пятница, 22 июля 2011 г.

რაზეც არ მინდოდა დამეწერა

პირველად მისი ოფლის სუნი მოვიდა და აჩქარებული სუნთქვაც მოჰყვა, მერე ხელით გადმომწვდა. მოიწიე! მოიწიეე! - მეუბნებოდა. არც გავნძრეულვარ. ვიჯექი და უცდიდი როდის გაათავებდა და გამშორდებოდა. მისი ნერწყვისგან ტუჩები მეწებებოდა, თავი გვერდზე მივაბრუნე, არც უგრძვნია, ყელს ჩაყვა. ვიჯექი მშვიდად. მანქანამ ჩაიარა გაბმული სიგნალით, ფარებმა ისე გაგვანათა დაგვინახა ეტყობა. მეკიდა. თვალები დავხუჭე და ტუჩები კბილებში მოვიქციე. რაღაც რბილი ფუნჩულა ხელები ქონდა საზიზღარი. მისმევდა ყველგან, მთლიანად სახეზე, შუბლზე, ცხვირზე, უცნაური სუნი ქონდა მის თითებს. რატომღაც უეცრად მანქანიდან გადავიდა. თვალები არ გამიხელია. მხოლოდ ძუძუებზე ავიფარე ხელები. დაბრუნდა, ისევ ხელების ფათური დამიწყო, შემდეგ ისევ გადავიდა მანქანიდან. ისევ დაბრუნდა. დაჯდა და უკვე გვერდზე გავიწიე. წავიდეთ! თითქოს არ გაუგია ისევ მიმიწია თავისკენ, მკლავში ხელი გამიყარა და ამწია. გავფართხალდი. დაბლა ცარიელი ლუდის ბოთლი დაგორავდა, თავსახური კი ხელში მქონდა ჩაბღუჯული. წავიდეთ! უკვე ავტირდი. დაქოქა და წამოვედით.

ახლა ვფიქრობ ნეტა ეს დამესიზმრა, კოშკას ლექსების წაკითხვის შემდეგ მომინდა დამეწერა, ლუდის გაბრუებით გამოწვეული ჰალუცინაციებია თუ მართლა მოხდა.

2 комментария:

Tako комментирует...

ეს რანაირი სიზმრები გესიზმრება მატასი?:)))))))))))))))))))))

matasi комментирует...

არ ყოფილა თაკო სიზმარი, ლუდის ბოთლის თავსახური სახლში აღმოვაჩინე მეორე დღეს:(