არაფრის ხასიათზე არ ვარ! აი, ასე!!!!!!!!
среда, 5 сентября 2018 г.
среда, 30 мая 2018 г.
საპნის ბუშტები
არის ხოლმე დღეები სიმძიმის, ტირილის, ტკივილის. ასეთ დროს გგონია მორჩა! აღარაფერი შეიცვლება! დამთავრდა!
დამთავრდა! არც კარები გაუბრახუნებია, არც უყვირია.
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო - სამსახურიდან მოვედი, სახლში არ დამხვდა, არადა, მუდამ პირველი მოდიოდა. როცა ცხრა გახდა და არ გამოჩნდა დავრეკე. არ მიპასუხა. ხუთ წუთში ისევ დაურეკე. მიპასუხა. წავედი, ხომ გვქონდა ასეც ნათქვამი. დამემშვიდობა და გათიშა.
ძირს დავჯექი, პირდაპირ იატაკზე და პირველი რაც გამახსენდა ის იყო რომ ორსულად ვიყავი და დღეს მისთვის უნდა მეთქვა. გამახსენდა და იმხელა შვება ვიგრძენი, მივხვდი, გამიხარდა რომ წავიდა და ჩემს ორსულობაზე არაფერს ვეტყოდი, რადგან შვილი არ უნდოდა.
აბორტი გავიკეთე. საავადმყოფოს კიბის ცივ სახელურს ჩავებღაუჭე და წელში გასწორება ვცადე, შევძელი. პირველი სართული ჩვეულებრივ უნდა გამევლო, გამართულს და აქაური მოგონებაც აქ დამეტოვებინა.
გზაში პატარა ქოთნით ყვავილი ვიყიდე აივნისთვის, კიდე სვანური მარილი და საპნის ბუშტების გასაშვები რაღაც, რა ქვია არ ვიცი. სახლის კიბეზე გამახსენდა, რომ სვანური მარილი არ მიყვარდა.
Viber, მე - სვანური მარილი გიყიდე.
Viber, ის - ვააა, მოვიდე?
Viber, მე - ზემოდან გადმოგიგდებ.
Viber, ის - მეორე პარკშიც ჩადე და ისე :)
Viber, ის - მიყვარხარ!
დავხედე მობილურის ეკრანს. მიყვარხარ არასდროს უთქვამს. ფეხის თითები გამეყინა. სვანური მარილის სუნი ჩანთიდან სასწაულად იფრქვეოდა.
საღამოს აივანზე საპნის ფერად ბუშტებს როცა ვუშვებდი და თითქოს გამოშიგნული მუცლის ბუყ-ბუყს ვუსმენდი ტკივილი მაშინ მოვიდა. ყველაფრის ტკივილი - ნიკაპის, თმის, ცხვირის, ენის, ფეხის, მუხლის თუ კოჭის, აუტანელი ტკივილი.
საპნის ფერადი ბუშტები ჰაერში ათ წამზე მეტხანს ვერ ძლებენ. იცოდით?

среда, 6 сентября 2017 г.
ჩაი და ნაყინი
მარტო ვარ. ცხელ დღეებში კარგია მარტოობა - რომელმა სულელმა თქვა ნეტა? ალბათ მეათე ჭიქა ჩაის ვსვამ, არადა, ჯერ დილის თერთმეტი საათია. ათივე სხვადასხვანაირი ჭიქა მაგიდაზე დევს. მე დივანზე წამოპლაკული ვწერ. მერე გავალ და ყუთით ნაყინს ამოვიტან, ხოდა, ჩაი, ნაყინი, ნაყინი, ჩაი და ერთ კვირაში კბილებიც დამცვივდება. ახლა რა ვარ და უკბილო რა ვიქნები :) უკბილო ვიჩიფჩიფებ ჟუჟუნა ბებიასავით.
წავყოლოდი სოფელში. რა შარშან ხომ ვიყავი, ხომ მესმოდა ვინ არის? ცოლი არ არის და რას დაყვება ეს გოგო, პატრონი არ ყავს? ბებიას ეს ლაპარაკი რომ არ გამეგო ხმას აუწევდა ხოლმე, ვითომ ყურში არ ესმოდა და მეც თავს ვიკატუნებდი ვითომ არ გამიგია.
სახლი აქვთ ხის, ხმელი და გვერდებშეწითლებული მზისგან. აი, იატაკზე რომ დადიხარ ჭრაჭუნებს და ოთახებში თითქოს მზეა გამოკეტილი, სუნი დგას სასწაული. ოთახში სადაც საწოლი გამიშალეს დიდი მაგიდა იდგა და მასზე ათასნაირი მწვანილი ხმებოდა, ცალკე ამ მწვანილების სურნელი და ოთახში შუაღამისას რომ შევბარბაცდებოდი თავი სხვა სამყაროში მეგონა.
- ჩემი მეგობარია, - ასე გააცნო თავი ბებიას და ბაბუას. ბაბუამ გამიცინა, ბებია დიდხანს მაკვირდებოდა. ზემოთ სართულზე გამამწესეს. ასე გამმიჯნეს შვილიშვილისაგან. არ მოვეწონე მოხუცებს.სახლს დიდი ფანჯრები ქონდა და თეთრი გამჭირვალე ფარდები, ვიწექი და ფანჯრებს ვუყურებდი. აივანზე ყველაფერი ჩანდა. ის ღამე როგორ დამეძინა არ მახსოვს, იატაკის ჭრაჭუნმა გამაღვიძა - ძლივს დაიძინეს და გამოვეპარე, - მითხრა და უცებ შემოწვა, ხმამაღლა ვერც ვიცინოდით, ჩუმად ვფხუკუნებდით ატლასის წითელგულა საბნის ქვეშ. რაც იქ ვიყავით სულ ასე აკეთებდა,ღამით სადღაც ორი საათისთვის ამოდიოდა და დილით ექვსზე ფეხაკრებით ბრუნდებოდა პირველ სართულზე. ორამდე ნიკაპზე მქონდა საბანი ამოწეული და თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი ფანჯრებს, ოდნავი მოძრავი ჩრდილი, რომელიც ძირითადად აივანზე ამოყოლებული ვაზის ფოთლები იყო გულს მიხეთქავდა. ათი დღე გავჩერდით, მე წამოსვლა მინდოდა, მას არა. ჭადებიც დავაცხე და მთელი ეს ათი დღე ჭურჭელიც ვრეცხე, მაგრამ ვგრძნობდი მოხუცების გული მაინც ვერ მოვიგე. ოთახებსაც ვალაგებდი და მაყვალის მურაბაც გავაკეთე. წამოსვლისას ბებიამ სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი ხელი მომკიდა და მითხრა - შენი გულისთვის დარბოდა ეს ღამეები აღმა-დაღმა ჩემი შვილიშვილი. ჩვენ რომ არ დაგვენახა, ასე გიფრთხილდებოდა, ხოდა, ძვირფასი ხარ მისთვის და შენც გაუფრთხილდიო.
ეს შარშან იყო. წელს აღარ წავყევი. რომ ჩავიდა დამირეკა გიკითხესო, ცხადია მომატყუა:)ცუდია მარტოობა, მაგრამ მაინც კარგი ვქენი რომ არ წავყევი. ჩაი და ნაყინი, ნაყინი და ჩაი.
четверг, 15 июня 2017 г.
დამეწერა#2
მომწერა შემხვდიო. შევხვდი. დავჯექით. სახე ხელისგულებში მოვიქციე და მივაშტერდი.
- აღარ გიყვარვარ ხო? - მკითხა და თან არ მკითხა ტონით.
- მოგეჩვიე, - ვუპასუხე.
- მე ორივე, - თქვა ისევ უცნაური ტონით.
- მეც ორივე, - ვთქვი და გამეცინა. მასაც გაეცინა. სიგარეტის ღერი ხელში ნერვიულად დაატრიალა და ჩაახველა. ასე იცი ხოლმე როცა რაიმე მნიშვნელოვანის თქმას აპირებს. ზურგი ამეწვა.
- შვილმა მითხრა გავიცანიო, - საუბრის ასეთ გაგრძელებას არ ველოდი.
- ხო, სახლში მესტუმრა.
- რატომ არ მითხარი?
- რატომ უნდა მეთქვა? - გავღიზიანდი მე.
- უნდა გეთქვა.
- რატომ? რატომ? ხმას ავუწიე.
- უნდა მცოდნოდა - თქვა მშვიდად და თითებით სიგარეტი გადატეხა. თუთუნი ფეხებზე დაეყარა. გადავიწიე, მუხლზე ხელი გადაუსვი.
- კარგი გოგო გყავს - ვუთხარი.
- მამის გოგოა - ისე მითხრა მუცელი ამეწვა.
- ალბათ, ხო - ვითომ უდარდელი
გავხდი უცებ.
- პატარაააა - გაეცინა და ჩოლკაზე მომეფერა. თავი გავწიე.
ვიღაც ამ დროს სამსახურიდან გარბის შვილებისთვის ფუნთუშების დასაცხობად, ვიღაც სარეცხს აუთოებს, ვიღაც აივანზე ჩაის სვამს და ქმარის აქეთ-იქით მიმოფანტული ტანსაცმელი არ აღიზიანებს, ვიღაც საცობშია და აივანზე გადმოკიდებული შვილის კედებზე ფიქრობს ქარმა ხომ არ წაიღო, ვიღაც ქურას ხეხავს, ვიღაც თმას ისწორებს და თან სარკეში თავს ათვალიერებს. ვიღაც სამშობიაოდან გამოწერეს და ხელში ვეღარ იჭერს ყვავილებს, გულში ემოციას, ძუძუში რძეს. მე კი ვზივარ, სამი შვილის მამას და სხვის ქმარს ვეკეკლუცები. ამეტირა.
- უნდა წავიდე - ვთქვი უცებ და წამოვდექი.
- წავიდეთ - ადგა, იდაყვზე ხელი მომკიდა და გამაჩერა.
- არ წამომყვე, ახლა არ გამომყვე - სწრაფად გავედი.
მოვიხედე, მინაზე მიყრდნობილი იდგა და მიყურებდა.
მუდამ ასეა, ვიწყებ ურთიერთობას და მერე მახსენდება ამას რა მოყვება, მერე რა იქნება - ამბები, ჭორები, ყველა ზარზე თანამშრომლების
გამოხედვები, კომენტარები, ,,სადაქალოში“ საუბარი ერთგულებაზე, ღირსებაზე, თავის
დაფასებაზე და უმთავრესი, დაგვირგვინება
დასასრულით - ოჯახი მაინც
მთავარია, ყველა კაცი ბოლოს ოჯახს უბრუნდება. ამ დროს მე ვზივარ მუცელში პეპლები დაფარფატებენ და ერთი სული მაქვს აქედან როდის
გავაღწევ და ვნახავ.
вторник, 7 февраля 2017 г.
მე, სოფელი, მეზობელი და ფიქრები შვილზე # 6 არჩევანი
სამურაბე ვარდს ვარჩევდი აივანზე როცა ჭიშკარი გაჭრიალდა და ეზოში შემოვიდა. ველოდი, უკვე მეშვიდე დღეა ველოდი როდის მოვიდოდა.
- გადაწყვიტე რა გინდა, ვინ გინდა და სად გინდა ყოფნაო, - მითხრა მაშინ და წავიდა.
ხოდა, ეს შვიდი დღეა ყველაფერს ვაკეთებ, ღობე-ყორეს ვედები და არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ!
გუშინ დათუ ამოვიდა. მთიდან ჩამოტანილი შავი ჩაი მომიტანა. საეჭვოდ ჩუმად იყო, ფარდას ვასწორებდი რომ მომიახლოვდა, უკან კისერთან ხშირი სუნთქვა ვიგრძენი, ვერ შემოვბრუნდი. ხელები მომხვია უკნიდან ჯვარედინად, ასე ხუთი წამი ვიდექით.
- მიყვარხარ, - ვუთხარი მე და ამოვისუნთქე.
- მეც, - მითხრა და ხელი გამიშვა.
საღამოს დათუს დედამ მაწონი მოიტანა, მივხვდი მარტო მაწონისთვის არ იყო მოსული, ხან სუფრის კუთხე გაასწორა, ხან ბავშვს დასწვდა და მოეფერა. აფორიაქება ემჩნეოდა. მერე წინ დამიდგა და უცებ მკითხა - გიყვარს ჩემი შვილი?
ქალი, რომელიც მთელი ორსულობა მივლიდა და მპატრონობდა ახლა იდგა ჩემს წინ და პასუხს ელოდა.
- ხვალ სოფლიდან წავალ, - ამოვილუღლუღე რატომღაც.
- კარგი, - თქვა ქალმა და მივხვდი გაუხარდა.
დაბნელდა, სინათლე არც ამინთია. ბნელში ვიჯექი და დათუს დედაზე ვფიქრობდი. არ უნდა შვილიანი ქალი და მორჩა!
ჭიშკარი გაჭრიალდა, მოვიკუნტე საწოლზე. დათუ იყო, ფანჯრიდან შემოიხედა, აივანზე სინათლე აანთო. დამიძახა, ზლაზვნით გავედი. იმ ღამით ჩემთან დარჩა, დილით ვუთხარი, რომ სოფლიდან მივდიოდი. უხმოდ ადგა, ჩაიცვა და გავიდა. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ვერ დავტოვებდი, ვერაფრით წავიდოდი.
ხო, სამურაბე ვარდს ვარჩევდი როცა ის მოვიდა. აივანზე ამოსვლა არც ვაცალე.
- აქ ვრჩები, ბავშვის სანახავად როცა გინდა ამოდი.
- აქ რჩები? გაგიჟდი?
- კი, ვრჩები!
- ის შეგიყვარდა? ის მთის კაცი, - თქვა და ნერვიულად გადაიხარხარა.
- ხო, შემიყვარდა.
- არ იცი კაცების არჩევა, - ისევ გაიცინა.
- არ ვიცოდი, უკვე ვისწავლე, - ვუთხარი და მომინდა წასულიყო, გამქრალიყო.
- ბავშვს მაინც წავიყვან.
- სხვა დროს გაგატან,
- წამოდი, წამოდი, აქ ვერ გაჩერდები შენ და იბ ბიჭსაც ნუ აურევ ცხოვრებას. არ ხართ თქვენ ერთნაირები, ან როგორ უგებ, - საზიზღარი უდარდელობა ისევ გაჭღარუნდა ხმაში.
- წადი!წადი - ხმას ავუწიე უცებ. წადი აქედან!
ბავშვს ძინავს. დაბნელდა. აივანზე სინათლე ავანთე - ნიშანი არწასვლის.

Подписаться на:
Сообщения (Atom)