ტუჩის სისხლს სხვა გემო აქვს, უფრო მლაშეა.გადაყლაპვაც რომ არ გინდა და მაინც ყლაპავ, რადგან ფარდის უკან ოთხი წლის შვილი დგას ცისხელა თვალებით. ცრემლების უკან ჩაბრუნებაც ვისწავლე. თავიდან მიჭირდა ახლა გამომდის. მწარეა ძალიან, თუმცა მივეჩვიე.
არადა, მას ეს უფრო აცოფებს, რატო არ ტირიხარ!!! - ბღავის და მოდის. სახეს ვარიდებ. მარიამი სულ სახეზე მაკვირდება, ამიტომაც დახრას ვასწრებ და ფეხი თავზე მხვდება. არ ვინძრევი. მხეცი როცა ნადავლი გაუნძრევლად არის არ ეკარება, ეს კი პირიქითაა.
დღეს მარიამი გავაშვილე.

Комментариев нет:
Отправить комментарий