დილით ჩაი დავლიე. დათუ ვაბანავე, აივანზე ეტლში ვაწვენდი რომ მოვიდა.
ამოირბინა კიბეები და ამათვალიერა.
- ,,ჩემი კაბა" ჩაგიცვამს, - მითხრა და გაიცინა. უყვარდა ეს მწვანე კაბა, სასწაულად უყვარდა და რაღა დღეს ვეცი და ჩავიცვი, გავბრაზდი საკუთარ თავზე, თითქოს საგანგებოდ მისთვის გამოვეწყვე.
ბავშვს დახედა და გამოცრა.
- მე მგავს!
- ხო, გგავს, - დავეთანხმე. იჭვნეულად გამომხედა.
- მორჩილი გამხდარხარ, თვინიერი - ისევ ირონიულობა იგრძნობოდა ხმაში, თუმცა მე ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ უკვე ვიცოდი როცა ძალიან ნერვიულობდა მაშინ ხდებოდა ცინიკოსი.
ბავშვი აიყვანა.
- რა დაარქვი?
- დათუ.
- მამაჩემის სახელი? - გაუხარდა.
- ხო.
- რატომ?
- ისე.
ჭიშკარი გაჟღრიალდა.
- ვინ უნდა იყოს? მკითხა და გაიხედა. აივანზე დათუ გამოჩნდა.
- დათუ, არ წახვედი მთაში? - ვკითხე გაოცებულმა.
- მამაჩემი წავიდა. წელს მე აღარ წავალ. აქ მაქვს საქმეები, მიგვიახლოვდა და მოგვესალმა. მერე მე გამომხედა გამიცინა და მითხრა - ეს კაბა გიხდება, აქამდე რატომ არ იცმევდი? უფფ, რა ალალი იყო ამ დროს. მოფერება მომინდა.
მერე სამივე გავჩუმდით და ასე ოცი წამი უხერხულად ვიდექით.
- ჩაის დაგალევინებთ, - ვთქვი და ოთახში შევედი.
ჩაიდანი გაზქურაზე დავადგი, მურაბა,ჭიქები ავიღე და გამოვედი. დათუ არ დამხვდა.
- დათუ სად არის?
- ჩავაწვინე, - ისე მიპასუხა თითქოს ვერ მიხვდა ვინ ვიგულისხმე.
- დიდი დათუ, - გავუმეორე ისევ.
-აა, ის? არ ვიცი წავიდა, - თქვა და გაეცინა.
ჩაი მოსვა, მანამდე დიდხან აწკარუნა კოვზი ჭიქაში. ზუსტად იცოდა, რომ ეს ხმა მაცოფებდა. მე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. სკამი გამოვწიე, წინ დავუჯექი და ჩაი მოვსვი. - ხვალ ბავშვს წავიყვან დედაჩემთან, - მითხრა და ვიგრძენი მუხლები ამიკანკალდა.
- არა, - წარმოვთქვი მშვიდად და მუხლებზე ხელები დავაჭირე კანკალი რომ არ შემჩნეოდა.
გადმოიხარა, მუხლებზე და ხელებზე თავი დამადო. არ გავნძრეულვარ.
- უფ, რა ცუდად მოვიქეცი, დამპლურად არა? -მკითხა ისე, რომ თავი არ აუწევია. ზემოდან ვუყურებდი მის მხრებს, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაფორიაქებდა და სულ რომ გაყინული ქონდა. კეფიდან ხელის ჩავაყოლება მომინდა და რატომღაც ვთქვი
- ადექი ფეხები მეტკინა. შეცბა და წამოდგა.
მეზობლის ეზოდან ძაღლის გაბმული ყეფა ისმოდა, ორღობეში ვიღაც წიოკობდა.
- აქ დიდხანს ვერ გაჩერდები, - თქვა და მესმოდა როგორ ჩაირბინა კიბეები, გააღო ჭიშკარი ხათქა-ხუთქით, დაქოქა მანქანა და წავიდა.
მომინდა ცოდნოდა რომ აქ რა კარგად ვიყავი, კარგად და გადასარევად!

5 комментариев:
კარგი გაგრძელებაა
ვითომ? მე არ მომწონს რაღაც:)
ძვირფასი!)
მატასი, მევასები:)
ანონიმ, ძალიან კარგი. ასე, გააგრძელე:)
Отправить комментарий