მეზობელმა ჩიტის ბუდე მომიტანა ხის, ყვითლად შეღებილი.
- მე გავაკეთეო, შენს სახლს მოუხდებაო და აივანზე დამიმაგრა. ჩაი შევთავაზე
- ამ სიცხეში ჩაი რად მინდაო, - გადაიხარხარა.
- ცივი წყაალი დამალევინე მაცივარში არ გაქვსო მითხრა და ისევ გაიცინა. მერე დათუ აიტაცა ხელში. წყალი მივუტანე, დალია, რომ სვამდა ვუყურებდი, ხშირ, მუქ, წვერზე დაეკიდა წყლის წვეთები. სახეზე შავი იყო, წყალი რომ მოიყუდა თავი ასწია, ყელი თეთრი ქონდა. ზემოდან დამხედა და მითხრა
- დღეს სოფელში ვიღაც უცხოებმა გიკითხეს.
- ვინ იყო?- ამოვილუღლუღე ძლივს.
- ორი ბიჭი იყო, ერთი კიკინიანი, შენ გეძებდნენ. მე ვუთხარი სოფელში ეგენი წლებია არ ამოსულან თქო, სწორად მოვიქეცი? მკითხა და მომაჩერდი.
- ხო, ხოო - გავუღიმე მე.
- უფფ, ვნერვიულობდიო.ჭიშკარში როგორ გავიდა არ გამიგია. კიკინიანი, კიკინიანიი, კიკინიანი.
კიბეზე ჩამოვჯექი. დღეს არა ხვალ მოვიდოდა. თავს მარტო კარგად ვგრძნობდი, დათუ მთლიანად მავსებდა, როცა ხვდები რომ არავინ გინდა უნდა იყო მარტო, უნდა გქონდეს მარტოობის უფლება. როცა მარტოობა შეგაწუხებს მერე უნდა გახსნა ჩაჟანგული ჭიშკარი და სტუმარი მიიღო, ჯერ კარგად ვიყავით მე, დათუ და მარტოობა, არავინ მინდოდა, არავინ! ვგრძნობდი რომ აიმღვრა, მარტოობა ამემღვრა.

5 комментариев:
ჰო, არის მართლაც ხანდახან ეგრე :)
მარტოობაზე? დაგმანულ ჭიშკარზე? ხო, არის და ვეჩვევით და აღარ ვაღებთ მერე ჭიშკარს:(
ხო, აი როცა ვეჩვევით ეგ უკვე აღარ არის კარგი, მაგრამ მე კარგად ვხვდები რომ ადამიანებს ხანდახან საკუთარი თავისთვისაც დრო გვჭირდება...
მე არ მიყვარს შეჩვევა, იმიტომ რომ მკლავს:( არადა ზღვარსაც ვერ ვიცავ:)
ძაან ძნელია...
Отправить комментарий