пятница, 22 июля 2011 г.

რაზეც არ მინდოდა დამეწერა

პირველად მისი ოფლის სუნი მოვიდა და აჩქარებული სუნთქვაც მოჰყვა, მერე ხელით გადმომწვდა. მოიწიე! მოიწიეე! - მეუბნებოდა. არც გავნძრეულვარ. ვიჯექი და უცდიდი როდის გაათავებდა და გამშორდებოდა. მისი ნერწყვისგან ტუჩები მეწებებოდა, თავი გვერდზე მივაბრუნე, არც უგრძვნია, ყელს ჩაყვა. ვიჯექი მშვიდად. მანქანამ ჩაიარა გაბმული სიგნალით, ფარებმა ისე გაგვანათა დაგვინახა ეტყობა. მეკიდა. თვალები დავხუჭე და ტუჩები კბილებში მოვიქციე. რაღაც რბილი ფუნჩულა ხელები ქონდა საზიზღარი. მისმევდა ყველგან, მთლიანად სახეზე, შუბლზე, ცხვირზე, უცნაური სუნი ქონდა მის თითებს. რატომღაც უეცრად მანქანიდან გადავიდა. თვალები არ გამიხელია. მხოლოდ ძუძუებზე ავიფარე ხელები. დაბრუნდა, ისევ ხელების ფათური დამიწყო, შემდეგ ისევ გადავიდა მანქანიდან. ისევ დაბრუნდა. დაჯდა და უკვე გვერდზე გავიწიე. წავიდეთ! თითქოს არ გაუგია ისევ მიმიწია თავისკენ, მკლავში ხელი გამიყარა და ამწია. გავფართხალდი. დაბლა ცარიელი ლუდის ბოთლი დაგორავდა, თავსახური კი ხელში მქონდა ჩაბღუჯული. წავიდეთ! უკვე ავტირდი. დაქოქა და წამოვედით.

ახლა ვფიქრობ ნეტა ეს დამესიზმრა, კოშკას ლექსების წაკითხვის შემდეგ მომინდა დამეწერა, ლუდის გაბრუებით გამოწვეული ჰალუცინაციებია თუ მართლა მოხდა.

пятница, 15 июля 2011 г.

უნდა მოგიყვეთ

წავიდეთოო, უკვე დათბაოო, მარტო მე და შენოო, კარვებითოო, ტყეშიოო. რამდენიმე დღე დავრჩეთოო. ვიგიჟოთოო.

სულ უარზე ვარ, სულ, სულ, სულ. ხან სამსახურს ვიმიზეზებ, ხან რას ხან რას. ვაჯერებ, რომ მართლა არ მცალია.

არადა მინდაა, ჯერ მასთან ერთად ყოფნა, მერე მთაში და ტყეში მასთან ერთად წოწიალი. მინდა, მინდაა, მაგრამ . . .

თან ძაან მინდა, ისე ძაან, რომ როცა წარმოვიდგენ მუცელი მეკუმშება სიამოვნებისგან.

მაგრამ არის ერთი მაგრამ დაა არ მივდივარ.

вторник, 7 июня 2011 г.

საყურე+ბოტასი=კარგ განწყობას

სახლი - დილით წესიერად ვერ მოვემზადე, ჩაიც ვერ დავლიე, არდა რამდენიმენაირი ჩაი მაქვს აზერბაიჯანში ვიყიდე თავის დასაყენებელი ჭიქით. დამაგვიანდა და გამოვარდი სამსახურში.
სამსახური - უფროსმა სამუშაოს გრძელვადიანი გეგმა წარმოადგინეო და გამწარებული ვეცი კომპიუტერს. ზურგი, რომ მეტკინა მივხვდი უნდა ავმდგარიყავი. გეგმაც გავაკეთე და მიუტანე ,,შეფს", სტატიაც გავსწორე და დავდე, ფოტოებიც ავარჩიე და ეგეც დავდე. ვალმოხდილი ავდექი და სამი საათისთვის დაღლილ-გასავათებულ -უხასიათოდ ქალაქში გავედი.
ქალაქი - ცხელა აუტანლად, შავები მაცვია, არადა მგონი ერთ-ერთი ჭრელად ჩამცმელი ვარ ამ ქალაქში. ხელფასი ახალი აღებული მაქვს, ხოდაა თავს უფლება მივეცი და მინანქრის მაღაზიაში შევიარეე, ვერცხლის საყურე მომეწონა ფასიც ნორმალური ქონდა და ვიყიდე. ყვითელი, ოთკუთხედი თეფშებიც მომეწონაა ძაან, მაგრამ არ მიქალია. ბოტასებიც ვიყიდე, ცოტა არანორმალურ ფასად, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძელი. ,,ბარამბოს" არც თუ გემრიელი ძაან მარგარინიანი ნაყინიც ავლოკე და გონებაც გამომიკეთდა.


вторник, 31 мая 2011 г.

მოდიხარ

ჩემი ხალი, შენი ხელი.
კოცნა მწველი, დამდაგველი.
შენი თმა და ჩემი ჭიპი
უხდებოდნენ ერთმანეთს.

შენი ლუდი, ჩემი არაყი
ათქვეფით დავლიე.
მერე კი - შენს მხრებზე ფერებით ღამეც კი გავლიე.

შენი ნიკაპი და ჩემი ენა ავსებენ ერთმანეთს.
ჩემი მკერდი მეორე ოთახშიც გგგრძნობს.
ჩემი ჩაით დასვრილი შენი მაისური სკამიდან იჭყიტება.
ჩემი ფანჯრებიდან შენი თვალების მზე ცდილობს შემოსვლას.
მოდიხარ ჩემში.

понедельник, 2 мая 2011 г.

გადამიარააა

საბანი ცალ მხარეს გადახდილი ქონდა, გაუსწორე და წამოვედი.
გიჟი ღამე გვქონდა, გადარეული ღამე, გაუსწორე და წამოვედი.
ფრთები გვქონდა, ბუმბული აშლილი, ნისკარტები ვკორტნიდით ერთმანეთს.
მომწონდა.
მას ქონდა ის, რაც მე მასში ასე მაცოფებდა და თან მომწონდაა.
გადამიარაააააა