ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა დამეწერა, ზღვაზე გატარებულ დღეებზე და ღამეებზე. ვიღვიძებდი ზღვაზე გავრბოდი. შუადღით ,,სანტისიმოს” ვწრუპავდი, სანამ პლასტმასის ბოთლი ბუყბუყა ხმით არ ამომძახებდა გავთავდიო, მერე ვიძინებდი, მერე ისევ ზღვაზე გავრბოდი, ვცურავდი და პლაჟზე ვიძინებდი. სხვები, რომ მზის ჩასვლას მეათასედ უყურებდნენ მე ქვიშაზე გაშოტილს მეძინა და პატარა ქვებით აჭრელებული ტანით ვტოვებდი სანაპიროს. ღამით, ,,ჩემს ” აივანზე ატმის წვენში გარეულ არაყს ვსვამდი და ასე ოთხისთვის ორსაწოლიან საწოლში მარტო ვიძინებდი. გარედან კარგა ხანს მესმოდა ხმაური და გოგო-ბიჭების წიოკობა. აივნიდან ვუყურებდი როგორ ეფარებოდნენ ბნელს და უხვევდენ ფიჭვნარში წყვილები - მაშინ ვინატრე ახლა რამდენი ადამიანიც ზასაობს ქობულეთში იმდენი ლარიანი, რომ მომცა ბარსელონაში მოვარტყამდი ერთთვიან დასვენებას თქო. თუმცა ამჯერადაც ქობულეთს დავჯერდი. ზღვა ხომ იყო, თუნდაც სიმინდის ნაქურჩელებიანი , ფსელითა და მზით გამთბარი.