კიდევ ბევრი რამ გამახსენდა, უჰჰ:(
ვერაფერს შევცვლიდი, ამიტომ მხოლოდ გავიფიქრე – ვის არ მოსვლია.
ის აივანზე იჯდა. ფარდიდან ჩანდა ზურგით, რაღაცას უყურებდა. ჩემი ლურჯი კაბა გადავიცვი და გავედი. სასტუმროს ეზოზე დავიწყეთ ლაპარაკი, მოუვლელი იყო და მოუწესრიგებელი.
მერე მინდოდა ეკოცნა. არ უკოცნია.
კედები ძლივს ჩავიცვი, თავს დაბლა რომ ვწევდი ისევ ცუდად ვხდებოდი.
ვიჯექი საწოლზე და ვუყურებდი როგორ აწყობდა თავის ნივთებს, ჩემგან განსხვავებით ზედმეტად მოწესრიგებულია. მერე როცა საკიდიდან ჩამოხსნა თავის პერანგი და ჩემი ქურთუკი კი კარადის გვერდით იყო ჩაკუჭული, შემრცხვასავით:)
წინა დღის გადაღებული ვიდეო მაჩვენა. მერე პირბადე გავიკეთე და ნომერი დავტოვე. ჩემს ქალაქში უნდა დავბრუნებულიყავი ათზე, სამსახურში, ისიც თავის ქალაქში სამსახურში, ოჯახში.
მანქანაში უკვე დამცინოდა ღამის ამბებზე. მუცელი მტკიოდაა, მაგრამ მაინც ისე კარგად ვიყავიი. უფ, რამდენი შტერობები მომიყოლია.
გაგრძელება იქნებაა . . .
Комментариев нет:
Отправить комментарий