пятница, 20 июля 2012 г.

იწილო-ბიწილო

გუშინ უარი ვთქვი. ფუ! რა დაწყებაა!! ორწლიან ურთიერთობაზე უარი ვთქვი და უთხარი - მორჩა -თქო, არადა ეს შაბათ-კვირა ბორჯომში უნდა გავეტარებინა. ორი თვეა ვგეგმავთ. გუშინ საღამოს კი კარგად იყავი-მეთქი. ჯერ ხუმრობა ეგონა, მერე გაუკვირდა. არაა ისეთი რამე დამაძალოს, შენი ნებაოო, მაგრამ მაინც კარგა ხანს ჩამეძია მეთქვა ერთ დღეში რა შეიცვალა.

რა შეიცვალა? მე ერთგული ტიპაჟი ვარ - აი ისეთი, უბრალო ფლირტაობაც და ორ დღიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორებაც, რომ გულს ტკენს და ამიტომაც არასდროს არ მინდა ეს ხანმოკლე ურთიერთობები. ერთხელ ზღვაზე ჩემმა მეგობარმა ბიჭი გაიცნო, ორი კვირა ერთად იყვნენ, წამოვედით და თეას აღარც გახსენებია. არ მოგენატრა-მეთქი, რომ ვკითხე ორი დღის შემდეგ გაიცინა, აღარც მახსოვსო. გავოცდი. მე მახსოვდა ბაჩუკი და:)
ხოდა, ჩვენი ურთიერთობა, რომ დიდხანს არ გაგრძელდებოდა დასაწყისში უკვე ვიცოდი და უფრო მეტად შევჩვეოდი ამის შემეშინდა, არადა უკვე შეჩვეული ვარ, თან ძაან.
როცა ერთგულებაზე ვლაპარაკობდით სულ იცინოდა - ერთგულება არა კვახი.
ან თავიდან რას დავიწყე. თავიდანვე ვიცოდი ვინც იყო და რაც იყო. ცოლიანი, რომ იყო თავიდანვე ვიცოდი, შვილიც, რომ ჰყავდა. რა მნიშვნელობა აქვს ცოლი ახლა გაბრაზებული თუ დედასთან ცხოვრობდა.
არც მატყუებდა, ცოლზე თვითონ მომიყვა, ღამისეულ თავგადასავლებსაც მიყვებოდა და სასმელის დალევის შემდეგ რა სიგიჟების ჩადენაც შეეძლო ეს მე კი არა კუკარაჩას და ტანკის ამბავის არ იყოს ქვეყანამ იცის.
მე მომწონდა მასთან ურთიერთობა,ასეთი ლაღი, გახსნილი არცეთ კაცთან არ ვყოფილვარ.
მე ვყვებოდი მასთან ყველაფერს, ვყვებოდი ისეთ რამეეებს მერე მე თვითონაც მიკვირდა.
არა, თავიდან არ უნდა დამეწყო.

ზუსტად იმის საპირისპიროა, როგორიც მინდოდა ცხოვრებაში შემხვედროდა, თუმცა მაინც ვაგრძელებდი ურთიერთობას. უნდა დამემთავრებინა. გუშინ დავამთავრე.
როგორ ვარ? ჯერ ჩვეულებრივ. აწი ვნახოთ. ზუსტად ვიცი - ის წუხელ ბევრ სასმელს დალევდა და როგორც თვითონ იცის თქმა ვიღაც გოგოს აეკიდებოდა.
მე მუქი-მუქი შავი ჩაი დავლიე წუხელი და ღამით ბებიაჩემი მესიზმრა. თეთრი სანდლები მომიტანა.
ახლაც მწვანედ ციმციმებს ფეისბუქში და არ მეხმიანება, არც მე. ასე სჯობს. იწილო-ბიწილო დამთავრდა.

Комментариев нет: