вторник, 23 августа 2011 г.

მთაში

წავედით. ავიკარით გუდანაბადი და აუყევით მთას. ნახევარი გზა მანქანით ვიარეთ, მერე ძალიან აღმართები, რომ დაიწყო და ძალიან მომინდა მარტოები ვყოფილიყავით, - ფეხით ვიაროთ - მეთქი და მანქანა ბარში გაუშვით.ზურგზე უზარმაზარი ჩანთებით მთას აუყევით. სადღაც ზემოთ ხის სახლი გველოდა. დაღამებამდე უნდა ავსულიყავით,თუმცა აზრი ღამე ხის ქვეშ გაგევთია ორივეს ძალიან მოგვწონდა, მაგრამ რახან ზემოთ სახლი იყო ხის, რომელიც რამდენიმე დღე ჩვენი იქნებოდა, ანუ საერთო ჭერი გვექნებოდა, გვხიბლავდა და სახლისკენ მივილტვოდით. სახლი არც ისე შორს ყოფილა, მალე გამოჩნდა, ყავისფერი ორი პატარა ფანჯრით.

ჩანთები დავყარეთ და ერთმანეთს ვეცით. დაღლილს სხვანაირი სუნი ქონდა, ძაან ჩემი იყო, ვკოცნიდი ყველგან. - აკი დავიღალეო - ხარხარებდა თავისებურად.

მერე მივაწყ-მოვაწყეთ ყველაფერი. სანთლები გვქონდა წამოღებული სულ თაფლის, როცა ჩამობნელდა ავანთეთ. ის სკამზე იჯდა მე ძირს ვიწექი თხელ ფარდაგზე, მის ფეხებზე მედო თავი. სანთლები ცეკვავდნენ და მე მოკუნტული ისეთი ბედნიერი ვიყავიი. სახლი ძაან ხმელი იყო, მეტი სიხმელიგან ხეები ერთნამეთს იყო დაშორებული და ჭრილში ვარსკვლავებიც ჩანდა ალაგ- ალაგ. მინდოდა არ გათენებულიყო.

ჩაი გვქონდა ბევრი და რამდენიმენაირი, სულ აქ დავრჩებოდი საცხოვრებლად.

დღე ხის კევებს ვაგროვებდით, მერე კბილებზე მეწებებოდა და ვერ ვიშორებდი, მერე მასწავლიდა როგორ უნდა დამეღეჭა,რომ კბილებზე არ ამკვროდა.

კარტოფილს ვწვადით ნაკვერჩხალზე. სუხარი გვქონდა ბევრი, უფრო ბევრი კოცნა. არ ვიღლებოდით.
წყალი იყო შორს, ჭურჭელი პატარა, ამიტომაც ხშირად გვიწევდა წყაროზე ჩასვლა. კარტს ვთამაშობდით და წაგებულს ამოჰქონდა ხოლმე წყალი, ძირითადად მე ვაგებდი, ამ დროს ორივე მივდიოით ხოლმე :)

ერთ ღამეს იწვიმა, ხის სახლშიც ისმოდა კაპ-კუ, კაპ კუპ. მერე ცეცხლი დავანთეთ, ბევრი ვიცეკვეთ. უფრო მეტი ვსვით. ჭაჭის არაყი, დაბლა ვიყიდეთ სოფელში. როგორც ბაბუამ იცოდა ნამდვილი ცეცხლი იყო, სამაგიეროდ სამჯერ დავსველდით და არ გავციებულვართ. ირგვლივ ხეებზე ჩვენი ტანსაცმელი იყო მიმოფენილი. ჩრდილში სულ ჩემები, მზეზე მისი. ჩემი ტანსაცმელი გვიან შრებოდა. მომწონს შიშველი, რომ დადიხარო, მეც მომწონდაა ასე. არც ბავშვობაში მყვარებია ტანსაცმელი, სადაც მოვიხელთებდი იქ ვიხდიდი თურმე. აქ გასაქანი მომეცა და . . .

მერე მუხლს ზემოთ რაღაცამ უკბინა, მთელი ღამე არაყის საფენებს ვადებდი, გაუსივდა. შემეშინდა, ალბათ იმიტომ რომ მის გარეშე ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. ორი დღე კოჭლობდა, წყალზეც მე მიწევდა სიარული, ტოტების შეგროვებაც და საჭმელიც გაკეთებაც.

ათი დღე გავიდა. წამოვედით. გზაში ხმა არ ამოგვიღია. ბარს რომ მიუახლოვდით ისევ უხმოდ დავყარეთ ჩანთები და ერთმანეთს მივეწებეთ. ავბრუნდეთ რაა - თქვა და თვითონვე გაეცინა.
ხის ქოხი გაისადაც იქ იქნება - წავჩურჩულე და მუხლზე მოვეფერე.


6 комментариев:

Tako комментирует...

კაი იყო :))))

matasi комментирует...

თაკო, ზღვის შემდეგ განსაკუთრებით ხო?:))))

მანჩო комментирует...

კარგი იყო♥მეც ვნახავ ხის სახლს და წავალ(თ)

matasi комментирует...

:) მაჩუტო და გიორგი აუყვნენ გზას, მიადგნენ სახლს დაააააა!!!!!!!!!!!!!!!:)
და-და-და- და:)))))))))

Анонимный комментирует...

iyo Tu gindoda yofiliyo?:)

matasi комментирует...

ანონომუსოო, ეს დოკუმენტური მასალების ბლოგი კი არ არის:)