среда, 15 августа 2012 г.

ზღვის ბოდვები

ვნება მუხლებთან დაყურსული, წყლისფერი თვალებით იხედება.
ლურჯად მოტორტმანე ზღვის ნაპირი ქაფიან თავგადასავალს მპირდება.
კოჭებმაც შეიგრძნეს ფერადი კენჭებიც.
და მეც ვნებდები მოვარდნილ ტალღას რბილს და მრისხანეს.
დაბლა დაცურავენ თეთრი თოლიები,
ქერა ქალების ბუმია პლიაჟზე,
ღამდება . . .
ლიფის სარტყელი ელვარებს კვლავ თეთრად, ვიწროდ და ხაზივით. ხვალ ესეც გაქრება . . .
წითელი ტაფა - მზე აღარ ჩანს ღრუბლებში, იძინებს ეტყობა.
სამაგიეროდ კვლავ ფხიზლობს პლიაჟი, სავსეა წყვილებით.
მოთენთილ სხეულებს დაღლა არ ეტყობათ.
წინ მთელი ღამეა ხმაურით აწყვეტით,
ვნებით და ნდომით სავსეა ჰაერი.
ქვიშა კვლავ ცხელია, ვერ ვაღწევ შენამდე
და იქნებ შენ შეძლო მოღწევა ჩემამდე?:)

Комментариев нет: