вторник, 22 декабря 2009 г.

ჩურჩხელამდე . .

ზურგი მეტკინა, მთელი დღეა ვზივარ და ვწერ. გარეთ კარგი ამინდიაო, თბილაო, მიკიჟინებდნენ , მაგრამ ტრაკიც ვერ ავწიე სკამიდან.
საღამოს გავედი, თუმცა რატო საღამო. ზამთარია, თორემ ზაფხულზე ამ დროს ვიღვიძებ და მერე ვიწყებ ფართხალს.ხოდა, უკვე ქუჩაში ვარ. ქუჩაში გადასვლის ხომ მეშინია და (სკოლის მოსწავლესავით) გავიხედავ ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ და თუ ათ მეტრში მაინც არ არის მანქანა გადავრბივარ გზაზე. სად წავიდე? არავისთან მისვლა არ მინდა. ოთახში ისედაც კი ვიჯექი. ,,კურტკის” ქუდი წამოვიფარე. გზის მხრიდან პურის სუნი მოდიოდა. არა, პური არ უნდა ვჭამო, მერამდენედ ვდებ ამ პირობას აღარ მახსოვს. პირობა იმიტომ ქვია, რომ დაარღვიო, მერე ისევ დადო, მერე ისევ დაარღვიო და გადის რა ცხოვრებაც. თიკომ დამირეკა სალათები გავაკეთე და ამოდიო. თავადს წაყვა გოგო და ვეხუმრები ხოლმე გლეხის ქალი საჭმელების გასაკეთებლად მიგიყვანეს თქო:))
ხოდააა ჩემო ბატონო ( ასე ბაბუამ იცოდა:() იმას ვამბობდი რომ წეღან ქუჩაში ვიყავი ხალხი ნაძვის ხეებს ყიდულობდაა, გაფშეკილ ტოტებიან პლასტმასებს. თოვლი მინდა, ბაბუ გამომიგზავნე რა თოვლიი. ახალ წელს ბაბუას სახლში ვხვდებოდით ხოლმე. ბაბუა ყოველთვის 14 იანვარს ითენებდა (ესეც ბაბუსა სუტყვაა) ახალ წელს. ბუხარზე წვავდა გოჭს, მე და ჩემს ძმებს გაწამაწია გვქონდა თუ ვინ დაატრიალებდა ჯოხზე აცმულ გოჭს. მე პატივი მქონდა გოჭზე მარილიანი წყალი წამესვა. ოღონდ გოჭი არავითარ შემთხვევაში ჩვენი არ უნდა ყოფილიყო. ვყიდულობო გვატყებდა მაშინ ბაბუა. ჩურჩხელებსაც ამ დროს აცვამდა ხოლმე ბებია, ,,თქვენ ახლა ხართ აქ და ადრე რატომ გავაკეთებდიო’’, - გვიხსნიდა. ამოავლებდა ბებია ჩურჩხელას, დაკიდებდა ჯოხზე, ჯოხები სკამებზე იყო დამაგრებული. მერე ჩვენ იატაკზე ვწვებოდით და ჩურჩხელის ჩამონაწვეთი თათარას პირს ვახვედრებდით. აუუუუუუ.

Комментариев нет: