вторник, 7 июня 2011 г.

საყურე+ბოტასი=კარგ განწყობას

სახლი - დილით წესიერად ვერ მოვემზადე, ჩაიც ვერ დავლიე, არდა რამდენიმენაირი ჩაი მაქვს აზერბაიჯანში ვიყიდე თავის დასაყენებელი ჭიქით. დამაგვიანდა და გამოვარდი სამსახურში.
სამსახური - უფროსმა სამუშაოს გრძელვადიანი გეგმა წარმოადგინეო და გამწარებული ვეცი კომპიუტერს. ზურგი, რომ მეტკინა მივხვდი უნდა ავმდგარიყავი. გეგმაც გავაკეთე და მიუტანე ,,შეფს", სტატიაც გავსწორე და დავდე, ფოტოებიც ავარჩიე და ეგეც დავდე. ვალმოხდილი ავდექი და სამი საათისთვის დაღლილ-გასავათებულ -უხასიათოდ ქალაქში გავედი.
ქალაქი - ცხელა აუტანლად, შავები მაცვია, არადა მგონი ერთ-ერთი ჭრელად ჩამცმელი ვარ ამ ქალაქში. ხელფასი ახალი აღებული მაქვს, ხოდაა თავს უფლება მივეცი და მინანქრის მაღაზიაში შევიარეე, ვერცხლის საყურე მომეწონა ფასიც ნორმალური ქონდა და ვიყიდე. ყვითელი, ოთკუთხედი თეფშებიც მომეწონაა ძაან, მაგრამ არ მიქალია. ბოტასებიც ვიყიდე, ცოტა არანორმალურ ფასად, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძელი. ,,ბარამბოს" არც თუ გემრიელი ძაან მარგარინიანი ნაყინიც ავლოკე და გონებაც გამომიკეთდა.


вторник, 31 мая 2011 г.

მოდიხარ

ჩემი ხალი, შენი ხელი.
კოცნა მწველი, დამდაგველი.
შენი თმა და ჩემი ჭიპი
უხდებოდნენ ერთმანეთს.

შენი ლუდი, ჩემი არაყი
ათქვეფით დავლიე.
მერე კი - შენს მხრებზე ფერებით ღამეც კი გავლიე.

შენი ნიკაპი და ჩემი ენა ავსებენ ერთმანეთს.
ჩემი მკერდი მეორე ოთახშიც გგგრძნობს.
ჩემი ჩაით დასვრილი შენი მაისური სკამიდან იჭყიტება.
ჩემი ფანჯრებიდან შენი თვალების მზე ცდილობს შემოსვლას.
მოდიხარ ჩემში.

понедельник, 2 мая 2011 г.

გადამიარააა

საბანი ცალ მხარეს გადახდილი ქონდა, გაუსწორე და წამოვედი.
გიჟი ღამე გვქონდა, გადარეული ღამე, გაუსწორე და წამოვედი.
ფრთები გვქონდა, ბუმბული აშლილი, ნისკარტები ვკორტნიდით ერთმანეთს.
მომწონდა.
მას ქონდა ის, რაც მე მასში ასე მაცოფებდა და თან მომწონდაა.
გადამიარაააააა

пятница, 15 апреля 2011 г.

თვის

მთა მინდა და ფიჩხი მინდა კოცონისთვის.
მთვარე მინდა სინათლისთვის.
თივა კიდე საწოლისთვის.
და შენ კიდე გათბობისთვის:)

понедельник, 11 апреля 2011 г.

:(

მოვკვდი.
საათნახევრიანი სიკვდილი მქონდა.
მერე დავბრუნდი.
არაფერი მიგვრძნია, არც ჭრელი მდელო დამინახავს და არც ადუღებული კუპრი.
ბლანტი მასა დამდიოდა ტანზე, სახლში დიდხანს ვიხეხე კანი. სისხლჩაქცევები რომ გამიჩნდა მერე გავჩერდი.
სხვანაირი სიკვდილი იყო.
ასეთი სიკვდილი აღარ მინდა.
არადა მართლა მოვკვდი.