вторник, 18 декабря 2012 г.

ეეეეეეეეე

მაკლიხარ

მჭირდები

დადიხარ სხვაგან და უშენოდ ვგიჟდები.

უშენოდ გაცვდა ქათქათა საწოლი.

სხვას უნდა შეიგრძნოს რაც შენთვის ვინახე.

სადა ხარ? ვინ ნახე?  მოდი დამენახე.

და მე გაჩუქებ რაც სხვაგან ვერ ნახე, თუმცა კი ეძებე.

მე კი შენ გეძებდი და უკვე გიპოვე.

სავალი დამოკლდა ჩემიდან შენამდე,  რადგანაც გიპოვე.

მოდი, მომიპოვე. მოდი მომიპოვეეეეეეეე. 

понедельник, 17 декабря 2012 г.

ჭრრრ

ქარი  აჭრიალებს მორღვეულ ჭიშკარს.
  მე კი შენ  მგონიხარ.
მგონია მოხვედი.
   მოხვედი შორიდან.
დაღლილი.
  ლილაში გავლებულ პერანგებს გახვედრებ.
  გაყვედრი იმ დღეებს ჩავლილებს უშენოდ.
  ჩანაცრულ ბუხარსაც სქელ ჯოხით ვაღვივებ.
მერე კი გაკოცებ, გაკოცებ უთვალავს.
   მგონია მოხვედი.
მოხვედი შორიდან.
  მეც დაგხვდი დაღლილი.
დაღლილი ლოდინით.
   ხელებით ფეხებით,
თითებით, მუხლებით,
   თვალებით, ტუჩებით,
მჭირდები მორფივით.
   მგონია მ ო ხ ვ ე დ ი !!!!


четверг, 1 ноября 2012 г.

,,ჩუტყვავილა"

ბატონები შემეყარა, მომიარე.

,,ბატონებო, ფრთიანებო, სახელსამართლიანებოო" - ჩამესმის ბებიას ლოცვა-ჩურჩული. მერე ანგელოზები ცხვება ცომისგან, რომლებსაც მე რატომღაც წითელი მანიკურით ვუხატავ თვალებს და მყავს საწოლთან ხის ლანგარზე თეთრი, ფუმფულა, წითელთვალებიანი  პურის ანგელოზები. 

понедельник, 29 октября 2012 г.

დაგ-დუგ ! დაგ-დუგ!


თმებიდან ყელამდე,
ყელიდან მკერდამდე,
მკერდიდან მუცლამდე,
მუცლიდან მუხლამდე,
მუხლიდან  ფეხისგულებამდე,
მ  ი   ნ  დ  ი   ხ  ა  რ  ! 

დამხვდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დამხვდა, არ ვიცი ვისია. მე ჩემად მივიღე.