суббота, 19 декабря 2009 г.

ერთაოზა სკივრშია, სკივრი კი. . .

თავი პირველი
ერთაოზა მყავს სკივრში დამალული, არავის ვანახებ.
ყველანი რომ წავლენ, ან დაიძინებენ სკივრს მაშინ გავაღებ.
ხოდა, დაელოდე ალიონს ჩემსავით, არ გინდა რომ ნახო?

თავი მეორე
ერთაოზა კეთილია, არა ბილწი, მაღალია, ხმელ -ხმელია ჩემი ბიჭი.
სკივრი ბნელ ოთახში მიდგას, ნაფტალინის სუნით სავსე.
ერთაოზა იქ ფეხს ვერ შლის მოკუზული დადის ხოლმე.
მაინც მიყვარს ერთაოზა, ჩემი სკივრის ბინადარი.
დამალული, უხილავი...

თავი მესამე
რაღას ელით? ერთაოზა გინდათ ნახოთ? ვერ მოგართვით.
ერთაოზა ჩემს სკივრშია, ჩემი სულის ერთ ოთახში.
ახლა ძინავს, ჩუუუუუუუუუუუ ახლა არ გამიღვიძოთ.

2 комментария:

Анонимный комментирует...

``ერთაოზა ჩემს სკივრშია, ჩემი სულის ერთ ოთახში`` - მომეწონა, ძალიან :))) ჩემი ერთაოზაც ჩემს სკივრშია :))))

Анонимный комментирует...

ჩემი ერთაოზა მეზობლადაა:)))

თაკო