воскресенье, 14 июня 2026 г.

ბახ!

რამდენიმე დღეა არ შემხიანებია, მეთქი რამე ხომ არ მოხდა და არ ვიცი, მის სოციალურ ქსელს ვეცი, არაფერია, გადავედი მეგობრებზე, იქაც არაფერი. და ჰყავს ვიცი და  მისი მოძებნა არ გამჭირვებია, მასთანაც არაფერი, მერე დის  ფოტოებს ჩავყევი  . . . 

მტკვინეული? მთლად ამ სიტყვას არ ვიტყოდი, თუმცა არანაკლები იყო ის განცდა როცა აღმოვაჩინე . . .

მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი რამ დაუმალავს ჩემთვის, არადა იმ დღეებში ვნახე, ეთქვაა, ეს სიხარული როგორ დაიტია? ! 

იმ დღეს მხოლოდ რამდენიმე ფოტო  ვნახე.

ეშმაკი შემიჩნდა და მეორე დღეს ისევ დაუბრუნდი ფოტოებს, რას ვეძებდი არ ვიცი. ჩავყევი კომენტარებს, მილოცვებს, მერე მათ პროფილებზე ვიძრომიალე, გადავედი ნათესავოდან ნათესავზე და ბახ! 

ამ ცისფერ პერანგში მუდამ განსაკუთრებულად მომწონდა! 

Комментариев нет: