понедельник, 25 января 2010 г.

გიტან:)

თითებს აკაკუნებ მაგიდაზე, იცი, არ მიყვარს მაგრამ მაინც.
ლამბაქზე ჩაის ასხამ და ისე ხვრეპ, იცი, არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
ღამით ბამბის პიჟამოებს იცმევ, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
საბანს კუთხიდან შენსკენ ქაჩავ, იცი არ მიყვარს მაგრამ მაინც.
და იზმორებიი გაუთავებლად, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
მკოცნი კისერზე, მალებზე, მხრებზე, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
საბნის ქვეშ ძვრები და იქიდან მაშინებ, იცი არ მიყვარს, მაგრამ მაინც.
დილით ვარდისფერ პერანგს იცმევ, იცი, არ მიყვარს, მაგრამ მაინც
მიყვარხარ და გიტან რააააააა

2 комментария:

ნინო комментирует...

არა, არა, ეს ბლოგი ჩემი ფავორიტების ფავორიტი, უფავორიტესი ბლოგია, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. მიყვარს! ძალიან, ძალიან!

matasi комментирует...

გაიხარეეე:)