ გადატრიალდ-გადმოტრიალდა.
მერე ახმაურდა და ახმაურდა ყველაფერი, უკვე დაძინება მომინდა, მაგრამ . . .
კვერცხი მოვხარშე, შემწვარი საზიანოაო და, მაგრამ არ ვჭამე, აღარ მომინდა.
არც ჩაი დამილევია და რაღაც ბოდვა ფილმს მივაჩერდი, არ მახსოვს რას უყურე.
მუცელი მეტკინა, აბი ხორხში ჩავიდე თითქმის და თავაწეულმა წყალი ისე დავლიე. თავს როგორც კი წამოვწევ აბი ისევ უკან ბრუნდება, ვერ ვყლაპავ, მაგრამ ამჯერად ვეცადე და გამომივიდა:)
ისე რასაც ვცდილობ ის ყველაფერი გამომდის თითქმის.

пятница, 12 февраля 2010 г.

აუუუუუუუუუ! ! ! !

დღე აუუუ - თი დაიწყო . . .
აუუუუ რა მეზარება ადგომააააააა!
აუუუ რა სიცივეაააააა! ! ! ფეხს ვყოფ საბნის გარეთ და ვყვირივარ.
აუუუუ ძაღლიც ყმუოდა წუხელ ეზოდან.
აუუუ გაზმორება რა კარგიააააა, ვიჭიმები რაც შემიძლიაა. ბებიის ნაქონი ფანელის ღამის პერანგიც ცოტაცაა და ტანზე შემომეხევა.
აუუუ ნეტავ ვინმე ცხელ-ცხელ ქაფქაფა ჩაის მომიტანდეს საწოლში, არა, ვინ მომიტანს მარტო ვცხორობ, ხოდა ვდგებიი.
აუუუუ რა ცივია იატაკიიიიიი, ფეხშიშველა სამზარეულოსკენ მივტანტალებ.
აუუუუ წინდების და ფლოსტების ჩაცმა მაინც ვიცოდეეეეე, რა მიყვარს ეს ფეხშიშველა სიარული.
აუუუუ, რომ შემეძლოს ასე ვიქნები ალბათ მთელი კვირა. დავლევ ჩაის დავიძინებ, მერე გავიღვიძებ, ისევ ჩაის დავლევ და ისევ დავიძინებ.
აუუუ მართლა როგორ მაკლია ძილი. სიზმრები საშინელი მაქვს, მაგრამ მაინც ძილისგუდა ვარ, წინა ცხოვრებაში ნეტა რა, ან ვინ ვიქნებოდი? გიორგი მეუბნება რომ გველი, თიკოს ეცინება ხმამაღლა, როგორც ვხვდები მასაც მოწონს ეს აზრი. მე კი ამ დროს პირს ვაღებ, ენას ტუჩზე ვადებ და ბეეეეეეე ვიძახი ჩემებურად. ისინი ისევ იცინიან. იციან ჩემი ეს ჟესტი, ანუ ,,ლაითად” გავბრაზდიი.
აუუ მობილური რეკავს. ვეძებ ყველგან, ბალიშის ქვეშ, საბანში, ტანსაცმლის ხროვაში, ტაფასაც კი ავხადე თავი საწოლის სიღრმეში შეცურებულა, ვიხრები ჩაის ჭიქით. საწოლის ქვეშ მობილურს, რომ მივწვდე ნახევრად შევძვერი.
აუუუუუუუუუუუუუუ ცხელი წყალი თითებზე მესხმებააა. გამიგია ასეთ დროს საკუთარი შარდია კარგიო, მაგრამ არააააა არ მომწონს ეს იდეა.
ააააუუუუუუუუ თითები ძალიან მეწვის, ფანელის პერანგზე გრძელ კაბას ვიცმევ, შიშველ ფეხებს ჩექმაში უყრი, გზადაგზა პალტოს და ქუდს ვიფარებ და კიბეებზე ჩავრბივარ. აფთიაქი ხუთას მეტრშია. გარეთ ნისლია და თოვას აპირებს. მიყვარს ასეთი ამინდი. რაღაც უკაცრიელის შეგრძნება კი მოაქვს, მაგრამ მაინც.
ააუუუუუუუუუ აქ მუდამ ხალხმრავლობაა. სოკოებივით არის ქალაქში აფთიაქები მომრავლებული, მაგრამ მაინც სულ რიგებია და რიგები. ცრემლები მომდის და თითებს სულ ვუბერავ. ნეტა მართლა გველი ვიყო, კანს გავიცლი და აღარ ამეწვება, ვფიქრობ უაზროდ.
- დამწვრობის რა გაქვთ? - ვცდილობ ურიგოდ მივაწვდინო ხმა მინის იქით მჯდომ ფარმაცევტს, რომელსაც თითებზე ვარდისფერი ლაქი უსვია და ლამაზად აწკაპუნებს კლავიატურაზე.
ააუუუუ, უფრო ამეწვა.
- დამწვრობის რა გაქვთ? მომეცით! - ხმას აუწიე დაა ზურგს უკან ხმა მომესმა
- ბებიის მიერ გაკეთებული რაიმე მალამო არ მოგეპოვებათ სახლში? მოვიხედეეეეეეე. ბიჭი –კაცი დგას ჩემს წინ, ასე 28 წლის თეთრ ხალათში, არ მიყვარს ფარმაცევტი კაცები , რაღაც არ მომწონს. ახლა დგას ეს ფარმაცევტი კაცი ჩემს წინ და რაღაც მალამოზე მელაპარაკება. რა ბებიის მალამო! რას ბოდავს?
აუუუ, ჩემსკენ წამოვიდა, მომიახლოვდა და უხეშად მეკითხება
_ მაჩვენეთ რა დაიწვით! მეც მორჩილად უწოდებ ხელს.
- ეს ხელი დაიწვით? მეკითხება გაოცებული.
- კი დახედეთ, თითებზე ბევრი არაფერი მეტყობა მაგრამ ძალიან მეწვის.
- კოლხური დაგიამებთ, მეუბნება და მინაზე თითს უკაკუნებს, კოლხურ მალამოს ითხოვს.
აუუუუუუუ კაცის დანახვაზე ვარდისფერლაქიანი ფარმაცევტი ფეხზე დგება იღიმება და პასუხობს - დიახ ბატონო დავით!
აუუუუუუუ პერსონააა, ვფიქრობ ჩემთვის და თითები ისე მეწვის ლამისაა ავღრიალდე. შიშველი ფეხებიც გამეყინა, ფეხის თითებიც ამეწვა. ვარდისფერლაქიანი გამონარნარდა, პატივი დამდო შემომხედა და მკითხა
- რა დაიწვით?
ააუუუუუუ ახლა ამას უხსენი. კოლხური მალამო თეთრხალათიანს უკვე ხელში უჭირავს და მიყურებს.
_ მომეცით წავისმევ, გამოვსტაცე ხელიდან მწვანე ,,ტუბიკი” , წავისვი. შვება ვერ ვიგრძენი.
- კიდევ გეწვით? - მეკითხება.
- ახლა ფეხის თითები, ვპასუხობ უცებ.
- ფეხებიც დაიწვით, თანაგრძნობა ისმის კაცის ხმიდან.
- არა გავიყინე, ვპასუხობ ისევ გაღიზიანებული და რატომღაც დაბლა ვიხედები,
აუუ ხელის მტკაველის სიგრძეზე ფანელის ღამის პერანგი მიჩანს. ექიმიც დაბლა იხედება, მე თავი არ ამიწევია დაბლიდან ამოვხედე, ვხედავ ტუჩები უთრთის.
აუუუუ ვხვდები რა სასაცილო ვარ, არადა ეს ექიმი რა მოწესრიგებულიაა.
- ბებიაჩემს ქონდა ასეთი პერანგი მეუბნება სიცილით.
- ესეც ბებიას ნაქონია ვპასუხობ და სიბრაზისგან დამწვრობა აღარ მასხოვს.
- ზუსტად ასეთი ქონდა, განაგრძობს ექიმი, გრძელ სახელოებიანია ხომ და წინ გვირილა ღილებით?
აუუუუუუუუ ჩემი ღამის პერანგიც ასეთია, ხმამაღლა არ ვპასუხობ, მხოლოდ თავს ვუქნევ.
- ბებია ბალახებისგან მალამოებს აკეთებდა, ხოდა ამიტომაც გკითხეთ წეღან მალამოზე თუ ერთნაირი პერანგები გაქვთ, შესაძლოა მალამოები თქვენც გქონოდათ სახლში, ეცადა ზრდილობიანად აეხსნა წეღანდელი უაზრო კითხვა ექიმმა. ავხედე, არაა ზრდილობის გამოსახატავად სულაც არ მეუბნებოდა უბრალოდ ლაპარაკობდა, რომ ხარხარი შეეკავებინაა, მაინც ვერ შეძლო ერთი კიდევ ამაყოლა თვალი და ახარხარდაააააააა.
აუუუუუ რა გავბრაზდიიიიიიიიიიიიიიიიი! ! ! !
აუუუუუუ რა მალე გათენდააა.
აუუუუუუ ძილი ისევ არ მეყო.
აუუუუუუ ნიცა მთელი ღამე ჭირვეულობდა.
აუუუუუ ისევ მაგრა ცივაა. ფანელის არა ატლასის პერანგი მაცვია, თუმცა ფეხზე შალის წინდები. საწოლთან ფლოსტებიც აწყვია.
აუუუუუუ ცხელი ჩაის სურნელი ნელ ნელა მიახლოვდებაა.
აუუუუუუ ასე ყოფნა ალბათ არასდროს, არაასდროს არ მომწყინდება.
- ფრთხილად ხელი არ დაიწვა, მეუბნება დათო და ჩაის მაწვდის.
აუუუუუუ მინდა სულ,სულ,სულ ასე ვიყოთ.
აუუ მე ისევ პერანგით ვარ, გრძელი ღამის პერანგით, თმაბურძგნული, ოღონდ ბედნიერი. დათო სამსახურში მიდის და მკაცრად პიჯაკშია გამოწყობილი, ისევ ისეა მოწესრიგებული. ნიცას კი ჩემი ფანელის ღამის პერანგით შეკერილ გულის ფორმის ბალიშზე უდევს თავი და ჩვენს საწოლზე ძინავს. რაც არც დათოს დედას და არც დედაჩემს არ მოწონს. შენ დათო გააგიჟე, ახლა ორივე ბავშვს გააგიჟებთ, მეუბნება დედა. დათოს დედა მხოლოდ თავის გადაქნევით შემოიფარგლება ხოლმე.
აუუუუუუუ იმ დღეს რომ თითები არ დამწვოდააააააააააა.

четверг, 11 февраля 2010 г.

გვირილები

გვირილები ჩამიწენი თმებში.
ყვითელგულა ყვავილები.
ყვითელი ხომ სიძულვილის ნიშანია .
შევცბი.
შენ კი არც კი გინანია, მიმატოვე თქეშში.
მერე არც მე მინანია, მიტოვება შენი.
გვირილები კვლავ აყვავდა, მეც თმა შევიჭერი.
დალალები როგორც გაქრა, ისე გაქრა გრძნობა.
არდა ჩვენს ერთდა ყოფნას არაფერი სჯობდა.

გახსოვს?

გახსოვს პეშვით, რომ მომიტანე წყაროს წყალი?
ვერ დავლიე და გეწყინა.
გახსოვს უჩემოდ რომ წახვედი რაჭაში
იქიდან დამირეკე და მერე მე მეწყინა.
ხევსურეთს როგორ ამომადექი?
რაჭაში წამოსვლა მე კი ვერ გავბედე.
შემეშინდა.
ვაითუუუუუუუუ,
ეს ვაითუ ახლაც მაწვალებს
გამიქარწყლეეეეეეეეეე
ანდა გადაჩვევა მასწავლე.

ვისაც თვალ აქ . . .

(ლექციათა კურსიდან “ადამიანი და ხალხი”)

,,ძნელად მოსაძებნია მასზე ადამიანური ურთიერთობა, რომელიც დედა-შვილს აკავშირებს. უაღრესად უნიკალური არსება _ დედა ხომ თავისი უნიკალური ქმნილების _ შვილის გამო ცხოვრობს. სწორედ ამ კონკრეტულ მამაკაცს უყვარს სწორედ ეს კონკრეტული ქალი _ შეუდარებელი, შეუცვლელი, ერთადერთი. მათი ქცევა, მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება პიროვნებათშორისი ურთიერთობის ძალზე ნათელი მაგალითია. ბარემ აქვე შევნიშნოთ: შეყვარებული წყვილი ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად საუბრითაა დაკავებული. რა თქმა უნდა, სასიყვარულო ალერსსაც ეძლევიან, თუმც, ესეც საუბრის გაგრძელებაა, ოღონდ _ სხვა ფორმით. ამას დაზუსტება აღარ სჭირდება. სიყვარული, რომელსაც მზერა და ალერსი ასულდგმულებს, უფრო მეტად ცოცხლდება საუბრით, დაუსრულებელი დიალოგით. სიყვარული მგალობელი ფრინველივით სტვენს და ჭიკჭიკებს, სიყვარული მჭევრმეტყველია და, თუ რომელიმე შეყვარებული მაინც დუმს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვაგვარად არ შეუძლია. ის ბუნებითაა გამორჩეულად მდუმარი.
ეს უაღრესად ინდივიდუალური ქმედება, რომელსაც ორივე მონაწილე მთელ თავის პიროვნულ სიღრმეს ახმარს, ორიგინალური შესაქმის ეს უწყვეტი აქტი _ სიყვარული _ შუამავლად მეტყველებას ირჩევს. ლაპარაკი გარკვეული ენის გამოყენებას ნიშნავს, თუმც, შეყვარებულებს არ შეუქმნიათ იგი. ენა, რომელზეც მიჯნურები საუბრობენ, მათთან ერთად არსებობდა, საზოგადოებაში ფეთქავდა. ბავშვობაშივე ჩასახლდა მასში ადამიანთა სამეტყველო აღქმასთან ერთად. რამეთუ ენას _ იმთავითვე და სამუდამოდ მარად მშობლიურს _ ითვისებენ არა გრამატიკიდან ან ლექსიკონიდან, არამედ _ მხოლოდ ადამიანური მეტყველებიდან. ყველა მიჯნურს სურს რაღაცის თქმა, ბევრის გამოთქმა, მაგრამ სინამდვილეში ეს სურვილი მხოლოდ ერთს ნიშნავს _ გიამბოთ საკუთარ ცხოვრებაზე, თითოეულის განუმეორებლად ინდივიდუალურ ყოფაზე. როცა ერთ-ერთ პირველ ლექციაში აღვნიშნე, ადამიანთა ცხოვრება თავიდან ბოლომდე რადიკალური მეტყველებაა-მეთქი, დავამატე, რომ სიყვარული ორი მარტოობის გაცვლა-გამოცვლის, ორი იდუმალი შინაგანი სამყაროს შერწყმის ცდაა და თუ ის წარმატებით დასრულდა, ორი ნაკადი გაერთიანდება, ორი ცეცხლი ერთურთს შეედუღება. აი, რატომ ეუბნებიან შეყვარებულები ერთმანეთს: “ჩემო სიყვარულო!” ან სხვა მათ დარ სიტყვებს”.

ხოსე ორტეგა-ი-გასეტი

среда, 10 февраля 2010 г.

ბაბუ

- იმერელი იქნები? – მკითხა ბაბუას ხნის კაცმა მარშუტკაში, ჯერ გაუღიმე და თავი დაუქნიე.
- ზესტაფონიდან ხარ? ვანიდან? ბაღდადიდან? ხონიდან? საჩხერიდან? სამტრედიიდან? თერჯოლიდან? ჭიათურიდან? ხარაგაულიდან? - ჩაამოყარა უცებ.
- არცეთიდან –უპასუხე ღიმილით.
- იმერელი, რომ იყავი მივხვდი, შეგხერდე და მაშინვე მივხვდი –არ დაცხრა მოხუცი.
- როგორ მიხვდით? - გულუბრყვილო გამომატყველებით ვკითხე მე. აი, შტერი გოგოები რომ სვამენ კითხვებს ისე, ბოლო მიხვდ – იიიიიიით? გავაგრძელე. კარგ ხასიათზე დავდექი. უფ, ამოვისუნთქე და სამსახური დროებით გადამავიწყდა.
-მივხვდი რა - ახალგაზრა ბიჭივით შეიშმუშნა მოხუცი. ისევ გაუღიმე.
-ზარი გამაშვებინეთ რა -მთხოვა მოულოდნელად. სადღაც დარეკა, არ უპასუხეს, სახეზე წამოწითლდა და შემომხედა. ჩემი ჩასვლის დრო იყო, დავემშვიდობე და ჩამოვედი.გზა გადავირბინე და სამსახურის კარი შევარე რომ SMS მომივიდა.
-მე აკაკი ვარ, მარშუტკაში რომ ზარი გამაშვებინეთ, ვიმეგობროთ - ჩემს ხარხარზე მთელი სამსხური გარეთ გამოეფინა და გაოცებულები შემომცქეროდნენ.

აკაკი ბაბუა ახლაც ვერ წარმომიდგენია როგორ კრეფს SMS , თუმცა კი ახლაც ვხარხარებ როცა ის SMS მახსენდება.

ამოგიჩემე:)

ამოგიჩემე,

ბავშვობიდან გამომყვა.
სოფელში –
ვინც არ მინდოდა მას ბებია ჭიშკრიდანვე ტკბილი სიტყვით იშორებდა.
რაც არ მინდოდა ის სახლში არასდროს კეთდებოდა.
ჭუკები მიყვარდა და მამა გატანჟული იყო მათი თრევით, მუყაოს კოლოფში ჩავსვამდი და . . .
მერე მე და ბებია ჭინჭრის საკრეფად ერთად დავდიოდით, ჭუკებს ცალკე და მე ცალკე მიკეთებდა ბებია ჭინჭის ფხალს.

დედა ამბობდა იმდენ ჭინჭრის ფხალს ჭამს ეს ბავშვი ეყვარება აბა არა ჭუკებიო:)

ხელისგულზე დავიდებდი მოხარშულ მწვანე ჭინჭარს, დავიძახებდი ჭუკ-ჭუკ ჭუკ და ხელისგულიდან კენკავდნენ პატარა ჭუკები საჭმელს.

ორი ჭუკი სოხუმშიც წავიყვანე, ჩემს რუს-ქართველა მამიდაშვილებთან თავი მომეწონდა დაუტოვე მერე იმათ ეშერაში.
ეს ბავშვობაში დარჩა.

ამოგიჩემე,

ახლა ბებია აღარ მყავს, მის შემდეგ აღარც ჭუკი მყოლია, აღარც ეშერაში ვყოფილვარ და ჭინჭრის ფხალიც აღარ მიჭამია.

სიჯიუტე კი გამომყვა, ხოდა . . .

ვატარებ:)

ვატარებ სამაჯურს, ,,ბრასლენტებს” საათს, ზოგ ზოგიერთების ლაპარაკს და შენს სიყვარულს.

შენ

მეფიქრება შენზე

ვდგავარ სოფლის ორღობეში, მათოვს თმებზე.
მევსება მკერდი სითბოთი, ვნებით, კვდომით და ჟინით.
მასხოვს ტალღების ტლაშა-ტლუში, ჩვენი ყიჟინით.

მეფიქრება შენზე.

ყაყაჩოების მინდორი მომენატრა, კაბა გახეული გვერდზე.
ვერ მეწეოდი და ხელი წამატანე, თმებიც გამეწეწა ველზე.
ის პატარა ჩანჩქერიც მომენატრა, შიშველი ბანაობაც ტბაში.
რა კარგი იყო, რა კარგი იყო, რა კარგი იყო მაშინ.

ყინვა

ჩვეული პოზა. სადაა მეტამორფოზააააა!
იგივე ბინა.
ისევ ის გულებიანი ზეწარი,
გაჩერებული საათი.
ფანჯარასთან დიდი კაქტუსი და იქიდან უსახო ხედი.
მომბეზრდა.
მეხუთე დღეა მომვლელი ვარ. თეო გაცივდა. თავიდან მაღალი სიცხე ჰქონდა, ახლა ცოტა არა უშავს. ცალ ფილტვზე ანთება აქვს, ყოველი მოძრაობის დროს სახე ეცვლება. წოლითი აქვს და ფანჯარა სულ ღია მაქვს სუფთა ჰაერისთვის. სითხე უნდა მიიღოს ბევრი და მასთან ერთად მეც ვიჭყიპები.
თიკო ყოველდღე ამოდის, ,,თუ ღვთის ნებაა სალხშიც გავცივდები და ვირუსი იქაც შემხვდებაო", –მითხრა თავისებური კისკისით.

სასწრაფოს ყოველ დღე ვიძახებ, ხან რისთვის, ხან რისთვის. უბნის ექიმს დაურეკე და ქალაქში არ ვარო, შეეშინდა! H1ნ1 ვირუსი ყველას აფრთხობს, თუმცა მე პირბადესაც არ ვხმარობ. სასწრაფოს ექიმიც არ იკეთებს პირბადეს, რაღაც მომწონს სიცოცხლის უსაზღვროდ მოყვარულ ჩემს ნათესავ – მეგობარ –ნაცნობების ფონზე.

შუქი ჩაქრა, ნეტავ რატომ? თეოსაც ღვიძავს. ინტერნეტშია დაკარგული. სანთელი ავანთე და ვწერ, ისე ადამიანი გაჭირვების დროს იცნობაო მართალია.

მეზობლები აივნიდან და ფანჯრებიდან მეკონტაქტებიან, მეცინება.

უკვე ბევრ ვინმეზე მეცინება, თუმცა არა გულიანად, რაღაც სიმწრით.
თამარა დეიდასთან არ შევდიოდი, გადაირია, თიკო იდგა და იცინოდა, ბაჩო ყავდათ სტუმრად, გაკოცო-თქო ვკითხე, ისიც გადაირია, წამოხტა და რამდერნჯერმე მაკოცა, მე ამეტირა, რაღაც გულჩვილი გავხდი, თეთეს ავადმყოფობის დროს სულ ასეთი ვხვდები.

ახლა უკვე წარმომიდგენია შიდსი ვირუსით რომ ვიყო ინფიცირებული რა მოხდებოდა.

ბულიონის გაკეთება ვისწავლე, კარგი გამოვიდა.

დილით რეზინის, წითელი ხელთათმანებს წამოვიცვამ, ასე დავდივარ, ვხეხავ და ვქლორავ ყველაფერს. წიკი ავიკიდე რაღაც უაზრო, სულ არ გამყვეს ნეტა.

საღამოობით თეთეს ლექსებს ვუკითხავ, ღამის ორის ნახევარზე წამლის დალევა უწევს და ვფხიზლობთ.

კონკურის დაჯილდოებაზე დამირეკეს, ნეტავ ვინ გაიმარჯვა? თეო უკვე კარგადაა და წავალ.

ვაშლის ნამცხვარიც გავაკეთე, როგორი ამას არ ვამბობ.

თეთე კარგადაა, დღეს მომინდა თმა სხვანაირად გამეკთებინა, მერე გადავიფიქრე, დამეზარა.

,,ნატვრის ხეს” ვუყურე, არ მინდოდა მეყურებია, ძლივს გამოვძვერი მგონი, მაგრამ…. . . თვალი ვერ მოვაცილე.

ბროწეულის აყვავილებამ ბოლოს ცოტა გამომიყვანა. თეთე ბროწეულზე გიჟდება, მე ვერ ვჭამ. ბრრრრრრრრრ მაჟრიალებს.
მგონი დავბრუნდი . . .

понедельник, 8 февраля 2010 г.


წავედი, მოდიხარ?
იქ დაგელოდები,ჩასახვევთან, ქუჩის ბოლოს.

წამოდი, ვიაროთ, ვიაროთ, დავიღალოთ.

пятница, 5 февраля 2010 г.

იიიიიი

ლოდი, დიდი შავი ლოდი ბეჭის დაბლა.
მირჩევნია ყინულის იყოს და დადნეს. თორემ ჰადაჰაააააა
არადა არც დნება და უფრო მძიმდება.
სადამდე გავძლებ, ან სადამდე ვათრევ არ ვიცი.
გაძლებაზე ვარ, ვის ან რის არ ვიცი, თუმცა კი ერთია -უძლებ!
მომ - ენატრეეეეეეეეეეეე
მომ - ხვიე ხელიიიიიიიიიი
მომ - წყურდიიიიიიიიიიიიი
ნუ -მომ - კალიიიიიიიიიიიიიი

среда, 27 января 2010 г.

ადრე . . .

კელიაში თაფლის სანთელი ანთია, ძირს ფერადი ხელით ნაქსოვი ნოხი აფენია.
კედლები ნაცრისფერია და აღმოსავლეთით პატარა ფანჯარა აქვს.
აქ დროებით ვცხოვრობ.
კარებთან წკრიალა ზარის ხმა მესმის, უკვე დილის ექვსი საათია.
მნათემ ჩემი ძილისგუდობის ამბავი იცის კარებთან დგას, ხელში პატარა ოქროსფერი ზარი უჭირავს და აწკრიალებს.
მანამდე იქნება სანამ არ გავიღვიძებ და ავდგები. ტაძარში მივდივარ.
ჯერ ისევ ბნელა. სუსხია, მგონი ათი ჯემპრი მაცვია. ყველა შავი, არ ვიცი რატომ.  აქ ჭრელი ჯემპრები არ წამოვიღე, ხასხასა ფერები. 
ტაძარში მნთეს ღუმელი უკვე აუნთია, ყველანი აქ არიან. ეკლესიაში შუქი არ ანთია, სანთლის შუქზე მონაზვნების მოძრაობა, კედლებზე, მოფარფატე ანგელოზებივით ჩანს. დავაგვიანე, უკვე ,,მამა ჩვენოს “ კითხულობენ. ვერ ვეზიარე.
დღეს მეტრაპეზე ვარ, ჭურჭლის დარეცხვა მიწევს.
კურთხევა მაქვს როცა მინდა მაშინ დავლიო ჩაი.
შემოვკარი აივანზე დაკიდებულ ზარს და ვაცნობე მონასტერს ტრაპეზის დაწყების დრო.
პურია გამოსაცხობი  დაბლა მცხოვრები ბერებისთვის. ფქვილი ამომაქვს, მთლად თეთრი ვარ. სხვა ზილავს, მე ტაფის ტრიალი მევალება.
შუადღით ზემოთა ტაძარში წავედით, შორს იყო დავიღალე. მერე შეშა ავზიდე სამზარეულოში და ვეღარ გავსწორდი, მუცელი მეტკინა.
მატყლის შალი შემომახვიეს, ფეხები ცხელ წყალში ჩამაყოფინეს. ჩაიც მომიტანეს.
თავის საქმე არ ეყოფათ მეც დავემატე, თუმცა ისე მივლიდნენ . . .
ყველა სათითაოდ მიხსენიებს ლოცვებში, ჩემი მოსახსენიებელიც მივეცი და . . .
მოსახსენიებელში შენ მიწერიხარ.  დედაოს, ერში ჩემს მეგობარს ამაზე გაეცინა. რა ვეღარ მოეშვიო, მხოლოდ ეს მითხრა.
ფსკვნილის გაკეთებას მასწავლიან, ვერ ვსწავლობ, ვცდილობ კი.
ფხალი უნდა მოძებნონ მინდორში, მივყვები. ჭინჭარს ბლომად ვკრიფავ.
ძაღლებიც დამიმეგობრდნენ, ორი დიდი თეთრი ნაგაზი. საჭმელს როცა ვუდგამ ხელებს მილოკავენ.
მარხვა დაიწყო, უმრავლესობა წყალზეა, ზოგიც ჩაიზე და სუხარზე. მე არცეთზე.
გადარეული ამოვედი და ახლა ვგრძნობ დავმშვიდდი. მობილური აქ გამორთული მაქვს.
საღამოს, დაბლა ხელსაქმის დიდ ოთახში ვიკრიბებით და ვქარგავთ, ყველა ჩუმად არის ჩემს გარდა. ირაკლი ჩარკვიანი მოკვდა, ძალიან მეტკინა და არ შემეძლო, უფრო სწორად ვერ მოვითმინე ეს მათთვის არ მეთქვა. არ იცოდნენ, უფრო მეტიც ზოგმა ისიც არ იცოდა ვინ იყო ირაკლი ჩარკვიანი. რაღაცნაირად შემშურდა მათი. მე იქაც ვერ მოვითმინე, ამბები ავიტანე.
გრძელი შავი კაბა ფეხებში მეხლართება, მომწონს. სარკეში შავ თავსაფარს ვიხდენ, ესეც მომწონს.
ძველი ქართული ასოების სწავლა დავიწყე, ნამეტანი ვცდილობ.
ცისკრის ლოცვაზე ღუმელთან ვიდექი, მერე კუთხეში ჩამოვჯექი. დედაოს ხმა ჩამესმა ბავშვები გააღვიძეთო. ჩამძინებია.
მალე წამოვედი დაბლა, საგიჟეში, ხოდა ახლა აქ ვარ.
იქ აბრუნებას რაღაც უნდა, ეს რაღაც კი . . . ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ

შენ მე საძებარი გყავარ, ანდა პირიქით

მე ვიცი შენ რაც გჭირს, რადგან ეგრე ვარ მეც, არაფერი არ მტკივა, არაფერი არ მაწუხებდს, ამ დროს ყველაფერიც მტკივა და ყველა და ყველაფერიც მაწუხებს. ოღონდ ეგაა ამ ავადმყოფობას სახელი ვერ დავარქვი. ეგ დეპრესიააო მეუბნებიან, არა ბატონო არ არის ეს დეპრესია. დეპრესია ყოველწამიერია, აი როცა არავინ, არაფერი გინდა. მე კი კარგად ვიცი რაც მინდა და ვინც მინდა.
ერთმა მითხრა გუშინ ჰარმონიულად უნდა ცხოვრობდე საკუთარ თავთანო. დავფიქრდი, ჯერ სიტყვები რაღაც სასაცილოდ მეჩვენა. ახლაც მეცინება, შენც გაგეღიმა? აი! ! დეპრესიონიკები კი ასე ადვილად არ იღიმებიან, ხომ გითხარი შენ ჩემი გჭირს-თქო.
რა არის ჰარმონია საკუთარ თავთან?
ან საერთოდ რა არის ჰარმონია?
გუშინ ანანო წავიყვანე ბაღში, გზაში ვფიქრობდი, რომ იმ წუთებში გულის და გონების ჰარმონია მქონდა.
მე არ ვცხოვრობ ჰარმონიულად საკუთარ თავთან, თუნდაც იმით, რომ ბევრს ვმუშაობ და დაღლილს საჭმელი შუაღამით მახსენდება, ღამე ჭამა კი . . .
მე არ ვცხოვრობ ჰარმონიულად საყვარელ ადამიანებთანაც კი.
მე არ ვამბობ იმას რისი თქმაც მინდა. (არ ვიცი, რატომ, უფრო ალბათ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს)
არ ვარ იმასათან ვისთანაც მინდა. (აქ არ დავაკონკრეტებ)
მე ბევრ რამეზე ვამბობ უარს. (სხვადასხვა მიზეზების გამო)
მე ვიმალები.
შენ ეძებ. მეც, თუმცა კი შენც იცი და მეც ვინ გვინდა, როგორი გვინდა და რა გვინდა.
მე შენ მგავხარ, ამიტომაც ეძებ არა ჩვეულებრივს, არამედ სხვანაირს. ხანდახან ფიქრობ, რომ იპოვე, მაგრამ ისიც ერთ-ერთი ჩვეულებრივ თაგანი აღმოჩენილა. გინდა რომ ის ყველაფერი იყოს შენი, ჯერ პასუხისმგებლობას გაურბიხარ და გინდა რომ ასეთი მიგიღოს, იგიჟოს, გამოგვეყს, ტყე- ღრე დადიოდეთ კარავითა და დიდი ზურგჩანთით, საგზლად ჭადი, ყველი და ლექსები გქონდეთ. კოცნიდე მუცელზე ( ან პირიქით) და არ გბეზრდებოდეს, ცეკვავდეთ კოცონის ცეცხლთან და არ იღლებოდეთ. ეცალოს მუდამ როცა კი ეს შენ გინდა, დაურეკო და გამორბოდეს. გინდა, რომ ბუხართან ერთად ისხდეთ, შიშვლები ბანაობდეთ ტბაში. სიყვარულის გარდა არაფერი გქონდეთ თავში. გინდა რომ ასე ჰარმონიულად ცხოვრობდე მასთან, რომლის სახელიც არ იცი ჯერ, გონებაში კი ვინ იცი რას ეძახი.
შენც ამ ჰარმონიულობას დაეძებ ალბათ.
შენ მე საძებარი გყავარ, ისე როგორც მე შენ. მე სანთლით დაგეძებ.

:))

მე მინდა ვიყო შენი მონაპოვარი.
არა მონა და არა ,,პოვარი”
არამედ შენი მონაპოვარი.

вторник, 26 января 2010 г.

ლოდინი

დამეკარგე . . .
ორი დღეა არ გამოჩნდი.
გელოდები . . .
ავანთე ბუხარი, სანთელი თაფლის.
შეშის ტაცა-ტკუცში ვშიშობ შენი ფეხის ხმა არ გამომეპაროს.
შალი მოვიხვიე ბებიის თეთრი მატყლის, ფანჯარასთან ვგდავარ და . ..
ჭადიც გამოვაცხე, თხელი, თითები ამჩნევია ზედ.
მეშინია, არა გარეთ სიბნელის და კედლებზე მოსიარულე აჩრდილების,არამედ . . .
ჩაი უკვე რახანია დუღს, მინა დაიორთქლა, მინაზე ჩემს სახელს ვწერ, მიყვარს მეორე დღეს შენს მინაწერს რომ ვპოულობ მის გვერდით.
ჩუმი ნაბიჯებით შემოდიხარ.
ჩანთა ჩვეულებრივ დერეფანში დააგდე, დილით ვპოულობ ყოველთვის.
ვერ ვდიასახლისობ, ისე დაღლილი ვარ შენი მოლოდინით.
ცეცხლის ალს უყურებთ, ბების დროინდელი ეს ტახტი ისე მაგარი აღარ მეჩვენება.
მ ე ძ ი ნ ე ბ ა.

საქანელა

ახლა
- საქანელა.
გოგო მაღალკანჭა.
ბიჭი აწოწილი.
თვალის გაპარება აფრიალებულ კაბაზე.
მანამდე
- აიწონა დაიწონა.
გოგო და ბიჭი ხმამაღლა კისკისებენ,
კაბის აფრიალებას ბიჭი ვერ ამჩნევს.
მერე მინდორში ერთად კოტრიალობენ . . .
ეს იყო ბავშვობაში.
საქანელა მაღლა ადის, მაღალკანჭა ტკრციალებს.
საქანელას თოკი გრძნობს აწოწილის ფიქრს, ისე ჟინით უჭერს ბიჭი თითებს.
გოგო ციდან ფეხებს ასხმარტალებს, წამებში დაბლა ჩამოდის და ისევ მიწიერი ხდება.
აფრიალდება საქანელა ჰაერში და თეთრი კოჭებიც ცის ცისფერიდან სხვანაირი ჩანს.
აიწონად დაიწონა ჯობდა, ფიქრობს ბიჭი დანანებით და ცდილობს ცას აღარ ახედოს.

понедельник, 25 января 2010 г.

სოფელში . . .

სოფელში ვარ. აქ თოვლია. ვარდიკო ბებიასთან ჩავედი, ცუდად ყოფილა და მაინც პურს აცხობდა. დამჭკნარი,გრძელი თითებით გემრიელად აბრტყელებდა ცომს. მომიარა, ფქვილიან ხელებზე ვაკოცე, აეტირა. მეც ამეტირა, ჩემს სოფელში ვარდიკო ბებია მგონი ყველაზე მოხუცია. ბებიას დაქალი, მის ახალგაზრდობის ფოტოებს რომ ვნახულობ ულმაზესია, უკან გადაწეული თმებითა და მარგალიტა კბილებით. ორი შვილი ყავს მკვდარი, მათი ფოტოები საწოლთან უდევს პატარა მაგიდაზე. დალოცვა იცის, რაღაც თბილი და ასატირებელი. ახალ რამეს რომ შემამჩნევს მზით გაცვითეო მეუბნება. ახლაც მაგიდასთან დამსვა, თან ბეჭებზე მეფერება თან საჭმელს მაძალებს. წამოსვლისას კვახი გამომატანა, დიდი, ყვითელი. აივანზე, როგორც თვითონ იცის თქმა ,,ჩულქში” ჩაყრილი კაკალი, ხახვი და ნიორი უკიდია. კედლის მარჯვენა მხარეს ათიოდე სანტიმეტრზე ცემენტის კედელი მინითაა დაფარული ,,ნოდარი” იკითხება იქ ვარდიკო ბებიას შვილის სახელი, თვითონ დაუწერია და მერე ასე შემოინახა დედამ. ზაფხულზე როცა კი ვარდიკო ბებიასთან გადავალ ხოლმე ის ამ წარწერასთან სულ ახლოს ზის. აქ აჩევს ლობიოს, აქ ნაყავს ქვასანაყით სუნელებს და სტუმრებსაც აქ იღებს. ხილს საერთოდ არ ჭამს სულთმოფენობამდე, შვილებს არ მიუვათ საკურთხზე წადგმული საჭმელიო აბობს. საკურთხზე კოკრებს აკეთებს, პატარა ყველიან მრგვალ ხაჩაპურებს, მარხვაში გულში კაკალს უდებს.

მეფარეეეეეეეე

შენი ხელისგული წვრილი ხაზებით, ჩემს სახეს ისევ ახსოვს.
კარავი მწვანე, თეთრი თოკებით, გონებას შემორჩა.
ისევ თვალწინ მიდგას კოცონის ანთება ქვებით, ასანთი გახსოვს? დაგვეკარგა ქვევით.
შავი თუჯის ქვაბი, დაბლა გამოვართვით ერთ მოსახლეს.
ქვაბიც მოგვცეს და გახსოვს? მეორე დღეს ღვინოც რომ მოგვართვეს?
იმ საღამოს წვიმა ჩამოვიდა კარავში, ჭერად შენ მეფარე.
მერე კი მეფერე, მეფერე, მეფარევ.
ოოოოოოო დიდიხანს იყავი შენ ჩემი მეფარე.
ახლა დაუცველი ვდგავარ, შენად შემიფარეეეეე.

:((

გვირილები ჩამიწენი თმებში.
ყვითელგულა ყვავილები.
ყვითელი ხომ სიძულვილის ნიშანია .
შევცბი.
შენ კი არც კი გინანია, მიმატოვე თქეშში.
მერე არც მე მინანია, მიტოვება შენი,
გვირილები კვლავ აყვავდა, მეც თმა შევიჭერი.
დალალები როგორც გაქრა, ისე გაქრა გრძნობა.
არდა ჩვენს ერთდა ყოფნას არაფერი სჯობდა.

გიტან:)

თითებს აკაკუნებ მაგიდაზე, იცი, არ მიყვარს მაგრამ მაინც.
ლამბაქზე ჩაის ასხამ და ისე ხვრეპ, იცი, არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
ღამით ბამბის პიჟამოებს იცმევ, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
საბანს კუთხიდან შენსკენ ქაჩავ, იცი არ მიყვარს მაგრამ მაინც.
და იზმორებიი გაუთავებლად, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
მკოცნი კისერზე, მალებზე, მხრებზე, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
საბნის ქვეშ ძვრები და იქიდან მაშინებ, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
დილით ვარდისფერ პერანგს იცმევ, იცი, არ მიყვარს, მაგრამ მაინც
მიყვარხარ და გიტან რააააააა

წწწწწწ

ვეწევი სიგარეტს, ცხოვრების მძიმე ჭაპანს და ძირს გადავარდნილ საბანს ზემოთ.
ვეცემი ყინულზე და შენზე:)

აჰა

თუ ცოლ-ქმარი ერთ სულ და ერთ ხორცად იქცევა, მაშინ საქორწილო ხელშეკრულება რაღა საჭიროა. სად გავიგონე არ მახსოვს. ფრაზა კი ჩამეჭედა. სამჯერ მაქვს საქორწილო ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი. აქედან ერთხელ ვიქეცი ერთ სულ ერთხორც. ანუ ჯვარი ერთხელ დავიწერე.
ხელშეკრულება პირველი.
– პირველი იყო და ვნერვიულობდი. ორი ადვოკატი ავიყვანე და ორი ღამე არ მეძინა, რამე არ გამომჩენოდა. მეორე ნახევარი და სარეცელი ვიღას ახსოვდა. საწოლამდე უკვე ნახევრად მძინარე მივდიოდი.მერე გამოვცოცხლდი ხელშეკრულებაში პუნქტი – ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაც შედიოდა. თან ნომერ პირველი ადგილი ეკავა.

მერე კი გადავიტანე ეს პუნქტი მეცხრე ადგილზე, (ახლა არ დაიწყოთ აბა რას თხოვდებოდიო და მორალის კითხვები), მაგრამ ახლა ამ საკითხში დილეტანტი ვიყავი და. რატომღაც ვერ შევეგუე. არადა ის, ისე წესიერად იქცეოდა, არცეთ მუხლს არ არღვევდა. როცა შევეკამათებოდი არასწორად მოიქეცი - მეთქი იღლიაში ამოჩრილ ხელშეკრულებას გადაშლიდა და მაჩუმებდა. მაინც მივაღწიე ჩემსას. ერთ დღესაც დატოვა ჯაგრისი გაურეცხავი და ასე დამრჩა აგარაკი, მისი სამი მანქანა და ყოველწლიურად მისი ბიზნესიდან 65 პროცენტი შემოსავალი.
ხელშეკრულება მეორე
– უკვე გამოცდილი ვიყავი. ისე ჩავაწიკწიკე მუხლები და ჩამოვთვალე ჩემი მოთხოვნები, რომ ადვოკატსაც და მეორე ნახევარს მგონი ახლაც პირები აქვთ ღია დარჩენილი.
მეორე მესარეცლის ადვოკატი ,,კრუტოი” ვიღაც აღმოჩნდა. გამაწამა რა. ყოველ მუხლზე მიკირკიტა. არც მე დავთმე. ჩემი ათივე ძაღლის მოვლა-პატრონობაც ჩავაკვეხე. შაბათ –კვირა დასვენების დღედ ავიღე. შვილის ყოლის შემთხვევაში და შემდგომ გაცილებაში შვილი დედას უნდა დარჩეს. არ იყოს აკრძალვა ჩაცმაზე. ნუ წვრილმანებიც არ გამომრჩა რა. ვინც პირველი მოითხოვდა განქორწინებას უძრავ-მოძრავი ქონების 80 პროცენტი მას რჩებოდა. ბოლოს აქაც გამიმართლა. ნებისყოფა აღმომაჩნდა ურყევი. ერთხელ გაცეცხლდა და პოლიციაც თავზე დავაყენე.
ხელშეკრულება მესამე
- ,,უჟე’’ პროფესიონალ"! ვფიქრობ ჩემთვის და თავი მომაქვს. პირველ დღესვე ვხვდები, რომ ეს სხვაა. არც ხელშეკრულება მაინტერესებს და არც ადვოკატის ჩიჩინი შემდის ყურში, ეს ასე არ ვარგა, შეცვალე, ეს ამოიღე, ეს გადავაკეთოთ. ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. არც აგარაკი მაინტერესებს, არც მისი უძრავ-მოძრავი ქონება. არაფერიიიიიი. შეყვარებული ვარ ყურებამდე. გამოდებილებამდე შეყვარებული. და ეს ,,უჟე პროფესიონალი” ახლა ვზივარ სოფელში, ვზრდი ოთხ შვილს. ვათუხთუხებ ,,ბორშს”, ვზილავ ცომს, ვაცხობ პურს, ვამუშავებ მიწას, უვლი საქონელს. ხელშეკრულებას არც დავხედე და აიიიიიიიიიი. იესეც შენი სიყვარულიიიიიიიი.