სამურაბე ვარდს ვარჩევდი აივანზე როცა ჭიშკარი გაჭრიალდა და ეზოში შემოვიდა. ველოდი, უკვე მეშვიდე დღეა ველოდი როდის მოვიდოდა.
- გადაწყვიტე რა გინდა, ვინ გინდა და სად გინდა ყოფნაო, - მითხრა მაშინ და წავიდა.
ხოდა, ეს შვიდი დღეა ყველაფერს ვაკეთებ, ღობე-ყორეს ვედები და არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ!
გუშინ დათუ ამოვიდა. მთიდან ჩამოტანილი შავი ჩაი მომიტანა. საეჭვოდ ჩუმად იყო, ფარდას ვასწორებდი რომ მომიახლოვდა, უკან კისერთან ხშირი სუნთქვა ვიგრძენი, ვერ შემოვბრუნდი. ხელები მომხვია უკნიდან ჯვარედინად, ასე ხუთი წამი ვიდექით.
- მიყვარხარ, - ვუთხარი მე და ამოვისუნთქე.
- მეც, - მითხრა და ხელი გამიშვა.
საღამოს დათუს დედამ მაწონი მოიტანა, მივხვდი მარტო მაწონისთვის არ იყო მოსული, ხან სუფრის კუთხე გაასწორა, ხან ბავშვს დასწვდა და მოეფერა. აფორიაქება ემჩნეოდა. მერე წინ დამიდგა და უცებ მკითხა - გიყვარს ჩემი შვილი?
ქალი, რომელიც მთელი ორსულობა მივლიდა და მპატრონობდა ახლა იდგა ჩემს წინ და პასუხს ელოდა.
- ხვალ სოფლიდან წავალ, - ამოვილუღლუღე რატომღაც.
- კარგი, - თქვა ქალმა და მივხვდი გაუხარდა.
დაბნელდა, სინათლე არც ამინთია. ბნელში ვიჯექი და დათუს დედაზე ვფიქრობდი. არ უნდა შვილიანი ქალი და მორჩა!
ჭიშკარი გაჭრიალდა, მოვიკუნტე საწოლზე. დათუ იყო, ფანჯრიდან შემოიხედა, აივანზე სინათლე აანთო. დამიძახა, ზლაზვნით გავედი. იმ ღამით ჩემთან დარჩა, დილით ვუთხარი, რომ სოფლიდან მივდიოდი. უხმოდ ადგა, ჩაიცვა და გავიდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ვერ დავტოვებდი, ვერაფრით წავიდოდი.
ხო, სამურაბე ვარდს ვარჩევდი როცა ის მოვიდა. აივანზე ამოსვლა არც ვაცალე.
- აქ ვრჩები, ბავშვის სანახავად როცა გინდა ამოდი.
- აქ რჩები? გაგიჟდი?
- კი, ვრჩები!
- ის შეგიყვარდა? ის მთის კაცი, - თქვა და ნერვიულად გადაიხარხარა.
- ხო, შემიყვარდა.
- არ იცი კაცების არჩევა, - ისევ გაიცინა.
- არ ვიცოდი, უკვე ვისწავლე, - ვუთხარი და მომინდა წასულიყო, გამქრალიყო.
- ბავშვს მაინც წავიყვან.
- სხვა დროს გაგატან,
- წამოდი, წამოდი, აქ ვერ გაჩერდები შენ და იბ ბიჭსაც ნუ აურევ ცხოვრებას. არ ხართ თქვენ ერთნაირები, ან როგორ უგებ, - საზიზღარი უდარდელობა ისევ გაჭღარუნდა ხმაში.
- წადი!წადი - ხმას ავუწიე უცებ. წადი აქედან!
ბავშვს ძინავს. დაბნელდა. აივანზე სინათლე ავანთე - ნიშანი არწასვლის.

7 комментариев:
ფანტასტიური გადაწყვეტილებაა :)
:) რიავიცი, რიავიციი
მგონი პოსტში დიალოგები შენ შემაყვარე. არა და დღეს პირველად წაგიკითხე.
უი, მართლა?! მიხარია-მსიამოვნებს.
მოკლე დიალოგები ჩემი ,,მაროჟნია", მიყვარს.
კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბლოგზე თიკო:)
საინტერესოდ წერ.აწი, სულ წაგიკითხავ:)
მაინტერესებს მერე რა მოხდა
თიკო, შეიძლება ოდესმე გავაგრძელო, ამ ეტაპზე ასე დავასრულე:)
Отправить комментарий