четверг, 26 апреля 2012 г.
ჩემი ზღაპარი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი და იყო ერთი გოგო.
ბიჭს ჰყავდა ლოთი მამა და დედა. დედას, როცა მამა იძინებდა მოკუნტული და ტუჩებში ვერგადაყლაპული არაყით მაგ დროს სახლში სხვა კაცები მოჰყავდა. მატყლის საბანს წამოავლებდა ხოლმე ამ დროს ბიჭი ხელს და ოთახიდან გამოდიოდა. გაეხვეოდა საბანში და მიწვებოდა ხოლმე სადმე. საბანი იყო მისი სახლი. ბიჭი გაიზარდა, საბანი ჯერ კოჭებზე წვდებოდა, მერე მუხლებზე. მერე უკვე დედასაც აღარ მოჰყავდა სახლში აღარავინ, ანდა არავინ აღარ მოყვებოდა, როგორც მეზობლები ამბობდნენ დამჭკნარ ბოზს უკვე. მამა მოკვდა. ბიჭს უნდოდა საფლავზე ჯვრის ნაცვლად ქვის ბოთლი დაედგათ, მაგრამ დედამ არ ქნა -არამართადიდებლურიაო.
ამ დროს მოპირდაპირე ქუჩაზე გოგო იზრდებოდა. გოგოს ბებია ზრდიდა, ფაფებით და საბან-ბუმბულში. დალივლივებული ნაწნავით და მუხლებამდე კაბით როცა გოგო ქუჩაში გამოდიოდა ბიჭი აღარ სუნთქავდა. მოსახვევთან დგებოდა და უყურებდა სანამ გოგო თვალს მიეფარებოდა.
ერთ მზიან დღეს ბიჭს დედაც მოუკვდა. იმ ღამით ბიჭი თვალებგახელილი იწვა და ალაგ-ალაგ წვიმისგან გაყვითლებულ ჭერს უყურებდა. მერე შიშველი წარმოიდგინა ნაწნავიანი გოგო. ალაგ-ალაგ მატყლ-ამოშვერილი საბანი ფეხებზე დაიფარა და ატირდა. პირველად ატირდა.
დედა როცა დაასაფლავა მამის გვერდით, ცარიელ სახლში დაბრუნდა, საბანი ოთკუთხედად დაკეცა და სწრაფი ნაბიჯით ქუჩა გადაჭრა, სახლის წინ გაჩერდა სადაც გოგო ცხოვრობდა. გოგო გაოცებული დაეშვა კიბეებზე, ხმა არ ამოუღია ჭიშკარს მიეყრდნო და ბიჭს მიაჩერდა, ბიჭი მიუახლოვდა აკოცა და ბავშვობის საბანი ხელში მიაჩეჩა - გჩუქნი, შენ გქონდეს-უთხრა და გამობრუნდა.
среда, 18 апреля 2012 г.
შემოხეტიალდი
შემო - დაანებე ამ ხეტიალს თავი.
შემო - ხეტი - ალდი.
ვერ ხედავ მარტო ყოფნით
სულ რომ გატიალდი.
ხის ქოხის კარები ღიაა, ურდული არ ადევს, არც დაკაკუნება უნდა.
შემო და ეს ფარაღალა ხის კარები დაამაგრე, ყველა გამვლელ-გამომვლელმა რომ ვერ შეძლოს შემოხეტება. ცეცხლიც აანთე და ფიჩხიც მოზიდე, ნაკვერჩხლის გაღვივებისას რომ დაყარო.
შემო, წელიწადზე მეტია ძარღვებზე მკიდია მონატრება.

пятница, 30 марта 2012 г.
среда, 25 января 2012 г.
ბლა-ბლააა
მე სექსი მინდოდა, მასაც, თუმცა თავს იკავებდა. მე თავშეუკავებელი ვიყავი მუდამ. პასუხისმგებლობას გაურბივარო - თქვა, ან სექსით რა პასუხისმგებლობას დავაკისრებდი ვერ ვხვდები, ახლაც კი:)
პირველობა უნდოდა, თუმცა ის არა ჩემს ცხოვრებაში პირველი კაცი ყოფილიყო.
მერე ვეღარ მიგატოვებო - მითხრა ერთხელ, ან რატომ უნდა მივეტოვებინე თუ კარგად იყო ჩემთან ამასაც ვერ ვხსნი, ახლაც კი:)
დებილების მაგნიტი ხარ - მითხრა ადრე მეგობარმა.
მერე წლები გავიდა და ვნახე. მივხვდი ლტოლვა არ გამნელებია, სახლში წავყევი.
- მერამდენე ვარო - როცა მკითხა უკვე ჩაის სმის დროს კინაღამ გავიგუდე.
მართლა დებილების მაგნიტი ვარ რა!!!!!!!!!

вторник, 20 декабря 2011 г.
შენს გამო ( მეორე ნაწილი)
დიდი გოგო ხარ უკვე - წლის და რვა თვის, პამპერსი გადავაგდეთ:)
სალონს მივაკითხე მთელი ოცი თვე, რომ დავიწყებული მქონდა.
სამაგიეროდ სარკის წინ ნივთები გავაქრე, ალბათ ბალერინა გამოხვალ ისე დგები პაწაწუნა თითის წვერებზე.
შენს გამო პატარა კაბებს გვერდს ვეღარ უქცევ მაღაზიაში, ჩემი ჯინსი კი გაიცრიცა და გაიცრიცაა.
შენს გამო გადამალული მაქვს ყველა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
შენს გამო დანებს წვრილი ცხვირი აღარ აქვთ სახლში.
შენს გამო უტამოტო საჭმელი შემიყვარდა.
,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა", ,,კონკია", ,,კომბლე" ,,წითელქუდა" ჩემი უსაყვარლესი ზღაპრებია:)
ახალი ლექსიკონი შევადგინე - ზღაპრის წიგნი - კაბიაბი, სათამაშოები - ალაპუ, ვაიმე - მონატრებაა, გაუსაძლისი მონატრება - როცა ცხვირზე დამუშტულ თითებს მიიდებს და იძახის ვაიმე, ვაიმეე.
შენს გამო აღარაფერი აღარ მტკივა.
შენს გამო ახლა გრძელ, ფართხუნა, ცხოველებით მოხატულ პიჟამოებს ვიცმევ -მიყურებ და ხიხითებ ბედნიერი.

Подписаться на:
Сообщения (Atom)