გაბრაზდა - კისერზე მოისვა ორჯერ ნერვიულად ხელი. მესმოდა კიბეებზე როგორ ჩადიოდა.
მერე მე ოთახში სინათლე გამოვრთე და ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ მიდიოდა.ნეტა ამოიხედოს გავიფიქრე და ფიქრმა მუცელი მატკინა. გზა გადაჭრა და შემობრუნდა.
დაძახება მინდოდა, თუმცა გამახსენდა მისი ლექცია პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, შვილებზე და გავჩერდი.
მეგონა არავინ არაფერი იცოდა. მეგონა ეს სიჩუმე გვექნებოდა მუდამ. შევხვდებოდით ერთმანეთს, ჩუმად, ჩუმად ყველას და ყველაფრის გარეშე ვიცხოვრებდით. როცა გვინდოდა ვნახავდით ერთმანეთს და არავინ არაფერს გაიგებდა.
ჯერ მეგობარმა დამისვა კითხვები - ვუთხარი ყველაფერი.
- თქვეს და არ დავიჯერეო - ისე მითხრა მხოლოდ, მაშინ გავიაზრე ცოლიანი კაცი მიყვარდა, შვილიანი. მე თავს და ის ცოლ-შვილს ატყუებდა.
მერე სამსახურში ჩემმა ,,შეფმა" რაღაც გადაკრულად დაიწყო ლაპარაკი. სულ მეკიდა ის რას ილაპარაკებდა, მაგრამ მივხვდი ჩემი ამბავი მასაც ქონდა გაგებული.
მერე ყოფილმა დამირეკა - შემხვდიო. ტონი ქონდა სხვანაირი, მასაც გაეგო ეტყობა.
ყოფილიც, მაგრად მეკიდა, უბრალოდ მაწუხებდა რა სწრაფად მოედო ამბავი საახლობლო, სანაცნობოს. როგორ ააჟიტირა და გაახარა ზოგიერთები ამან, ზოგიც დაამწუხრა, მეგობრები გააბრაზა.
მის მოტანილ ჩაის ვადუღებ. ქარი სისინებს და დაორთქლილ მინებზე ისე როგორც ბავშვობაში ყვავილებს ვხატავ. კარზე აკაკუნებენ. ვაღებ, ზღრუბლზე ჭრელ კაშნიანი თმა შეხოტრილი ნაცნობ თვალებიანი გოგონა დგას. მე X შვილი ვარ. მითხრა და შემოვიდა.
სამზარეულოში ჩაიდანი წივის, გარეთ ქარი და ოთახში პატარა გოგომაც იმხელა სიცივე შემოიტანა გამაკანკალა. ჩაი ჭიქით ვდგავარ და შევყურებ. დედას უფრო გავს , ამიტომაც უცებ ვერ ვიცანი. დაჯდა და მიყურებს. ხმას არ იღებს. არც ნერვიულობს.
- სხვანაირი მეგონეთ, - მითხრა და გაიცინა, 17 წლის გოგოს დამახასიათებელი სითამამით.
გავუღიმე და სამზარეულოში გავედი.
ჩაი შემოვიტანე, მასაც დაუსხი. წინ დავუჯექი.
- წავედი - თქვა უცებ და წამოდგა.
- უბრალოდ მაინტერესებდა როგორი იყავით, - ამხედ-დამხედა ცივად და კარებისკენ წავიდა.
კიბეებზე რომ უნდა დაშვებულიყო ისევ შემობრუნდა და მითხრა - თქვენ არ უყვარხართ მამაჩემს.
მერე ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ მიდიოდა ქუჩაში, მამამისივით მხრებში მოხრილი. ისევ მეტკინა მუცელი.
ღამით კარების ზარის ხმამ გამომაღვიძა. მერე ტელეფონიც აყვა. თავზე ბალიში დავიფარე და სახით ლეიბზე დავემხე.

4 комментария:
საინტერესოდ სევდიანია... :)
მეც დამასევდიანა, ეტყობა მძიმე მუსიკას ვუსმენდი როცა ვწერდი ან ძაან მზიანი ამინდი იყო:)
Sevdiania do Tan buxartan casakitxi cutely Gvinis tanxlebit.
თამარ, წითელი ღვინო აროს, ბუხარიც, ამინდიც და :)
Отправить комментарий