არის ხოლმე დღეები სიმძიმის, ტირილის, ტკივილის. ასეთ დროს გგონია მორჩა! აღარაფერი შეიცვლება! დამთავრდა!
დამთავრდა! არც კარები გაუბრახუნებია, არც უყვირია.
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო - სამსახურიდან მოვედი, სახლში არ დამხვდა, არადა, მუდამ პირველი მოდიოდა. როცა ცხრა გახდა და არ გამოჩნდა დავრეკე. არ მიპასუხა. ხუთ წუთში ისევ დაურეკე. მიპასუხა. წავედი, ხომ გვქონდა ასეც ნათქვამი. დამემშვიდობა და გათიშა.
ძირს დავჯექი, პირდაპირ იატაკზე და პირველი რაც გამახსენდა ის იყო რომ ორსულად ვიყავი და დღეს მისთვის უნდა მეთქვა. გამახსენდა და იმხელა შვება ვიგრძენი, მივხვდი, გამიხარდა რომ წავიდა და ჩემს ორსულობაზე არაფერს ვეტყოდი, რადგან შვილი არ უნდოდა.
აბორტი გავიკეთე. საავადმყოფოს კიბის ცივ სახელურს ჩავებღაუჭე და წელში გასწორება ვცადე, შევძელი. პირველი სართული ჩვეულებრივ უნდა გამევლო, გამართულს და აქაური მოგონებაც აქ დამეტოვებინა.
გზაში პატარა ქოთნით ყვავილი ვიყიდე აივნისთვის, კიდე სვანური მარილი და საპნის ბუშტების გასაშვები რაღაც, რა ქვია არ ვიცი. სახლის კიბეზე გამახსენდა, რომ სვანური მარილი არ მიყვარდა.
Viber, მე - სვანური მარილი გიყიდე.
Viber, ის - ვააა, მოვიდე?
Viber, მე - ზემოდან გადმოგიგდებ.
Viber, ის - მეორე პარკშიც ჩადე და ისე :)
Viber, ის - მიყვარხარ!
დავხედე მობილურის ეკრანს. მიყვარხარ არასდროს უთქვამს. ფეხის თითები გამეყინა. სვანური მარილის სუნი ჩანთიდან სასწაულად იფრქვეოდა.
საღამოს აივანზე საპნის ფერად ბუშტებს როცა ვუშვებდი და თითქოს გამოშიგნული მუცლის ბუყ-ბუყს ვუსმენდი ტკივილი მაშინ მოვიდა. ყველაფრის ტკივილი - ნიკაპის, თმის, ცხვირის, ენის, ფეხის, მუხლის თუ კოჭის, აუტანელი ტკივილი.
საპნის ფერადი ბუშტები ჰაერში ათ წამზე მეტხანს ვერ ძლებენ. იცოდით?

Комментариев нет:
Отправить комментарий