სამსახურიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, ბოლო მარშუტკისთვის უნდა მიმესწრო. ის სხვა ქალაქში იყო და სამ საათში ვნახავდი. ბოტასები მეცვა, მარტივად ვირბინე სადგურამდე, ფანჯარის მხარეს დავჯექი, პატარა ჩანთა მუხლებზე დავიდე, ჯინსი მეცვა დახეული, ამიტომ გაყინული მქონდა მუხლები.
აპრილი იყო, მაგრამ ციოდა.
ტრანსპორტი დაიძრა, საზურგეს მივეყუდე და უცებ საკუთარ თავზე გავბრაზდი. გავრბოდი მასთან, სხვის ქმართან და ბოლომდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა მინდოდა.
თმები აბურდული მქონდა, ბოტასები დამტვერილი, მაისური და ჭრელი ქურთუკით არ ვგავდი პაემანზე გაქცეულს. მთებს რომ გადალახავს მის სანახავად ისეთს კი.
თმები აბურდული მქონდა, ბოტასები დამტვერილი, მაისური და ჭრელი ქურთუკით არ ვგავდი პაემანზე გაქცეულს. მთებს რომ გადალახავს მის სანახავად ისეთს კი.
ალბათ ამ დროს სასწაულად იპრანჭებიან, თმებს სალონში იკეთებენ, მანიკურ-პედიკური, სექსუალური საცვლები. ვაჰ, მე კი აჩაჩულ-დაჩაჩული და გასავათებული მივდიოდი, გზაში გამოძინებასაც მოვასწრებ, თვალები დავხუჭე – ის წუთები მიყვარს როცა ნახულობ და მისი სუნი ცხვირში გიღუტუნებს. ალბათ ას კაცში გამოვიცნობ ამ სუნს, ათასშიც.
ჩამეძინა.
გაგრძელება იქნება :)
Комментариев нет:
Отправить комментарий