კარზე კაკუნია. გასაღების წაღება დაავიწყდა ეტყობა - გავიფიქრე და საკეტი გადავატრიალე. ზღრუბლზე უცხო მამაკაცი იდგა. გამიღიმა და მომესალმა. მეც დაბნეულმა გავუღიმე. ამ სახლში არავინ ცხოვრობდა და არც არავინ მოდიოდა ჩვენს გარდა. მე და დათუ ავდიოდით ხოლმე, შეუთანხმდებოდით ერთმანეთს და ავრბოდით . ახლა კი სტუმარი...
- დავითს დაუძახეთ, - მითხრა კაცმა და ისევ გამიღიმა.
- გასულია, - ვპასუხობ და საკუთარ თავზე ვბრაზდები ან ტანზე ჩამეცვა , ან სათვალთვალოში გამეხედა.
- მალე მოვა? - მკითხა და პასუხს არ დალოდებია შემოვიდა.
- კი, კი, დაბრძანდით, - ვუთხარი და უარესად დავიბენი.
სტუმარი სკამზე დაჯდა, მე ფეხზე დავრჩი. გრძელი, მხარზე ჩამოცურებული მაისური გავისწორე და როგორც სხვები იქცევიან ხოლმე ვითომ უდარდელად ფანჯრისკენ გავიხედე.
კარები გაბრახუნდა. ნამცხვარი მოგიტანეეეეე - გააგრძელა დათუმ და ოთახში შემოვიდა.
- მამა - ხმაში გაკვირვება იგრძნობოდა. მამაა!!!! რატომღაც მუხლები მომეკვეთა მე.
- მამაჩემი - მითხრა და შემომხედა.
- ჩაის მოვადუღებ -წავიბუტბუტე და ოთახიდან გავედი. მაცივარს ავეკარი და გავირინდე. უკვე მეცხრე თვეა ერთმანეთს ამ ბინაში ჩუმად ვხვდებით. აქამდე მშვიდად ვიყავით. მოგვაგნეს - გავიფიქრე და გული დამწყდა.
- რა გჭირს - კისერთან მომეფერა დათუ , როცა მაცივარზე მიკრულს თავზე დამადგა.
- არაფერი - გავუღიმე მე.
- წავიდა? - ვკითხე ხმადაბლა.
- არა, ჩაის დალევა უნდა, -ჩურჩულით მითხრა და გაზზე ჩაიდანი დადგა.
საძინებელში გავედი, ჩავიცვი და როცა მამა-შვილთან ჩაი შევიტანე ორივე უცებ გაჩუმდა. ჩემზე ლაპარაკობდნენ - გავიფიქრე რატომღაც. ლანგარი მამამისმა გამომართვა. გავდნენ ერთმანეთს. ასეთი იქნება ალბათ 20-25 წლის შემდეგ დათუ . ასეთი იქნება ალბათ ჩვენი შვილი თუ გავაჩენ - გავიფიქრე და მომინდა ორსულად ვყოფილიყავი.
მერე ისევ სამზარეულოში გავედი. არ ვიცი რატომ. ისევ მაცივარს ავეკარი და მუცელი ამეწვა. როცა ვნერვიულობ მუცელი მეწვის ხოლმე.
ნამცხვარი დავჭერი და ისიც ოთახში შევიტანე - კარგი დიასახლისის როლი მომინდა უცებ. მამამისმა გამიღიმა. დათუმ ძლივს შეიკავა ხარხარი. მერე მითხრა სიცილით - რა იქალეეე.
არადა მართლა მომინდა მექალა და მამამისისთვის თავი მომეწონებინა.
-იცის რომ შენთან ყოფნა მინდა და ესაა მთავარი, რა მნიშვნელობა აქვს მოეწონე თუ არა, - მითხრა ღამით.
- მართლაც -გავიფიქრე მე და მშვიდად დავიძინე.

Комментариев нет:
Отправить комментарий