სასტუმრო, რომელშიც ზუსტად ექვსი წლის წინ ვიყავით ერთად,(ერთად რა, სამსახური ითხოვდა და სხვებიც იყვნენ, ასე 25 კაცამდე) ახლა, მარტო მყოფს სხვანაირი დამხვდა. ღია აუზებიც დაუმატებიათ, შენობებიც, ხეებიც, ვარდებიც.
,,ჩემი ტირიფი" ნახევრად ჩასულია წყალში. აუუუუუ, ტირიფი . . .
მაშინ დავლიე, თან ღვინო, თან მე და ღვინოოო, თან ბევრი, ბევრი რა, ალბათ ერთი ჭიქა, ჰა–ჰა –ჰა ორი. ჯერ მეგობრებთან ვიჯექი და მათთან ვსვამდი, მერე სასწაულად მომინდა აუზში ჩავმხტარიყავი. ,,კუპალნიკი" გამოცვლა და ნომერში ასვლა დამეზარა, კაბა ფეხებიდან გავიხადე, ჩავიხადე უფრო სწორი ფორმა იქნება. ღილიც ამწყდა, აბა სად მკერდიდან გახდა და სად მუცელ– ტრაკზე კაბის ჩაწევა. და აუზში ჩავხტი. ნამდვილად ვიცი, წინა ცხოვრებაში თევზი ვიყავი, უფრო დელფინი. ზურგზე დავწექი და კარგა ხანს ვიტივტივე. მერე სველზე გადავიცვი კაბა და მეგობრებთან დავჯექი, ბევრი ფოტო გადავიღეთ. იქით ზის უმეტესობა, წამო შეუერთდეთ, თქვა ვიღაცამ და წავედით. როცა მივედით ის ლაპარაკობდა, პირდაპირ დავუჯექი, არ მახსოვს რას ამბობდა, ხანდახან გამომხედავდა, თან ეწეოდა. ღვინო მომაწოდა, დავლიე, დამიმატა, ჭიქა ძირს დავდგი და არც მეტი და არც ნაკლები გემრიელად გავიზმორე. სველზე როცა კაბას გადაიცმევ მკერდთან გისველდება მრგვალად და ტრაკზე. მე კიდე როცა გავიზმორე დაბლა კაბა მთლიანად სველი მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხედავდა როგორ ვცურავდი და დავდიოდი ,,კუპალნიკით" წინა დღეები და არავინ გადარეულაა, ახლა ამ უწყინარ გაზმორებაზე უცნაური თვალები ავირეკლეე. უცებ არ გავსწორებულვარ, მთვრალი ვიყავი, თან მუდამ ათოსანსა და დავარცხნილ–დაუთოებული გოგოს იმიჯის ნაცვლად ეს თავქარიანობა მომეწონა. ისევ განაგრძეს ღვინის სმა თუ წრუპვა.
– წამო, მითხრა მერე მან. ავდექი. არც გადავქანებულვარ, როგორც იციან კეკლუცა გოგონებმა, ვითომ შემთხვევით, რომ მკერდზე მიეყუდონ და რაღაც რომანტიკა ითამაშონ. ერთი მომენტი გავიფიქრე მოდი ასე ვიზამ–თქო, მაგრამ ნასვამი ვიყავი და ამ შაქარყინულა დებილობაზე გული რომ არ ამრეოდა თავი შევიკავე, ოღონდ გამეცინა.
– რაო? მკითხა მან.
მერე მაკოცა, მერე მინდორზე დავწექით. ისევ მაკოცა. ავდექი, ფეხი მერეოდა. ტირიფის ქვეშ შევძვერით და რამდენს მაკოცებდა ბაყაყები ყიყინს უმატებდნენ.
– დაცვა გყავს, – მითხრა სიცილით.
ხოო, იმას ვამბობდი ექვსი წელი გასულა. აქაურობა შეცვლილია, განცდები არა, განმიახლდა.
ბოლოს რა იყო? ცოლმა დაურეკა. ხო, ტირიფის ქვეშ როცა ვისხედით დარეკა. ცოლებიც გრძნობენ ალბათ რაღაცეებს დედების მსგავსად. ასეთ ბანალობას არ ელოდი, ხო? არც მე, მაგრამ ასეა :) დაურეკა, უპასუხა. მერე გაყინულმა, (სულ გაყინულია და სულ ცივა) ჩამიხუტა.
ალბათ როცა მომინდება ამ ბოდვას გავაგრძელებ, კი, აქვს გაგრძელება, არა შაქარყინულა, მაგრამ . . .
Комментариев нет:
Отправить комментарий