вторник, 6 апреля 2010 г.

უკვე მეორედ!

უნდა წავიდე! სად ჯერ არ ვიცი, ეგ კი ვიცი აქაურობას უნდა გავცილდე.
როგორც ფოთოლი ან გამხმარი კანი სცილდება ხეს.
როგორც გველი იცვლის ტყავს ისე უნდა შევიცვალო.
უნდა წავიდე! უკვე ვიგუდები!
უკვე მეორედ! პირველად წასვლა ვერ მოვახერხე, დავრჩი გამოშრალი.
უკვე მეორედ! რას მერჩით?! რა გინდათ?! რა გთხოვეთ?! ასე რომ გამიმეტეთ?!!!
დავიღალე! მართლა წავალ სოფელში, მოუვლი ეზოს, არ გავალ გარეთ. ვიქნები მარტო.
ჩემს სოფელში ცა იქვეა ხელის გაწვდენაზე, აქ კი მეშორება.
სოფლიდან უფრო მალე ავალ ცაში, თუნდაც ასკინკილით ვეცადო.
დღეს ჩემთვის ცამ პირი გადაიხსნა, მეორედ იქუხა და მეორედ თავზე ჩამომექცა.
მეტს ვეღარ გაუძლებ!

2 комментария:

ნინო комментирует...

რა მოხდა მატასი? შემეშინდა ((

’’სოფლიდან უფრო მალე ავალ ცაში, თუნდაც ასკინკილით ვეცადო’’ - ძალიან დამთრგუნველია

Анонимный комментирует...

გეთანხმები ნი ძალიან დამთრგუნველი..(( მე სხვანაირი მატასი მომწონს, იცი როგორი??????? გი ჟმა ჟიიიიი...))))))