понедельник, 29 октября 2012 г.

დაგ-დუგ ! დაგ-დუგ!


თმებიდან ყელამდე,
ყელიდან მკერდამდე,
მკერდიდან მუცლამდე,
მუცლიდან მუხლამდე,
მუხლიდან  ფეხისგულებამდე,
მ  ი   ნ  დ  ი   ხ  ა  რ  ! 

დამხვდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დამხვდა, არ ვიცი ვისია. მე ჩემად მივიღე.



четверг, 25 октября 2012 г.

ხვალამდე:)

ხვალისთვის გამოვაცხობ  ნეშოან ჭადებს  და შენგან კი ,,ჩემს"  ლექსს დაველოდები:)
მაშინ ხვალამდე:) 

среда, 17 октября 2012 г.

ან რა გაგვყრის ჩვენ ერთმანეთს

ლექციაზე მეძინა. მკლავებში თავი მქონდა ჩარგული და გემრიელად წაუხვრინე. ბოლოში ამიტომ დავჯექი, რომ არავის შევეწუხებინე. გამომეღვიძა და ლექტორის ბოლო ფრაზას მოვკარი ყური. 
მშია, უკვე ერთი კვირა ნორმალურად არ მიჭამია. სახლში კი ავედი, მაგრამ არ ვჭამე . დედაჩემს უთხარი, ანანომ მაგარი ქათმის საჭმელი გააკეთა, აი, შენზე უკეთესი და გემრიელად გეხელი – თქო. აბა ხომ არ ვეტყვი კვერცხის შეწვაც არ იცის და მაგის გაკეთებაც მე მიწევს - თქო.

вторник, 16 октября 2012 г.

სოკოზე გამახსენდა :)



 ორი დღის წინ აუტანლად მომენატრე.
 ჩემი სამზარეულოს ფანჯრებიდან შენი სახლის სახურავი ჩანს.
მერე შუაღამისას სოკო მინდა-თქო მოვიმიზეზე და სახლიდან გამოვედი. 
,,ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაოო" -სულ ამ დროს გხვდებოდი დაა  . . 
მანქანის ,,გარაჟში" შეყვანა როგორც ყოველთვის ახლაც დაგზარებია.
ქურთუკის რკინის შესაკრავი გავაყოლე მთელ სიგრძზე, მანქანა აკივლდა.
გარეთ გამომხედი მაინც არ ხარ, მეორე მხარესაც ჩამოვაყოლე და გავიარე.
სოკო მომქონდა უკვე, როცა მანქანამ კივილი შეწყვიტა, დედაშენი გააღვიძეს ალბათ მეზობლებმა. 
არ გააკეთებ - მომესმა უკნიდან როცა ქილა მაცივარში შევდგი.
სოკოს ყოველთვის შენ აკეთებდი, რაღაც სხვანაირად და გემრიელად. მგონი მარტო ეს გამოგდიოდა კარგად:) ხოოო, დამავიწყდა კიდევ ტყუილი.
მერე საწოლს შენი მწვანე ფერი მოვაშორე.
მერე ზურგზე მისმა  თითების აყოლებამ გამახსენა როგორ მითხარი -შენ მარტო მაინც არ დარჩებიო - და გამეცინა.